Facebook Twitter

საქმე №ა-3587-შ-95-2013 15 მაისი, 2014 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ი. მ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – შ. მ-ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს – საფრანგეთის რესპუბლიკის ბელფორის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2006 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საფრანგეთის რესპუბლიკის ბელფორის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2006 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ი. ა. ასულ ტ-ს (მეუღლის გვარი მ-ი), დაბადებულს ... წლის ... თებერვალს თბილისში (სსრკ - საქართველო) და შ. ა.ძე მ-ს, დაბადებულს ... წლის ... მაისს თბილისში (სსრკ - საქართველო) შორის რეგისტრირებული ქორწინება ორივე მხარის მიზეზით შეწყდა განქორწინებით.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ი. მ-ის წარმომადგენელმა თ. ბ-მა და მოითხოვა დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 25 ნოემბრის განჩინებით ი. მ-ის წარმომადგენელ თ. ბ-ს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან ორი დღის ვადაში დაეზუსტებინა მოთხოვნა და მიეთითებინა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას ითხოვდა თუ აღსრულებას. შუამდგომლობის ავტორმა ხარვეზი სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში გამოასწორა და მოითხოვა გადაწყვეტილების ცნობა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 15 იანვრის განჩინებით ი. მ-ის შუამდგომლობა საფრანგეთის რესპუბლიკის ბელფორის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2006 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებული იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ი. მ-ის შუამდგომლობა საფრანგეთის რესპუბლიკის ბელფორის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2006 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საფრანგეთის რესპუბლიკის ბელფორის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2006 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ი. ა. ასულ ტ-ს (მეუღლის გვარი მ-ი), დაბადებულს ... წლის ... თებერვალს თბილისში (სსრკ - საქართველო) და შ. ა. ძე მ-ს, დაბადებულს ... წლის ... მაისს თბილისში (სსრკ - საქართველო) შორის რეგისტრირებული ქორწინება ორივე მხარის მიზეზით შეწყდა განქორწინებით.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს კანონიერ ძალაშია შესული, მხარეები სათანადოდ იყვნენ ინფორმირებულნი საქმის განხილვის თაობაზე და მონაწილეობდნენ საქმის განხილვაში.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.

საფრანგეთის რესპუბლიკის ბელფორის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2006 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი. მ-ის შუამდგომლობა საფრანგეთის რესპუბლიკის ბელფორის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2006 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას საფრანგეთის რესპუბლიკის ბელფორის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2006 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომლითაც ი. ა. ასულ ტ-ს (მეუღლის გვარი მ-ი), დაბადებულს ... წლის ... თებერვალს თბილისში (სსრკ - საქართველო) და შ. ა. ძე მ-ს, დაბადებულს ... წლის ... მაისს თბილისში (სსრკ - საქართველო) შორის რეგისტრირებული ქორწინება ორივე მხარის მიზეზით შეწყდა განქორწინებით.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე