საქმე№ა-4028-შ-106-2013 19 მაისი, 2014 წელი.
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი - ქ. კ-რ-ი
მოწინააღმდეგე მხარე - მ. დ-ი რ-ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს - ამერიკის შეერთებული შტატების ტეხასის შტატის კოლინის ოლქის 429-ე სასამართლო ოლქის 2013 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება (საქმე №429-55334-2012)
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ამერიკის შეერთებული შტატების ტეხასის შტატის კოლინის ოლქის 429-ე სასამართლო ოლქის 2013 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებით (საქმე №429-55334-2012) მოსარჩელე ქ. კ-რ-ი და მოპასუხე მ. დ-ი რ-ი განქორწინდნენ და ქ. კ-რ-ს მიენიჭა შემდეგი სახელი და გვარი: ქ. კ-ე.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ქ. კ-რ-მა და მოითხოვა დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 10 თებერვლის განჩინებით ქ. კ-რ-ის შუამდგომლობა ამერიკის შეერთებული შტატების ტეხასის შტატის კოლინის ოლქის 429-ე სასამართლო ოლქის 2013 წლის 18 მარტის გადაწყვეტილების (საქმე №429-55334-2012) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებული იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ქ. კ-რ-ის შუამდგომლობა ამერიკის შეერთებული შტატების ტეხასის შტატის კოლინის ოლქის 429-ე სასამართლო ოლქის 2013 წლის 18 მარტის გადაწყვეტილების (საქმე №429-55334-2012) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
ამერიკის შეერთებული შტატების ტეხასის შტატის კოლინის ოლქის 429-ე სასამართლო ოლქის 2013 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებით (საქმე №429-55334-2012) მოსარჩელე ქ. კ-რ-ი და მოპასუხე მ. დ-ი რ-ი განქორწინდნენ და ქ. კ-რ-ს მიენიჭა შემდეგი სახელი და გვარი: ქ. კ-ე.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს კანონიერ ძალაშია შესული, რადგან ადგილი არ ქონდა აპელაციის შესახებ განცხადების წარდგენას. ასევე, მხარეები სათანადოდ იყვნენ ინფორმირებულნი საქმის განხილვის თაობაზე და მონაწილეობდნენ საქმის განხილვაში. შუამდგომლობის ავტორის განცხადებით აღნიშნული გადაწყვეტილება აღსრულებულია აშშ-ში.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.
ამერიკის შეერთებული შტატების ტეხასის შტატის კოლინის ოლქის 429-ე სასამართლო ოლქის 2013 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება (საქმე №429-55334-2012) საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. კ-რ-ის შუამდგომლობა ამერიკის შეერთებული შტატების ტეხასის შტატის კოლინის ოლქის 429-ე სასამართლო ოლქის 2013 წლის 18 მარტის გადაწყვეტილების (საქმე №429-55334-2012) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას ამერიკის შეერთებული შტატების ტეხასის შტატის კოლინის ოლქის 429-ე სასამართლო ოლქის 2013 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება (საქმე №429-55334-2012), რომლითაც მოსარჩელე ქ. კ-რ-ი და მოპასუხე მ. დ-ი რ-ი განქორწინდნენ და ქ. კ-რ-ს მიენიჭა შემდეგი სახელი და გვარი: ქ. კ-ე.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე