საქმე №ა-2985-შ-76-2013 19 მაისი, 2014 წელი.
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი - ი. ე-ა
მოწინააღმდეგე მხარე - ს. ე-ვ
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს - გერმანიის აახენის უმაღლესი ინსტანციის სასამართლოს 2012 წლის 29 აგვისტოს გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გერმანიის აახენის უმაღლესი ინსტანციის სასამართლოს 2012 წლის 29 აგვისტოს გადაწყვეტილებით ს. ე-სა და ი. ე-ას შორის 2009 წლის 21 აგვისტოს დიდუბე-ჩუღურეთის მმაჩის ბიუროს გამგის მიერ რეგისტრირებული ქორწინება №02200930417 შეწყდა.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ი. ე-ამ და მოითხოვა დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით ი. ე-ას შუამდგომლობა გერმანიის აახენის უმაღლესი ინსტანციის სასამართლოს 2012 წლის 29 აგვისტოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებული იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ი. ე-ას შუამდგომლობა გერმანიის აახენის უმაღლესი ინსტანციის სასამართლოს 2012 წლის 29 აგვისტოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
გერმანიის აახენის უმაღლესი ინსტანციის სასამართლოს 2012 წლის 29 აგვისტოს გადაწყვეტილებით ს. ე-სა და ი. ე-ას შორის 2009 წლის 21 აგვისტოს დიდუბე-ჩუღურეთის მმაჩის ბიუროს გამგის მიერ რეგისტრირებული ქორწინება №02200930417 შეწყდა.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს, კანონიერ ძალაში შევიდა 2013 წლის 1 მარტს. ს. ე-ის განცხადება განხილულ იქნა ზეპირი მოსმენით, რომელშიც მონაწილეობა არ მიუღია ი. ე-ას, მაგრამ მან სასამართლოს წარუდგინა წერილობითი განცხადება, რომელშიც მიუთითა, რომ არ არის განქორწინების წინააღმდეგი. შუამდგომლობის ავტორის განცხადებით აღნიშნული გადაწყვეტილება აღსრულებულია გერმანიაში. ი. ე-ა არის საქართველოს მოქალაქე.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.
გერმანიის აახენის უმაღლესი ინსტანციის სასამართლოს 2012 წლის 29 აგვისტოს გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი. ე-ას შუამდგომლობა გერმანიის აახენის უმაღლესი ინსტანციის სასამართლოს 2012 წლის 29 აგვისტოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას გერმანიის აახენის უმაღლესი ინსტანციის სასამართლოს 2012 წლის 29 აგვისტოს გადაწყვეტილება, რომლითაც ს. ე-სა და ი. ე-ას შორის 2009 წლის 21 აგვისტოს დიდუბე-ჩუღურეთის მმაჩის ბიუროს გამგის მიერ რეგისტრირებული ქორწინება №02200930417 შეწყდა.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე