Facebook Twitter

საქმე №ა-3683-შ-98-2013 5 მაისი, 2014 წელი.

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი - ო. ე-ა, ბელარუსის რესპუბლიკის ქ. გომელის ცენტრალური რაიონის სასამართლოს მოსამართლე ი. კ-ი

მოწინააღმდეგე მხარე - ბ. გ-ე

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს - ბელარუსის რესპუბლიკის ქ. გომელის ცენტრალური რაიონის სასამართლოს 2013 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ბელარუსის რესპუბლიკის ქ. გომელის ცენტრალური რაიონის სასამართლოს 2013 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ბ. გ-ეს (დაბადების თარიღი - ... წლის ... დეკემბერი) ო. ე-ას სასარგებლოდ არასრულწლოვანი შვილების - ... წლის ... მაისს დაბადებული დ. და ... წლის ... ივლისს დაბადებული ა. სარჩენად დაეკისრა ალიმენტის - ხელფასის ან სხვა სახის შემოსავლის 33%-ის გადახდა 2013 წლის 4 აპრილიდან ბავშვების სრულწლოვანებამდე. ამასთან ყოველთვიური ალიმენტის მინიმალური ოდენობა არ უნდა იყოს საშუალოდ მოსახლეობის ერთ სულზე დადგენილი საარსებო მინიმუმის ბიუჯეტის 75%-ზე ნაკლები. ასევე, ბ. გ-ეს სახელმწიფო ბაჟის სახით დაეკისრა 980 600 რუბლის გადახდა.

ო. ე-ამ და ბელარუსის რესპუბლიკის ქ. გომელის ცენტრალური რაიონის სასამართლოს მოსამართლე ი. კ-მა შუამდგომლობებით მომართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვეს ბელარუსის რესპუბლიკის ქ. გომელის ცენტრალური რაიონის სასამართლოს 2013 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 6 დეკემბრის განჩინებით ო. ე-სა და ბელარუსის რესპუბლიკის ქ. გომელის ცენტრალური რაიონის სასამართლოს მოსამართლე ი. კ-ის შუამდგომლობები ბელარუსის რესპუბლიკის ქ. გომელის ცენტრალური რაიონის სასამართლოს 2013 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებული იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ო. ე-სა და ბელარუსის რესპუბლიკის ქ. გომელის ცენტრალური რაიონის სასამართლოს მოსამართლე ი. კ-ის შუამდგომლობები ბელარუსის რესპუბლიკის ქ. გომელის ცენტრალური რაიონის სასამართლოს 2013 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

ბელარუსის რესპუბლიკის ქ. გომელის ცენტრალური რაიონის სასამართლოს 2013 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ბ. გ-ეს (დაბადების თარიღი - ... წლის ... დეკემბერი) ო. ე-ას სასარგებლოდ არასრულწლოვანი შვილების - ... წლის ... მაისს დაბადებული დ. და ... წლის ... ივლისს დაბადებული ა. სარჩენად დაეკისრა ალიმენტის - ხელფასის ან სხვა სახის შემოსავლის 33%-ის გადახდა 2013 წლის 4 აპრილიდან ბავშვების სრულწლოვანებამდე. ამასთან ყოველთვიური ალიმენტის მინიმალური ოდენობა არ უნდა იყოს საშუალოდ მოსახლეობის ერთ სულზე დადგენილი საარსებო მინიმუმის ბიუჯეტის 75%-ზე ნაკლები. ასევე, ბ. გ-ეს სახელმწიფო ბაჟის სახით დაეკისრა 980 600 რუბლის გადახდა.

წარმოდგენილი საქმის მასალებით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს კანონიერ ძალაში შევიდა 2013 წლის 21 ოქტომბერს და ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა. ასევე, მოპასუხე სათანადოდ იყო ინფორმირებული საქმის განხილვის თაობაზე.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. ამდენად, ბელარუსის რესპუბლიკის ქ. გომელის ცენტრალური რაიონის სასამართლოს 2013 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ო. ე-სა და ბელარუსის რესპუბლიკის ქ. გომელის ცენტრალური რაიონის სასამართლოს მოსამართლე ი. კ-ის შუამდგომლობები ბელარუსის რესპუბლიკის ქ. გომელის ცენტრალური რაიონის სასამართლოს 2013 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად ბელარუსის რესპუბლიკის ქ. გომელის ცენტრალური რაიონის სასამართლოს 2013 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომლითაც ბ. გ-ეს (დაბადების თარიღი - ... წლის ... დეკემბერი) ო. ე-ას სასარგებლოდ არასრულწლოვანი შვილების - ... წლის ... მაისს დაბადებული დ. და ... წლის ... ივლისს დაბადებული ა. სარჩენად დაეკისრა ალიმენტის - ხელფასის ან სხვა სახის შემოსავლის 33%-ის გადახდა 2013 წლის 4 აპრილიდან ბავშვების სრულწლოვანებამდე. ამასთან ყოველთვიური ალიმენტის მინიმალური ოდენობა არ უნდა იყოს საშუალოდ მოსახლეობის ერთ სულზე დადგენილი საარსებო მინიმუმის ბიუჯეტის 75%-ზე ნაკლები. ასევე, ბ. გ-ეს სახელმწიფო ბაჟის სახით დაეკისრა 980 600 რუბლის გადახდა

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ.ქათამაძე