საქმე №ა-2940-შ-73-2013 19 მაისი, 2014 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი - თ. თ-ე
მოწინააღმდეგე მხარე - ს. თ-ე
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს - გერმანიის მაინის გემიუნდენის საუბნო (პირველი ინსტანციის) სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გერმანიის მაინის გემიუნდენის საუბნო (პირველი ინსტანციის) სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებით თ. თ-სა და ს. თ-ეს შორის 2004 წლის 18 მაისს ვიურცბურგის მმაჩის ბიუროს მოხელის წინაშე რეგისრტირებული ქორწინება (ქორწინების რეგისტრაციის ნომერი 163/2004) შეწყდა.
თ. თ-ეს წარმომადგენელმა ნ. გ-ემ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა გერმანიის მაინის გემიუნდენის საუბნო (პირველი ინსტანციის) სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 15 ნოემბრის განჩინებით თ. თ-ეს შუამდგომლობა გერმანიის მაინის გემიუნდენის საუბნო (პირველი ინსტანციის) სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებული იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ თ. თ-ეს შუამდგომლობა გერმანიის მაინის გემიუნდენის საუბნო (პირველი ინსტანციის) სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
გერმანიის მაინის გემიუნდენის საუბნო (პირველი ინსტანციის) სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებით თ. თ-სა და ს. თ-ეს შორის 2004 წლის 18 მაისს ვიურცბურგის მმაჩის ბიუროს მოხელის წინაშე რეგისრტირებული ქორწინება (ქორწინების რეგისტრაციის ნომერი 163/2004) შეწყდა. საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტაციით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს კანონიერ ძალაშია შესული 2011 წლის 28 მაისიდან. ასევე, მხარეები სათანადოდ იყვნენ ინფორმირებულნი საქმის განხილვის თაობაზე და მონაწილეობდნენ საქმის განხილვაში. შუამდგომლობის ავტორის განმარტებით აღნიშნული გადაწყვეტილება აღსრულებულია გერმანიის ტერიტორიაზე.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.
გერმანიის მაინის გემიუნდენის საუბნო (პირველი ინსტანციის) სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ. თ-ეს შუამდგომლობა გერმანიის მაინის გემიუნდენის საუბნო (პირველი ინსტანციის) სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას გერმანიის მაინის გემიუნდენის საუბნო (პირველი ინსტანციის) სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება, რომლითაც თ. თ-სა და ს. თ-ეს შორის 2004 წლის 18 მაისს ვიურცბურგის მმაჩის ბიუროს მოხელის წინაშე რეგისრტირებული ქორწინება (ქორწინების რეგისტრაციის ნომერი 163/2004) შეწყდა.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე