Facebook Twitter

საქმე №ა-3909-შ-100-2013 13 მაისი, 2014 წელი.

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი - ნ. ო-ი

მოწინააღმდეგე მხარე - ვ. ა-ო

განჩინება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს - იტალიის რესპუბლიკის ფლორენციის სასამართლოს 2012 წლის 20 აპრილის განჩინება

დავის საგანი – შვილად აყვანა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

იტალიის რესპუბლიკის ფლორენციის სასამართლოს 2012 წლის 20 აპრილის განჩინებით დაკმაყოფილდა მოთხოვნა და განხორციელდა ნ. ო-ის, დაბადებული თბილისში, საქართველო, ..., მცხოვრები კოლე ვალ დ’ელსაში, კ-ოს ქ. №56, შვილად აყვანა ვ. ა-ოს მიერ, დაბადებული სტაძემაში, ..., მცხოვრები კასტელფიორენტინოში, ვალ დ’ორლოს ქ. №30. ამასთან შვილად ასაყვანი პირი იღებს მშვილებლის გვარს და მას თავისი საკუთარი გვარის წინ დაასახელებს.

ნ. ო-მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა იტალიის რესპუბლიკის ფლორენციის სასამართლოს 2012 წლის 20 აპრილის განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 27 დეკემბრის განჩინებით ნ. ო-ის შუამდგომლობა იტალიის რესპუბლიკის ფლორენციის სასამართლოს 2012 წლის 20 აპრილის განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებული იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ნ. ო-ის შუამდგომლობა იტალიის რესპუბლიკის ფლორენციის სასამართლოს 2012 წლის 20 აპრილის განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

იტალიის რესპუბლიკის ფლორენციის სასამართლოს 2012 წლის 20 აპრილის განჩინებით დაკმაყოფილდა მოთხოვნა და განხორციელდა ნ. ო-ის, დაბადებული თბილისში, საქართველო, ..., მცხოვრები კოლე ვალ დ’ელსაში, კ-ოს ქ. №56, შვილად აყვანა ვ. ა-ოს მიერ, დაბადებული სტაძემაში, ..., მცხოვრები კასტელფიორენტინოში, ვალ დ’ორლოს ქ. №30. ამასთან შვილად ასაყვანი პირი იღებს მშვილებლის გვარს და მას თავისი საკუთარი გვარის წინ დაასახელებს. საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტაციით დასტურდება, რომ განჩინება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს კანონიერ ძალაშია შესული, რადგან კანონით გათვალისწინებული ვადის გასვლის გამო გასაჩივრებას არ ექვემდებარება. ასევე, მხარეები სათანადოდ იყვნენ ინფორმირებულნი საქმის განხილვის თაობაზე და მონაწილეობდნენ საქმის განხილვაში. ფლორენციის რაიონის ქალაქ კასტელფიორენტინოს დემოგრაფიული სამსახურის ოჯახური მდგომარეობის შესახებ ჩანაწერით დასტურდება, რომ აღნიშნული განჩინება აღსრულებულია იტალიის რესპუბლიკაში. შუამდგომლობის ავტორმა ასევე წარმოადგინა ვ. ა-ოს სათანადო წესით დამოწმებული თანხმობა, რომლიდანაც ირკვევა მოწინააღმდეგე მხარის ინფორმირებულობა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს უზენაეს სასამართლოში იხილება ნ. ო-ის შუამდგომლობა შვილად აყვანის თაობაზე ფლორენციის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ და ვ. ა-ო თანახმაა უზენაესმა სასამართლომ ცნოს აღნიშნული განჩინება.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.

იტალიის რესპუბლიკის ფლორენციის სასამართლოს 2012 წლის 20 აპრილის განჩინება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. ო-ის შუამდგომლობა იტალიის რესპუბლიკის ფლორენციის სასამართლოს 2012 წლის 20 აპრილის განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას იტალიის რესპუბლიკის ფლორენციის სასამართლოს 2012 წლის 20 აპრილის განჩინება, რომლითაც დაკმაყოფილდა მოთხოვნა და განხორციელდა ნ. ო-ის, დაბადებული თბილისში, საქართველო, ..., მცხოვრები კოლე ვალ დ’ელსაში, კ-ოს ქ. №56, შვილად აყვანა ვ. ა-ოს მიერ, დაბადებული სტაძემაში, ..., მცხოვრები კასტელფიორენტინოში, ვალ დ’ორლოს ქ. №30. ამასთან შვილად ასაყვანი პირი იღებს მშვილებლის გვარს და მას თავისი საკუთარი გვარის წინ დაასახელებს.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე