Facebook Twitter

საქმე №ა-80-შ-3-2014 19 მაისი, 2014 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ვ. ყ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – გ. პ-ი

განაჩენი, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს – გერმანიის მიუნხენის I ინსტანციის სასამართლოს 2005 წლის 15 ნოემბრის განაჩენი

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გერმანიის მიუნხენის I ინსტანციის სასამართლოს 2005 წლის 15 ნოემბრის განაჩენით შეწყვეტილი იქნა 15.03.2000 წ. თბილისის/საქართველო მმაჩის განყოფილების (ქორწინების რეგისტრაციის სააქტო ჩანაწერი №310) თანამშრომლის მიერ მხარეთა შორის რეგისტრირებული ქორწინება.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ვ. ყ-მა და მოითხოვა დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 4 თებერვლის განჩინებით ვ. ყ-ის შუამდგომლობა გერმანიის მიუნხენის I ინსტანციის სასამართლოს 2005 წლის 15 ნოემბრის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებული იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ვ. ყ-ის შუამდგომლობა გერმანიის მიუნხენის I ინსტანციის სასამართლოს 2005 წლის 15 ნოემბრის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

გერმანიის მიუნხენის I ინსტანციის სასამართლოს 2005 წლის 15 ნოემბრის განაჩენით შეწყვეტილი იქნა 15.03.2000 წ. თბილისის/საქართველო მმაჩის განყოფილების (ქორწინების რეგისტრაციის სააქტო ჩანაწერი №310) თანამშრომლის მიერ მხარეთა შორის რეგისტრირებული ქორწინება.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით დასტურდება, რომ განაჩენი, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს კანონიერ ძალაშია შესული 2005 წლის 15 ნოემბრიდან. ასევე, მხარეები სათანადოდ იყვნენ ინფორმირებულნი საქმის განხილვის თაობაზე და მონაწილეობდნენ საქმის განხილვაში. ვ. ყ-ის განცხადებით აღნიშნული განაჩენი აღსრულებულია გერმანიაში.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.

გერმანიის მიუნხენის I ინსტანციის სასამართლოს 2005 წლის 15 ნოემბრის განაჩენი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ვ. ყ-ის შუამდგომლობა გერმანიის მიუნხენის I ინსტანციის სასამართლოს 2005 წლის 15 ნოემბრის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას გერმანიის მიუნხენის I ინსტანციის სასამართლოს 2005 წლის 15 ნოემბრის განაჩენი, რომლითაც შეწყვეტილი იქნა 15.03.2000 წ. თბილისის/საქართველო მმაჩის განყოფილების (ქორწინების რეგისტრაციის სააქტო ჩანაწერი №310) თანამშრომლის მიერ ვ. ყ-სა და გ. პ-ს შორის რეგისტრირებული ქორწინება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე