№ას-720-689-2014 29 ივლისი, 2014 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი _ შპს „კ-ი“
მოწინააღმდეგე მხარე _ სს „ს. ბ-ი“
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 8 მაისის გადაწყვეტილება
დავის საგანი _ ფულადი ვალდებულების შესრულება, პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეტა კოლეგიის 2013 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილებით სს ,,ს. ბ-ის” სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. საკრედიტო ხაზით მომსახურების შესახებ 22.03.2006წ. №543048 ხელშეკრულების შემადგენელი 2010 წლის 18 ივნისის №543048-746397 საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე შპს ,,კ-ს’’, თ. მ-ს, ა. ქ-ას, ა. ბ-ს და შპს ,,ე. კ-ს” სს ,,ს. ბ-ის” სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისრათ 588484,09 ლარი (ძირითადი თანხა – 454001,09 ლარი, პროცენტი – 131483 ლარი, პირგასამტეხლო – 3000 ლარი), რომელშიც შპს ,,ე. კ-ის” სოლიდარული პასუხისმგებლობის ფარგლები განისაზღვრა 470000 ლარით. სს ,,ს. ბ-ს” უარი ეთქვა საკრედიტო ხაზით მომსახურების შესახებ 22.03.2006წ. №543048 ხელშეკრულების შემადგენელი 2010 წლის 18 ივნისის №543048-746397 საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე შპს ,,კ-ის’’, თ. მ-ის, ა. ქ-ას, ა. ბ-ის და შპს ,,ე. კ-ისათვის” პირგასამტეხლოს სახით 68555,24 ლარის დაკისრებაზე. საკრედიტო ხაზით მომსახურების შესახებ 22.03.2006წ. №543048 ხელშეკრულების შემადგენელი 2010 წლის 22 დეკემბრის №543048-813804 საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე შპს ,,კ-ს’’, თ. მ-ს, ა. ქ-ას, ა. ბ-ს და შპს ,,ე. კ-ს” სს ,,ს. ბ-ის” სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისრათ 65685,58 ლარი (ძირითადი თანხა – 51313,72 ლარი, პროცენტი – 14071,86 ლარი, პირგასამტეხლო – 300 ლარი), რომელშიც შპს ,,ე. კ-ის” სოლიდარული პასუხისმგებლობის ფარგლები განისაზღვრა 60000 ლარით. სს ,,ს. ბ-ს” უარი ეთქვა საკრედიტო ხაზით მომსახურების შესახებ 22.03.2006წ. №543048 ხელშეკრულების შემადგენელი 2010 წლის 22 დეკემბრის #543048-813804 საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე შპს ,,კ-ის’’, თ. მ-ის, ა. ქ-ას, ა. ბ-ის და შპს ,,ე. კ-ისათვის” პირგასამტეხლოს სახით 6706,12 ლარის დაკისრებაზე. დაკისრებული თანხის დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცა: ქ.თბილისში, გ-ის მე-19 კმ-ზე მდებარე შპს ,,კ-ის” იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება ს/კ №.......; ქ.თბილისში, შ. მ-ის ქუჩა №3-ში მდებარე გ. ა-ის იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, საერთო ფართი 85,92 კვ.მ., (27/126 ნაწილი), საერთო საკუთრებაში არსებულ შესაბამის წილ მიწის ნაკვეთთან ერთად, ს/კ №.......; შპს ,,კ-ის” გირავნობით დატვირთული მოძრავი ქონება: ექსკავატორი CAT – 325 BL; ექსკავატორი O&K RH-8LC; ექსკავატორი O&K RH MH5; გრეიდერი dz-98a; ჩამტვირთავი L-34; ტრაქტორი T-130; ბულდოზერი T-170. თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა სრულად არ დაფარავს მოთხოვნას, სს ,,ს. ბ-ი” უფლებამოსილია, აღსრულება მიაქციოს შპს ,,კ-ის” სხვა ქონებაზე მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების მიზნით. გადაწყვეტილება შპს ,,კ-ის’’, ა. ბ-ის, შპს ,,ე. კ-ის” და გ. ა-ის მიმართ მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, ხოლო ა. ქ-ას და თ. მ-ის მიმართ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევაზე სს ,,ს. ბ-ს” ეთქვა უარი. საბანკო გარანტიის 10.08.2011წ. №P25008/11 ხელშეკრულების საფუძველზე შპს ,,კ-ს’’ სს ,,ს. ბ-ის” სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 64036 ლარი. დაკისრებული თანხის დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცა: მცხეთაში, სოფელ გ-ში, პ. მ-ში მდებარე შპს ,,კ-ის” იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება ს/კ №......... შპს ,,კ-ის” გირავნობით დატვირთული მოძრავი ქონება: მუხლუხა ტრაქტორი ჩტზ ტ-130, სახ. №BB092;სატვირთველი სტალოვა ვოლა L-34, სახ. №BB097; ბულდოზერი მუხლუხა ჩტზ ტ-170, სახ. #FF211; ბულდოზერი მუხლუხა ჩტზ ტ-170, სახ. BB209; ბულდოზერი მუხლუხა ნიუ ჰოლანდი D180LF, სახ. №OA786; თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა სრულად არ დაფარავს მოთხოვნას, სს ,,ს. ბ-ი” უფლებამოსილია, აღსრულება მიაქციოს შპს ,,კ-ის” სხვა ქონებაზე მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების მიზნით. გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. საბანკო მომსახურების შესახებ 08.04.2008წ. №GAI001357 ხელშეკრულების საკრედიტო ხაზის შემადგენელი იპოთეკური კრედიტის 2010 წლის 31 დეკემბრის №GAI001357 - 833872 ხელშეკრულების საფუძველზე ა. ბ-სა და შპს ,,კ-ს” სს ,,ს. ბ-ის” სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისრათ 189392,48 აშშ დოლარი (ძირითადი თანხა – 161125 აშშ დოლარი, პროცენტი – 27267,48 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო – 1000 აშშ დოლარი). სს ,,ს. ბ-ს” უარი ეთქვა საბანკო მომსახურების შესახებ 08.04.2008წ. №GAI001357 ხელშეკრულების საკრედიტო ხაზის შემადგენელი იპოთეკური კრედიტის 2010 წლის 31 დეკემბრის №GAI001357 - 833872 ხელშეკრულების საფუძველზე ა. ბ-ისა და შპს ,,კ-ისათვის” პირგასამტეხლოს სახით 19626,21 აშშ დოლარის დაკისრებაზე. დაკისრებული თანხის დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცა ქ.თბილისში, სოფელი ტ-ში მდებარე ა. ბ-ის იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება ს/კ........ ; ს/კ №......; ს/კ №....... თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა სრულად არ დაფარავს მოთხოვნას, სს ,,ს. ბ-ი” უფლებამოსილია, აღსრულება მიაქციოს ა. ბ-ის სხვა ქონებაზე მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების მიზნით. გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. შპს ,,კ-ის” შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სს ,,ს. ბ-ს” შპს ,,კ-ის” სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის ანაზღაურება მიუღებელი შემოსავლის სახით - 590545 ლარის და ფაქტობრივად დამდგარი ზიანის სახით - 100404 ლარის, სულ - 690949 ლარის ოდენობით. შპს ,,კ-ს” უარი ეთქვა სს ,,ს. ბ-ისათვის” 1 853 553 ლარის დაკისრებაზე.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრაეს შპს „კ-მა“, ა. ქ-ამ, გ. ა-მა, სს „ს. ბ-მა“ და მოითხოვეს მისი გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 6 მაისის გადაწყვეტილებით 1.შს „კ-ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ა. ქ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე–2 პუნქტი იმ ნაწილში, რომლითაც ა. ქ-ას საკრედიტო ხაზით მომსახურების შესახებ 22.03.2006წლის N543048 ხელშეკრულების შემადგენელი 2010 წლის 18 ივნისის N543048-746397 საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე სს ,,ს. ბ-ის” სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისრა 588484,09 ლარი (ძირითადი თანხა – 454001,09 ლარი, პროცენტი – 131483 ლარი, პირგასამტეხლო – 3000 ლარი) და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება სს „ს. ბ-ის“ სარჩელი საკრედიტო ხაზით მომსახურების შესახებ 22.03.2006წ. N543048 ხელშეკრულების შემადგენელი 2010 წლის 18 ივნისის N543048-746397 საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე ა. ქ-ასათვის სს ,,ს. ბ-ის” სასარგებლოდ სოლიდარულად 588484,09 ლარის (ძირითადი თანხა – 454001,09 ლარი, პროცენტი – 131483 ლარი, პირგასამტეხლო – 3000 ლარი) დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე–4 პუნქტი იმ ნაწილში, რომლითაც ა. ქ-ას საკრედიტო ხაზით მომსახურების შესახებ 22.03.2006წლის N543048 ხელშეკრულების შემადგენელი 2010 წლის 22 დეკემბრის N543048-813804 საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე სს ,,ს. ბ-ის” სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისრა 65685,58 ლარი (ძირითადი თანხა – 51313,72 ლარი, პროცენტი – 14071,86 ლარი, პირგასამტეხლო – 300 ლარი) და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. სს „.ს. ბ-ის“ სარჩელი საკრედიტო ხაზით მომსახურების შესახებ 22.03.2006წ. N543048 ხელშეკრულების შემადგენელი 2010 წლის 22 დეკემბრის N543048-813804 საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე ა. ქ-ასათვის სს ,,ს. ბ-ის” სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად 65685,58 ლარის (ძირითადი თანხა – 51313,72 ლარი, პროცენტი – 14071,86 ლარი, პირგასამტეხლო – 300 ლარი) დაკისრების ნაწილშიარ დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 21–ე პუნქტი იმ ნაწილში, რომლითაც ა. ქ-ას სს ,,ს. ბ-ის” სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისრა 2870,40 ლარი სარჩელზე და 150 ლარი სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების მიზნით. გ. ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სს „ს. ბ-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით შპს „კ-მა“ და მოითხოვა მისი გაუქმება მისი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 11 ივლისის განჩინებით შპს „კ-ის“ წარმომადგენელ ა. კ-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და კასატორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 8000 ლარის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.
აღნიშნული განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, შპს „კ-ის“ დირექტორ .ა ბ-ს პირადად ჩაბარდა 2014 წლის 15 ივლისს. ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „კ-ის“ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია სასამართლო შეტყობინება მხარეს ჩააბაროს აგრეთვე ტელეფონის საშუალებით. აღნიშნული ტიპის შეტყობინების ნამდვილობისათვის კანონმდებელი მოითხოვს, რომ საქმეში წარმოდგენილი იყოს სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ შედგენილი აქტი სატელეფონო შეტყობინების მხარისათვის ჩაბარების თაობაზე (სსკ-ის 73.2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი). ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილი კი ადგენს, რომ სასამართლო დამოუკიდებლად წყვეტს ადრესატს შეტყობინება რა ფორმით ჩააბაროს.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტით დასტურდება, რომ კასატორ შპს „კ-ის“ დირექტორ ა. ბ-ს პირადად ხარვეზის შევსების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2014 წლის 11 ივლისის განჩინების საფუძვლები და სარეზოლუციო ნაწილი ეცნობა სატელეფონო შეტყობინებით 2014 წლის 15 ივლისს, საქმეში მის მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე (იხ. სატელეფონო შეტყობინების აქტი, ტ.5, ს.ფ.260). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი შვიდდღიანი ვადის დენა დაიწყო 2014 წლის 16 ივლისს და ამოიწურა ამავე წლის 21 ივლისს. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია შეასრულოს მასზე დაკისრებული მოქმედება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, მისი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „კ-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე თეიმურაზ თოდრია
№ ას-720-689-2014 23 ოქტომბერი, 2015 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „ს.ბ-ი“ (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „კ-ი“ (შეგებებული სარჩელის მოსარჩელე, მოპასუხე), შპს „ე. კ-ი“, ა. ბ-ი, თ. მ-ე, ა. ქ-ა, გ. ა-ი (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 8 მაისის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი – საკრედიტო დავალიანების სოლიდარულად დაკისრება, გირავნობისა და იპოთეკის საგნების რეალიზაცია (ძირითად სარჩელში), ზიანის ანაზღაურება (შეგებებულ სარჩელში)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
სს „ს.ბ-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „კ-ის“, შპს „ე. კ-ის“, ა. ბ-ის, თ. მ-ის, გ. ა-სა და ა. ქ-ას წინააღმდეგ და მოითხოვა: ა) სს ,,ს.ბ-ის” სასარგებლოდ შპს ,,კ- ის’’, თ. მ-ის, ა. ქ-ას, ა. ბ-სა და შპს ,,ე. კ-ის” სოლიდარულად 729 431,03 ლარის დაკისრება - შპს ,,კ-ის” უძრავი ქონების მდებარე: თბილისი, გ-ის მე-..... კმ, ს/კ №.... გ. ა-ის უძრავი ქონების, მდებარე: თბილისი, შ. მ-ის ქუჩა №..., ს/კ №......; შპს ,,კ-ის” გირავნობით დატვირთული მოძრავი ქონების: ექსკავატორი CAT– 325 BL; ექსკავატორი O&K RH-8LC; ექსკავატორი O&K RH MH5; გრეიდერი dz-98ა; ჩამტვირთავი L-34; ტრაქტორი T-130; ბულდოზერი T-170 - რეალიზაციის გზით; თავდების - შპს ,,ე. კ-ის” პასუხისმგებლობის განსაზღვრა 530 000 ლარით და გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა.
ბ) სს ,,ს.ბ-ის” სასარგებლოდ შპს ,,კ- ის’’ 64 036 ლარის დაკისრება შპს ,,კ-ის” უძრავი ქონების, მდებარე: მცხეთა, სოფელი გ.პ. მ-ა, ს/კ №...; შპს ,,კ-ის” გირავნობით დატვირთული მოძრავი ქონების: მუხლუხა ტრაქტორი ჩტზ ტ-130, სახ. №…; სატვირთველი სტალოვა ვოლა L-34, სახ. №…; ბულდოზერი მუხლუხა ჩტზ ტ-170, სახ. №…; ბულდოზერი მუხლუხა ჩტზ ტ-170, სახ. …; ბულდოზერი მუხლუხა ნიუ ჰოლანდი D180LF, სახ. №… რეალიზაციის გზით; გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა.
გ) სს ,,ს.ბ-ის” სასარგებლოდ ა. ბ-სა და შპს ,,კ- ის” სოლიდარულად 209 018,69 აშშ დოლარის დაკისრება ა. ბ-ის იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების, მდებარე: თბილისი, სოფელი ტ-ა, ს/კ №....; თბილისი, სოფელი ტ-ა, ს/კ №.... თბილისი, სოფელი ტ-ა, ს/კ №.... რეალიზაციის გზით და გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და თავის მხრივ შპს „კ-მა“ შეგებებული სარჩელით მოითხოვა სს „ს.ბ-ის“ ზიანის – 2 544 502 ლარის დაკისრება.
სს „ს.ბ-მა“ შეგებებული სარჩელი არ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილებით ა) სს ,,ს.ბ-ის” სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: საკრედიტო ხაზით მომსახურების შესახებ 22.03.2006წ. N543048 ხელშეკრულების შემადგენელი 2010 წლის 18 ივნისის N543048-746397 საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე შპს ,,კ-ს’’, თ. მ-ეს, ა. ქ-ას, ა. ბ-ს და შპს ,,ე. კ-ს” სს ,,ს.ბ-ის” სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისრათ 588484,09 ლარი (ძირითადი თანხა – 454001,09 ლარი, პროცენტი – 131483 ლარი, პირგასამტეხლო – 3000 ლარი), რომელშიც შპს ,,ე. კ-ის” სოლიდარული პასუხისმგებლობის ფარგლები განისაზღვრა 470000 ლარით;
სს ,,ს.ბ-ს” უარი ეთქვა საკრედიტო ხაზით მომსახურების შესახებ 22.03.2006წ. N543048 ხელშეკრულების შემადგენელი 2010 წლის 18 ივნისის N543048-746397 საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე, შპს ,,კ-ის’’, თ. მ-ის, ა. ქ-ას, ა. ბ-სა და შპს ,,ე. კ-ის” პირგასამტეხლოს 68555,24 ლარის დაკისრებაზე;
საკრედიტო ხაზით მომსახურების შესახებ 22.03.2006წ. N543048 ხელშეკრულების შემადგენელი 2010 წლის 22 დეკემბრის N543048-813804 საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე შპს ,,კ-ს’’, თ. მ-ეს, ა. ქ-ას, ა. ბ-სა და შპს ,,ე. კ-ს” სს ,,ს.ბ-ის” სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისრათ 65685,58 ლარი (ძირითადი თანხა – 51313,72 ლარი, პროცენტი – 14071,86 ლარი, პირგასამტეხლო – 300 ლარი), რომელშიც შპს ,,ე. კ-ის” სოლიდარული პასუხისმგებლობის ფარგლები განისაზღვრა 60000 ლარით;
სს ,,ს.ბ-ს” უარი ეთქვა საკრედიტო ხაზით მომსახურების შესახებ 22.03.2006წ. N543048 ხელშეკრულების შემადგენელი 2010 წლის 22 დეკემბრის N543048-813804 საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე შპს ,,კ-ის’’, თ. მ-ის, ა. ქ-ას, ა. ბ-ის და შპს ,,ე. კ-ის” პირგასამტეხლოს 6706,12 ლარის დაკისრებაზე;
დაკისრებული თანხის დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცა:
- შპს ,,კ-ის” იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, მდებარე: თბილისი, გ.ს მე-19 კმ, ს/კ N…..
- გ. ა-ის იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, მდებარე: თბილისი, შ.მ-ის ქუჩა N..... საერთო ფართი 85,92 კვ.მ., (27/126 ნაწილი), საერთო საკუთრებაში არსებულ შესაბამის წილ მიწის ნაკვეთთან ერთად, ს/კ N...
- შპს ,,კ-ის” გირავნობით დატვირთული მოძრავი ქონება:
- ექსკავატორი ჩAთ – 325 BL;
- ექსკავატორი O&K RH-8LC;
- ექსკავატორი O&K RH MH5;
- გრეიდერი დზ-98ა;
- ჩამტვირთავი L-34;
- ტრაქტორი T-130;
- ბულდოზერი T-170.
გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა სრულად არ დაფარავდა მოთხოვნას, სს ,,ს.ბ-ი” უფლებამოსილი იყო, აღსრულება მიექცია შპს ,,კ-ის” სხვა ქონებაზე მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების მიზნით;
გადაწყვეტილება შპს ,,კ-ის’’, ა. ბ-ის, შპს ,,ე. კ-ისა” და გ. ა-ის მიმართ მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, ხოლო ა. ქ-სა და თ. მ-ის მიმართ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევაზე სს ,,ს.ბ-ს” ეთქვა უარი;
საბანკო გარანტიის 10.08.2011წ. NP25008/11 ხელშეკრულების საფუძველზე შპს ,,კ-ს’’ სს ,,ს.ბ-ის” სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 64036 ლარი;
დაკისრებული თანხის დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცა:
- შპს ,,კ-ის” იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, მდებარე: მცხეთა, სოფელი გ., პ. მ-ა, ს/კ N....
-შპს ,,კ-ის” გირავნობით დატვირთული მოძრავი ქონება:
- მუხლუხა ტრაქტორი ჩტზ ტ-130, სახ. N…;
- სატვირთველი სტალოვა ვოლა L-34, სახ. N…;
- ბულდოზერი მუხლუხა ჩტზ ტ-170, სახ. N…;
- ბულდოზერი მუხლუხა ჩტზ ტ-170, სახ. …;
- ბულდოზერი მუხლუხა ნიუ ჰოლანდი D180LF, სახ. …;
თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა სრულად არ დაფარავდა მოთხოვნას, სს ,,ს.ბ-ი” უფლებამოსილი იყო, აღსრულება მიექცია შპს ,,კ-ის” სხვა ქონებაზე მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების მიზნით.გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
საბანკო მომსახურების შესახებ 08.04.2008წ. NGAI001357 ხელშეკრულების საკრედიტო ხაზის შემადგენელი იპოთეკური კრედიტის 2010 წლის 31 დეკემბრის NGAI001357 - 833872 ხელშეკრულების საფუძველზე ა. ბ-სა და შპს ,,კ-ს” სს ,,ს.ბ-ის” სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისრათ: 189392,48 აშშ დოლარი (ძირითადი თანხა – 161125 აშშ დოლარი, პროცენტი – 27267,48 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო – 1000 აშშ დოლარი);
სს ,,ს.ბ-ს” უარი ეთქვა საბანკო მომსახურების შესახებ 08.04.2008წ. NGAI001357 ხელშეკრულების საკრედიტო ხაზის შემადგენელი იპოთეკური კრედიტის 2010 წლის 31 დეკემბრის NGAI001357 - 833872 ხელშეკრულების საფუძველზე ა. ბ-სა და შპს ,,კ- ის” პირგასამტეხლოს - 19626,21 აშშ დოლარის დაკისრებაზე;
დაკისრებული თანხის დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცა ა. ბ-ის იპოთკით დატვირთული უძრავი ქონება მდებარე:
- თბილისი, სოფელი ტ-ა, ს/კ N….
- თბილისი, სოფელი ტ-ა, ს/კ N….
- თბილისი, სოფელი ტ-ა, ს/კ N….
გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა სრულად არ დაფარავდა მოთხოვნას, სს ,,ს.ბ-ი” უფლებამოსილი იყო აღსრულება მიექცია ა. ბ-ის სხვა ქონებაზე მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების მიზნით.
გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
ბ) შპს ,,კ-ის” შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:
სს ,,ს.ბ-ს” შპს ,,კ-ის” სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის ანაზღაურება მიუღებელი შემოსავლის სახით - 590545 ლარის და ფაქტობრივად დამდგარი ზიანის სახით - 100404 ლარის, სულ - 690949 ლარის ოდენობით.
შპს ,,კ-ს” უარი ეთქვა სს ,,ს.ბ- ის” 1 853 553 ლარის დაკისრებაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სს „ს.ბ-მა“, ასევე, შპს „კ-მა“, ა. ქ-ამ და გ. ა-მა, მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 8 მაისის გადაწყვეტილებით შპს „კ-ის“ სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ა. ქ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე–2 პუნქტი იმ ნაწილში, რომლითაც ა. ქ-ას საკრედიტო ხაზით მომსახურების შესახებ 22.03.2006 წლის N543048 ხელშეკრულების შემადგენელი 2010 წლის 18 ივნისის N543048-746397 საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე, სს ,,ს.ბ-ის” სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისრა 588484,09 ლარი (ძირითადი თანხა – 454001,09 ლარი, პროცენტი – 131483 ლარი, პირგასამტეხლო – 3000 ლარი) და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, სს „ს.ბ-ის“ სარჩელი საკრედიტო ხაზით მომსახურების შესახებ 22.03.2006წ. N543048 ხელშეკრულების შემადგენელი 2010 წლის 18 ივნისის N543048-746397 საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე ა. ქ-ის სს ,,ს.ბ-ის” სასარგებლოდ სოლიდარულად 588484,09 ლარის (ძირითადი თანხა – 454001,09 ლარი, პროცენტი – 131483 ლარი, პირგასამტეხლო – 3000 ლარი) დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე–4 პუნქტი იმ ნაწილში, რომლითაც ა. ქ-ას საკრედიტო ხაზით მომსახურების შესახებ 22.03.2006 წლის N543048 ხელშეკრულების შემადგენელი 2010 წლის 22 დეკემბრის N543048-813804 საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე სს ,,ს.ბ-ის” სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისრა 65685,58 ლარი (ძირითადი თანხა – 51313,72 ლარი, პროცენტი – 14071,86 ლარი, პირგასამტეხლო – 300 ლარი) და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, სს „ს.ბ-ის“ სარჩელი საკრედიტო ხაზით მომსახურების შესახებ 22.03.2006წ. N543048 ხელშეკრულების შემადგენელი 2010 წლის 22 დეკემბრის N543048-813804 საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე ა. ქ-ის სს ,,ს.ბ-ის” სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად 65685,58 ლარის (ძირითადი თანხა – 51313,72 ლარი, პროცენტი – 14071,86 ლარი, პირგასამტეხლო – 300 ლარი) დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 21–ე პუნქტი იმ ნაწილში, რომლითაც ა. ქ-ას სს ,,ს.ბ-ის” სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისრა 2870,40 ლარი სარჩელზე და 150 ლარი სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების მიზნით. გ. ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; სს „ს.ბ-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
შპს „კ-სა“ და ა. ქ-ას სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
24.12.2008წ. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შპს „კ-ს“ შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება 4 921 212,83 ლარის ღირებულებით, რომლითაც შპს „კ-მა“ აიღო ვალდებულება შეესრულებინა ბოლნისისა და მარნეულის რაიონებში მდებარე კაზრეთის სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობის, მაგისტრალური არხის რეკონსტრუქციისა და რეაბილიტაციის, მაგისტრალური არხიდან ზედა არხის მაგისტრალური არხის წყლის გადამყვანი მილსადენის მოწყობის სამუშაოები (ტ. 2; ს.ფ. 75);
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.10.2010წ. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების თანახმად, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შპს ,,კ-ს“ 01.03.2010წ. წერილით მოსთხოვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადების დაცვა;
შპს ,,კ-სა“ და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 29.04.2010წ. წერილობითი შეთანხმებით დადგინდა, რომ შპს ,,კ-მა“ სოფლის მეურნეობის სამინისტროს აცნობა შექმნილი ფინანსური სიძნელეებისა და ცუდი მეტეოროლოგიური პირობების გამო, სამუშაოების ვადაში დასრულების შეუძლებლობის შესახებ. შედეგად სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2010 წლის 29 აპრილს შეწყვიტა 24.12.2008წ. ხელშეკრულება (ტ. 2; ს.ფ. 90);
შპს ,,კ-ან” ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ (ბენეფიციარმა) სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შპს სადაზღვევო კომპანია ,,ტ-სა” (გარანტი) და შპს ,,კ-ის” (პრინციპალის) მიმართ 1 562 912,94 ლარის სოლიდარულად ანაზღაურების მოთხოვნით. სარჩელი დაკმაყოფილდა გარანტის - შპს სადაზღვევო კომპანია ,,ტ-ოს” მიმართ. დაკისრებული თანხიდან 1 415 252,94 ლარი იყო 24.12.2009წ. შპს სადაზღვევო კომპანია ,,ტ-ს” მიერ გაცემული N0479/09 საავანსო გადახდის საბანკო გარანტიის ფარგლებში შპს ,,კ-ის” მიერ დასაბრუნებელი თანხა, ხოლო 147 660 ლარი - 29.12.2009წ. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით გაცემული N0478/09 საბანკო გარანტიის ფარგლებში დასაბრუნებელი თანხა. (ტ. 2; ს.ფ. 103-114);
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.10.2010წ. N3ბ/1694-10 გადაწყვეტილებით, შპს სადაზღვევო კომპანია ,,ტ-ს” სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სასარგებლოდ შპს სადაზღვევო კომპანია ,,ტ-ს” 24.12.2009წ. N0478/09 საბანკო გარანტიის ფარგლებში, 147 660 ლარის ნაცვლად, დაეკისრა - 100 404 ლარის გადახდა, ხოლო 1 415 252,94 ლარის შპს სადაზღვევო კომპანია ,,ტ-ის” დაკისრების ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი. სულ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სასარგებლოდ შპს სადაზღვევო კომპანია ,,ტ-ს” დაეკისრა - 1 525 565,49 ლარის გადახდა (ტ. 3; ს.ფ. 210-229);
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.01.2011წ. Nბს-1855-1809 (კ-10) განჩინებით შპს სადაზღვევო კომპანია ,,ტ-ს” საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.10.2010წ. N3ბ/1694-10 გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად (ტ. 3; ს.ფ. 230-231);
შპს სადაზღვევო კომპანია ,,ტ-მ” 15.03.2011წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შპს ,,კ-სა” და ა. ბ-ის მიმართ საბანკო გარანტიების საფუძველზე წარმოშობილი რეგრესული ანაზღაურებისა და საბანკო გარანტიის საზღაურის სოლიდარულად გადახდის მოთხოვნით. სასამართლოს 18.05.2011წ. N2/2544-11 განჩინებით მხარეთა შორის დამტკიცდა მორიგება 1 953 957 ლარის 24 თვის განმავლობაში ყოველთვიურად გადახდის თაობაზე (ტ. 2; ს.ფ. 119-123);
სააპელაციო პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 134–ე, მე-4 მუხლებზე, ამავე კოდექსის 102–ე მუხლის მე–3 ნაწილზე და განმარტა, რომ მტკიცების ტვირთის სამართლიანი განაწილების პრინციპის გათვალისწინებით, შპს „კ-ი“ თავად იყო ვალდებული სათანადო გარემოებებსა და მტკიცებულებებზე მითითებით ემტკიცებინა ის გარემოება, რომ 1 415 252,94 ლარი არ წარმოადგენდა სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის დასაბრუნებელ თანხას და აღნიშნული თანხაც, ისევე, როგორც 24.12.2009წ. N0478/09 საბანკო გარანტიის ფარგლებში დაკისრებული - 100 404 ლარი წარმოადგენდა ზიანს, რომელიც შპს „კ-მა“ სს „ს.ბ-ის“ ბრალეული ქმედების შედეგად განიცადა. აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები კი, აპელანტის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 1 415 252,94 ლარი წარმოადგენდა შპს სადაზღვევო კომპანია ,,ტ-ს” მიერ 4.12.2009 წელს გაცემული N0479/09 საავანსო გადახდის საბანკო გარანტიის ფარგლებში შპს ,,კ-ის” მიერ დასაბრუნებელ თანხას, რომელიც, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ვერ შეფასდებოდა როგორც ზიანი, შესაბამისად, მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ამ ნაწილში შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე არ შეიცავდა სამოქალქო საპროცესო კოდექსის 393–ე, 394–ე მუხლებით გათვალისწინებულ გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლებს, რის გამოც შპს „კ-ს“ სააპელაციო საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაკმაყოფილებას არ ექვემდებარებოდა.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ შპს „კ-ი“ და ა. ქ-ა სააპელაციო საჩივრით სადავოდ ხდიდნენ ა. ქ-ას მიმართ თავდებობის ხელშეკრულებასაც და, შესაბამისად, როგორც თავდები პირის, სოლიდარულ პასუხისმგებლობას შპს „კ-სა“ და სს „ს.ბ-ს“ შორის არსებული საკრედიტო ურთიერთობიდან გამომდინარე.
აღნიშნულ საკითხთან მიმართებით, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
23.07.2004 წ. სს ,,ს.ბ-ს’’ და შპს ,,კ-ს” შორის გაფორმდა საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ ხელშეკრულება 01.01.2005 წლამდე ვადით. ხელშეკრულების 5.2 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაგრძელებულად ითვლებოდა მომდევნო წელს, თუ არცერთი მხარე არ განაცხადებდა მისი მოშლის შესახებ. ხელშეკრულება მოშლილი არ არის და მოქმედია საქმის განხილვის დროსაც (ტ. 2; ს.ფ. 21);
22.03.2006 წელს სს ,,ს.ბ-ს’’ და შპს ,,კ-ს” შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულება N543048, რომლითაც განისაზღვრა საკრედიტო ლიმიტი 500 000 აშშ დოლარით, 120 თვის ვადით, წლიური 3-24% სარგებლის გადახდით (ტ. 1; ს.ფ. 11);
22.12.2010 წ. დასახელებულ ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება, კერძოდ, ხელშეკრულების 2.2.6 ქვეპუნქტს (არსებით პირობას) დაემატა მე-4 ნაწილი, რომლის მიხედვით: ,,კლიენტი იღებს ვალდებულებას, ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში (მოთხოვნით განსაზღვრულ ვადაში) ბანკთან გააფორმოს მოქმედ ან ახალ გენერალურ საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების ფარგლებში შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულებები, რომლითაც გათვალისწინებულ კრედიტის თანხას ბანკი მიმართავს საკუთარი შეხედულებისამებრ კლიენტის ბანკის წინაშე არსებული ნებისმიერი ვალდებულების დასაფარად”. ხელშეკრულებას, ასევე, დაემატა 3.5 და 10.4 ქვეპუნქტები, რომელთა მიხედვითაც, მხარები შეთანხმდნენ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევაზე (ტ. 1; ს.ფ. 17);
22.03.2006 წ. თ. მ-ემ და ა. ქ-ამ სოლიდარული თავდებობის შესახებ წერილობითი განცხადებებით მიმართეს სს ,,ს.ბ-ს” საკრედიტო ხაზით მომსახურების 22.03.2006წ. N543048 ხელშეკრულებით შპს ,,კ-ის” მიერ ნაკისრი ვალდებულების სრულად შესრულების თაობაზე. განცხადებები იმავე დღეს ჩაბარდა ბანკის წარმომადგენელს. თავდებობის ზღვრული თანხა განისაზღვრა იმ ვალდებულებების ჯამით, რომელშიც შედის ძირითადი ვალი, პროცენტი, პირგასამტეხლო, ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტით მიყენებული ზიანი, სასამართლო ხარჯები (ტ. 1; ს.ფ. 26-27);
17.07.2009 წელს შპს ,,კ-მა“ წერილობით აცნობა სს ,,ს.ბ-ს“ ა. ქ-ას მიერ მისი კუთვნილი 50% წილის ა. ბ-ის სახელზე გასხვისების, საწარმოს პარტნიორობიდან გასვლისა და ამ ცვლილების სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის განხორციელების თაობაზე, ამავდროულად აღნიშნული საფუძვლით შპს ,,კ-მა“ ბანკისაგან მოითხოვა ა. ქ-ას მიერ შპს ,,კ-ის“ სახელზე გაცემული ყველა ვალდებულების გაუქმება (ტ. 1; ს.ფ. 352; ტ. 2; ს.ფ. 236-237);
შპს ,,კ-ის“ დირექტორმა ა. ბ-მა საქმის სასამართლო განხილვისას განმარტა, რომ წერილში მითითებული ვალდებულების გაუქმებაში იგულისხმებოდა ა. ქ-ას მიერ 22.03.2006წ. გაფორმებული სოლიდარული თავდებობის შესახებ განცხადების გაუქმება (ტ. 1; ს.ფ. 27);
ამ საკითხთან დაკავშირებით, სს ,,ს.ბ-ის” წარმომადგენელმა საქმის ზეპირი მოსმენის დროს დაადასტურა, რომ შპს ,,კ-ის” წერილი ჩაბარდათ, თუმცა წერილობითი პასუხი არ გაუციათ, ამასთან განმარტა, რომ შპს ,,კ-ს” იმ პერიოდისათვის გააჩნდა საკრედიტო ვალდებულება და ა. ქ-ას თავდებობისაგან განთავისუფლებისათვის საჭირო იყო ბანკის წერილობითი თანხმობა, რაც ბანკს არ გაუცია (ტ. 2; ს.ფ. 236);
16.10.2009 წელს ა. ბ-მა სოლიდარული თავდებობის შესახებ წერილობითი განცხადებით (N543048) მიმართა სს ,,ს.ბ-ს” საკრედიტო ხაზით მომსახურების 22.03.2006წ. N543048 ხელშეკრულებით შპს ,,კ-ის” მიერ ნაკისრი ვალდებულების სრულად შესრულების თაობაზე, რომელშიც შედიოდა კრედიტის ძირითადი თანხა, პროცენტი, პირგასამტეხლო, ბანკისათვის მიყენებული ზიანი, სასამართლო ხარჯები. თავდების პასუხისმგებლობის ზღვარი განისაზღვრა 1 მლნ აშშ დოლარით. განცხადება იმავე დღეს ჩაბარდა ბანკის წარმომადგენელს (ტ. 1; ს.ფ. 24). ა. ბ-მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მის მიერ სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულების გაფორმება სწორედ იმ მიზეზით იყო გამოწვეული, რომ შპს ,,კ-ის“ 17.07.2009 წლის წერილის საფუძველზე მან მიიჩნია, რომ ა. ქ-ა ბანკმა გაათავისუფლა სოლიდარული თავდებობისაგან.
სააპელაციო პალატამ ნაწილობრივ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა, რომ ა.ქ-ას, თ.მ-სა და შპს „კ-ის“ წერილობითი განცხადებები სოლიდარული თავდებობის შესახებ, თავისი შინაარსით არა მხოლოდ განცხადებებს, არამედ თავდებობის ხელშეკრულებებს წარმოადგენდნენ, რომლებიც დაიდო საკრედიტო ხაზით მომსახურების შესახებ 22.03.2006წ. N543048 ხელშეკრულებისა და მის ფარგლებში გაფორმებული შემადგენელი ხელშეკრულებების უზრუნველყოფის მიზნით. თუმცა არ გაიზიარა სასამართლოს მოსაზრება, რომ ხელშეკრულებებში მითითებული იყო თავდებობის მაქსიმალური ზღვრული თანხა. პალატის აზრით, მოცემულ შემთხვევაში სადავო იყო ა. ქ-ას თავდებობის მაქსიმალური ზღრული თანხის მითითების საკითხი, კერძოდ: თავდებობის განცხადებებში მითითებულია, რომ თავდებები სრულად აგებენ პასუხს ბანკის წინაშე და კისრულობენ ვალდებულებას ძირითადი მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში სრულად დაფარონ კრედიტის ძირითადი თანხა, პროცენტი, პირგასამტეხლო იმ მოცულობით, რასაც ბანკი მოითხოვს ამ თავდებობის ფარგლებში. თავდებობა განხორციელებულია ძირითად მოვალესთან ურთიერთშეთანხმებით დავალების ხელშეკრულებისა და, ასევე, დაუვალებლად სხვისი საქმეების წარმართვის გარეშე. შპს ,,ე. კ-ის” თავდებობის ხელშეკრულებაში თავდებობის ზღვრული თანხა კონკრეტულად არის მითითებული. ა. ბ-ის თავდებობის ხელშეკრულებებში კი მითითებულია, რომ თავდებობის ზღვრული თანხა არის 1.4 პუნქტში მითითებული თანხის ორმაგი ოდენობა, ხოლო თ. მ-ის და ა. ქ-ას თავდებობის ხელშეკრულებებში აღნიშნულია, რომ თავდებობის ზღვრული თანხაა ჯამი იმ ვალდებულებებისა, რომელშიც შედის ძირითადი ვალი, პროცენტი და პირგასამტეხლო, რაც დაწესებულია საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, ასევე, საკრედიტო ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტით მიყენებული ზიანი და სასამართლო ხარჯები (ტ. 1; ს.ფ. 24-30);
სააპელაციო პალატამ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 892-ე მუხლზე, ამავე კოდექსის 898-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და დადგენილად მიიჩნია, რომ, მართალია, საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტი (ტ.1.ს.ფ.27) გაფორმებულია წერილობითი ფორმით, ასევე გამოხატულია თავდების ნება იმის შესახებ, რომ იგი თანხამაა, იკისროს პასუხისმგებლობა კრედიტორის წინაშე მოპასუხის ვალდებულებისათვის, თუმცა დოკუმენტში მითითებული არაა კონკრეტული–რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის ოდენობა, რომლის ფარგლებშიც იკისრა ა.ქ-ამ პასუხისმგებლობა. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ 22.03.2006 წ. ა. ქ-ას სოლიდარული თავდებობის შესახებ წერილობითი განცხადებები, არ შეიცავდა თავდებობის ხელშეკრულების ნამდვილობისათვის სამოქალაქო კოდექსის 892–ე მუხლით განსაზღვრულ თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითებას. აღნიშნული გარემოება, კი პალატის მოსაზრებით, უნდა შეფასებულიყო იმგვარად, რომ 22.03.2006 წელს ა. ქ-ას წერილობითი განცხადება, თავისი ფორმით არ წარმოადგენდა სოლიდარული თავდებობის შესახებ შეთანხმებას, რომლის საფუძველზეც, მას სოლიდარული პასუხისმგებლობა უნდა დაკისრებოდა.
სააპელაციო პალატის მითითებით, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ 22.03.2006წ. საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულებით ა. ქ-ის ცნობილი იყო, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრებოდა შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულებით, რაც შეესაბამება სამომავლო ვალდებულებისათვის თავდებობის გამოყენების სამოქალაქო კოდექსის 891.2 მუხლით დადგენილ მოთხოვნას.
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 903-ე მუხლით და განმარტა, რომ ამ ნორმის შინაარსობლივი ანალიზის მიხედვით, თავდებობა შეიძლება იყოს უვადოც (1-ლი ნაწილი) და ვადიანიც (მე-2 ნაწილი). თუ თავდებობა ვადიანია, მაშინ იგი წყდება ამ ვადის გასვლით, თუმცა, 903.2 მუხლის თანახმად, თავდებს შეუძლია ვადიანი თავდებობის შეწყვეტა მოითხოვოს ვადის გასვლამდეც, მაგრამ ამისათვის აუცილებელია გასული იყოს 5 წელი თავდებობის ხელშეკრულების დადებიდან და თავდებმა უნდა დაიცვას შეწყვეტის სამთვიანი ვადა, ანუ ვადიანი თავდებობის დროს ამ ვადის გასვლამდე თავდებს თავდებობის შეწყვეტის უფლება არ აქვს.
ა. ქ-ას შემთხვევაში სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მისი თავდებობის ვადა შპს ,,კ-ის” მიმართ განისაზღვრებოდა თავდებობის გაცემის თარიღიდან, 22.03.2006 წლიდან, შპს ,,კ-ის” მიერ საკრედიტო ხაზით მომსახურების შესახებ ხელშეკრულებით ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულების სრულად შესრულებამდე, რაც გულისხმობდა არა მხოლოდ საკუთრივ საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულებას, არამედ მის ფარგლებში დადებულ შემადგენელ საკრედიტო ხელშეკრულებებსაც (ტ. 1; ს.ფ. 27);
საქალაქო სასამართლოს მიერ მითითებული არგუმენტი, რაც საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ა. ქ-ას თავდებობის პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლებაზე უარს დაედო საფუძვლად, რომ თავდებობის ხელშეკრულების მხარედ ა. ქ-ა იყო, როგორც ფიზიკური პირი და არა, როგორც შპს „კ-ის“ პარტნიორი და საზოგადოებაში მისი წილის გასხვისება თავდებობის შეწყვეტის საფუძველი ვერ გახდებოდა, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა და სამოქალაქო კოდექსის 52–ე მუხლზე მითითებით აღნიშნა, რომ ა. ქ-ა, 2006 წლის 22 მარტის თავდებობის ხელშეკრულებით, თუკი ის კანონით დადგენილი ფორმით დადებულად მიიჩნევა, სოლიდარულ თავდებად დაუდგა შპს „კ-ს“ სს „ს.ბ-ის“ წინაშე ნაკისრ საკრედიტო ვალდებულებებზე, როგორც საზოგადოების პარტნიორი, შესაბამისად, ა. ბ-მა, როგორც საწარმოს ახალმა დირექტორმა საწარმოს სარეგიტრაციო მონაცემებში განხორცილებილი ცვლილებების თაობაზე მიაწოდა რა კრედიტორს ინფორმაცია, ამავდროულად მოითხოვა ყოფილი პარტნიორის ვალდებულებისაგან განთავისუფლება. ამდენად, შპს „კ-ის“ დირექტორის 17.07.2009 წლის წერილით გამოხატული ნება, ა. ქ-ას, როგორც ყოფილი დამფუძნებლის შპს „კ-ის“ სახელზე გაცემული ყველა ვალდებულებისაგან განთავისუფლების თაობაზე, უნდა ჩათვლილიყო ა.ქ-ას, როგორც საზოგადოების ყოფილი პარტნიორის ნამდვილ–იურიდიულად ვარგის ნებად.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 903-ე მუხლის თანახმად, ა. ქ-ან გაფორმებული თავდებობის ხელშეკრულების ვადიან თავდებობის ხელშეკრულებად შეფასებისა და თავდების მიერ ვადიანი თავდებობის ვადის გასვლამდე შეწყვეტის მოთხოვნის თაობაზე, რომლისთვისაც აუცილებელია გასული იყოს 5 წელი თავდებობის ხელშეკრულების დადებიდან და თავდებმა უნდა დაიცვას შეწყვეტის სამთვიანი ვადა, ანუ ვადიანი თავდებობის დროს ამ ვადის გასვლამდე თავდებს თავდებობის შეწყვეტის უფლება არ აქვს. ა. ქ-ას შემთხვევაში, სასამართლომ მიიჩნია, რომ თავდებობის ვადა შპს ,,კ-ის” მიმართ განისაზღვრებოდა თავდებობის გაცემის თარიღიდან - 22.03.200 6წლიდან შპს ,,კ-ის” მიერ საკრედიტო ხაზით მომსახურების შესახებ ხელშეკრულებით ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულების სრულად შესრულებამდე, რაც გულისხმობდა არა მხოლოდ საკუთრივ საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულებას, არამედ მის ფარგლებში დადებულ შემადგენელ საკრედიტო ხელშეკრულებებსაც (ტ. 1; ს.ფ. 27);
შპს „კ-ის“ დირექტორის 17.07.2009 წლის წერილით ა. ქ-ას, როგორც ყოფილი პარტნიორის, ნების ნამდვილობაზე მსჯელობისათვის სააპელაციო პალატამ მიზანშეწონილად მიაჩნია შეეფასებინა კონკრეტულად რა ნება გამოხატა დირექტორის სახელით ა. ქ-ამ.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, 17.07.2009 წლის წერილით ა. ქ-ას და ამავდროულად შპს“კ-ის“ დირექტორ ა. ბ-ის მიერ გამოხატული ნება უნდა შეფასებულიყო არა როგორც თავდებობის ხელშეკრულების შეწყვეტად ან თავდებობისაგან მის განთავისუფლებად, არამედ როგორც ვალის გადაკისრებად.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ბანკისათვის 17.07.2009 წლის წერილით მიმართვის შემდეგ, იმავე წლის 16 ოქტომბერს ა. ბ-მა სოლიდარული თავდებობის შესახებ წერილობითი განცხადებით (N543048) მიმართა სს „ს.ბ-ს“ საკრედიტო ხაზით მომსახურების 22.03.2006 წლის N543048 ხელშეკრულებით შპს „კ-ის“ მიერ ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულების თაობაზე, რომელშიც შედიოდა კრედიტის ძირითადი თანხა, პროცენტი, პირგასამტეხლო, ბანკისათვის მიყენებული ზიანი, სასამართლო ხარჯები. თავდების პასუხისმგებლობის ზღვარი განისაზღვრა 1 მლნ აშშ დოლარით. განცხადება იმავე დღეს ჩაბარდა ბანკის წარმომადგენელს (ტ. 1; ს.ფ. 24);
ა. ბ-ან 16.10.2009 წელს დადებული თავდებობის ხელშეკრულებით სს „ს.ბ-მა“, პალატის მოსაზრებით, განახორციელა ვალის გადაკისრება, ანუ ერთი თავდების –ა. ქ-ას ვალის მეორე თავდებზე– ა. ბ-ე გადაკისრება.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ თავდებობის სამართლებრივი ინსტიტუტის მარეგულირებელი ნორმებით პირდაპირ არ არის გათვალისწინებული ვალის გადაკისრების ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმა, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ასეთ შემთხვევაში უნდა გამოყენებულიყო კანონის ანალოგია, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 203–ე მუხლი და შპს „კ-ის“ დირექტორის ა. ბ-ის 17.07.2009 წლის წერილი და ა. ბ-ის 16.10. 2009 წლის წერილი სს „ს.ბ-ის“ მიმართ ერთობლიობაში უნდა შეფასებულიყო, როგორც ვალის გადაკისრება ერთი თავდების მიერ მეორე თავდებზე (მესამე პირზე) .
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ 16.10.2009 წელს სს „ს.ბ-მა“ მიიღო რა ა. ბ-ის წერილობითი განცხადება სოლიდარული თავდებობის შესახებ და დაადასტურა ხელმოწერით, ამით ფაქტობრივად გამოხატა ნება ა. ქ-ას მიერ ნაკისრი ვალდებულების ა. ბ-ე გადაკისრების თაობაზე. ამავდროულად, ვინაიდან 22.03.2006 წ. სს ,,ს.ბ-ს’’ და შპს ,,კ-ს” შორის გაფორმებული საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულებაში 22.12.2010 წელს შესული ცვლილების თაობაზე ბანკმა არ შეატყობინა ა. ქ-ას, პალატის მოსაზრებით, აღნიშნული კონკლუდენტური ქმედებით ბანკმა დაადასტურა თავისი დამოკიდებულება ვალის გადაკისრების თაობაზე და დაეთანხმა მას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ა. ქ-ას თავდებობის პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების ნაწილში შპს „კ-სა“ და ა.ქ-ას სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილებულიყო.
სააპელაციო პალატის მისაზრებით, საქალაქო სასამართლომ სს „ს.ბ-ის“ სააპელაციო საჩივრით სადავოდ გამხდარ საკითხებთან დაკავშირებით, მართებულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივად სწორად შეაფასა ისინი.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების (ნარდობის) ხელშეკრულების პირობების შპს ,,კ-ის” მიერ დარღვევა და შემდგომ, ამის საფუძველზე, ხელშეკრულების შეწყვეტა განაპირობა შპს ,,კ-ის” ფინანსურმა კრიზისმა, რაც, თავის მხრივ, გამოიწვია სს ,,ს.ბ-ის” მოქმედებამ. კერძოდ:
სს ,,ს.ბ- ის” ცნობილი იყო შპს ,,კ-ს” და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის არსებული ხელშეკრულების შესახებ. მათ შორის ანგარიშსწორება ხორციელდებოდა სს ,,ს.ბ-ი” არსებულ შპს ,,კ-ის” ანგარიშის მეშვეობით;
29.03.2010წ. N543048-722880 შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის თანხა - 565 000 ლარი შპს ,,კ-ს” უნდა გამოეყენებინა ხელშეკრულებით განსაზღვრული მიზნობრიობით, რაც ბანკისათვის ცნობილი იყო. ამ თანხიდან 50 000 ლარით, უპირველესად, უნდა დაფარულიყო საგადასახადო დავალიანება, ხოლო 200 000 ლარი უნდა გამოეყენებინა სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან არსებული ხელშეკრულების შესრულების მიზნებისათვის. ამასთან, ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა შპს ,,კ-ის” ანგარიშზე ერთდროულად უნდა ჩარიცხულიყო;
ხელშეკრულების 2.1 პუნქტის თანახმად, (ტ.3. ს.ფ.53–55) „ბანკი გასცემს საკრედიტო ხაზის შემადგენელ კრედიტს წინამდებარე ხელშეკრულებაზე ხელმოწერისთანავე, ხოლო მსესხებელი კისრულობს ვალდებულებას კრედიტი დაფაროს წინამდებარე ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის მიხედვით, რაც ამ ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილია და მოქმედებს მასთან ერთად“;
კრედიტის დაფარვის გრაფიკის თანახმად, ტრანში 565,000.00 ლარი უნდა გაცემულიყო 29/03/2010 წელს. ამასთან, კრედიტის გაცემის თვეს მოვალეს პროცენტის გადახდა არ ეკისრებოდა. ამავე გრაფიკით დადგინდა, რომ მომდევნო თვიდან, ანუ 29 აპრილიდან, დაანგარიშებული იყო პროცენტის გადახდა მთლიანი საკრედიტო თანხიდან–565,000.00 ლარიდან და არა გადასახდელი ტრანშების მიხედვით, როგორც ამას აპელანტი განმარტავდა. ამდენად, აპელანტის მსჯელობა რომ მათ მიერ თანხის გადახდა უნდა განხორციელებულიყო რა ოთხ ტრანშად, არ გულისხმობდა, რომ თანხა უნდა ჩარიცხულიყო ერთდროულად, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, უსაფუძვლო იყო;
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს ,,კ-ს” ანგარიში ჰქონდა სს ,,ს.ბ-ი” და ბანკისთვის ცნობილი იყო, რომ 29.03.2010წ. საკრედიტო ხელშეკრულების გაფორმების დროისათვის შპს ,,კ-ს” ანგარიშზე თანხა საერთოდ არ ჰქონდა - ნაშთი იყო 0 (ნული) ლარი (ტ. 1; ს.ფ. 167); ამდენად, ბანკისათვის ცნობილი იყო, რომ, თუ სესხის თანხას დროულად არ ჩარიცხავდა შპს ,,კ-ის” ანგარიშზე, ეს უკანასკნელი ვერ დაფარავდა საინკასო დავალიანებას და, შესაბამისად, ვერც თავად ბანკის ადრინდელი სასესხო ვალი და საგარანტიო საკომისიო დაიფარებოდა და ვერც სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან დადებული ხელშეკრულების შესასრულებლად ვერ გამოიყენებდა თანხას.
სს ,,ს.ბ-ის” წარმომადგენლის განმარტება, რომ სესხის ნაწილის - 50 000 ლარის დაგვიანებით ჩარიცხვა 07.04.2010 წელს გამოწვეული იყო შპს ,,კ-ის” ანგარიშზე საგადასახადო ინკასოს არსებობით სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია და სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა, რომლის თანახმადაც, ანგარიშზე ინკასოს არსებობა სესხის გაცემის დამაბრკოლებელი კი არა, პირიქით, სს ,,ს.ბ- ის” დამაჩქარებელ გარემოებას წარმოადგენდა, ვინაიდან სესხის გაცემის უპირველესი მიზანი, სწორედ, საგადასახადო დავალიანების დაფარვა იყო, რათა შემდგომ შპს ,,კ-ს” საშუალება მისცემოდა, სესხის დარჩენილი თანხა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა მიზნებისათვის, მათ შორის, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან არსებული ხელშეკრულებისათვის მოეხმარებინა. დაგვიანებით - 07.04.2010წ. ჩარიცხული 50 000 ლარიდან, 08.04.2010წ., ანუ მეორე დღეს შპს ,,კ-ის” ანგარიშზე დარჩენილი იყო 50,17 ლარი, ხოლო 12.04.2010წ. – 4,70 ლარი. (ტ. 1; ს.ფ. 168) მართალია, ხელშეკრულებით სესხის მეორე ნაწილი განსაზღვრული იყო 295 000 ლარით, ხოლო სს ,,ს.ბ-მა” კი შპს ,,კ-ის” ანგარიშზე ჩარიცხა უფრო მეტი - 475 000 ლარი, მაგრამ ეს საბანკო ოპერაცია განხორციელდა 23.04.2010წ., ანუ საკრედიტო ხელშეკრულების გაფორმებიდან 25-ე დღეს. ამ პერიოდის განმავლობაში კი, შპს ,,კ-ს” ანგარიშზე თანხა არ ჰქონდა და ფაქტია, ვერც საბრუნავ საშუალებებს შეიძენდა, ხელშეკრულების მიზნებიდან გამომდინარე და რა თქმა უნდა, ბანკისათვის ესეც ცნობილი იყო; მართალია, ამ თანხიდან 90 000 ლარი შპს ,,კ-მა” გამოიყენა ხელშეკრულებით განსაზღვრული მიზნისათვის, ასევე 26.04.2010წ. ბანკმა ანგარიშზე კიდევ ჩაურიცხა 20 000 ლარი და 27.04.2010წ. ანგარიშზე ნაშთის სახით ჰქონდა თავისუფალი 20 373,57 ლარი, მაგრამ, 2010 წლის 29 აპრილს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ხელშეკრულება შეუწყვიტა. ამასთან, ბანკმა შპს ,,კ-ს” სესხის თანხა - 20 000 ლარი დააკლო და არ მიუცია. საქალაქო სასამართლომ მართებულად უარყო სს ,,ს.ბ-ის” წარმომადგენლის ზეპირი განმარტება, რომ შესაძლოა, ეს 20 000 ლარი შპს ,,კ-ს” სხვა ანგარიშზე ჩაერიცხა, ვინაიდან ამ გარემოების დამტკიცების ტვირთი ბანკს აწევს და იგი იყო ვალდებული, წარმოედგინა სათანადო წერილობითი მტკიცებულება, რაც არ წარმოუდგენია.
დადგენილ გარემოებათა გათვალისწინებით, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სესხის თანხის დაგვიანებით გაცემით, სს ,,ს.ბ- ის” ცნობილი იყო, რომ შპს ,,კ-ი” ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მიზანს ვერ განახორციელებდა, რაც გამოიწვევდა მასსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის დადებული ხელშეკრულების დარღვევას და, აქედან გამომდინარე, შპს ,,კ- ის” ზიანის მიყენებას.
ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ხელშეკრულების შეწყვეტის გამო, შპს ,,კ-მა” ხელშეკრულების ღირებულების - 4 921 212 ლარის 12%-ის - 590 545 ლარის მოგება ვერ მიიღო, რაც წარმოადგენს მიუღებელ შემოსავალს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროსათან დადებული ხელშეკრულების მთლიანი ღირებულებიდან 4 921 212,83 ლარიდან მოგების 12% -ით დაანგარიშებასთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ შპს „კ-მა“ თავისი შეგებებული სარჩელი ზიანის ანაზღაურების თაობაზე დააფუძნა ორ გარემოებაზე: სს „ს.ბ-ის“ მიერ შპს „კ-ის“ ანგარიშიდან სხვადასხვა ვალდებულებების შესრულების მიზნით თანხის უაქცეპტოდ ჩამოჭრაზე და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ხელშეკრულების შეწყვეტაზე, რომელიც ასევე გამოწვეული იყო იმ ფინანსური სიძნელეებით, რაშიც ბრალი სს „ს.ბ-ს“ მიუძღოდა.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შპს „კ-ს“ შორის 2008 წლის 24 დეკემბრის ხელშეკრულებაში შესული 2009 წლის 24 დეკემბრის ცვლილებებით სამუშაოების დასრულების ვადად განისაზღვრა 2010 წლის 1 მაისი, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადამ გადაიწია 2010 წლის 1 ივნისამდე, რაც გამოწვეული იყო რიგი მეტეოროლოგიური და ტექნიკური მიზეზებით.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია ისიც, რომ სს „ს.ბ-ი“ შპს „კ-ის“ შეგებებულ სარჩელზე წარდგენილი შესაგებლით სადავოდ ხდიდა მხოლოდ ბრალეულობის საკითხს, მიაჩნდა რა, რომ ბანკი შპს „კ-ის“ ანგარიშებიდან თანხის ჩამოჭრას ახორციელებდა შპს „საქართველოს სალიზინგო კომპანიასა“ და შპს „კ-ს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ასევე სადავოდ ხდიდა შპს „კ-ის“ მიერ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს წინაშე ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობაში სს „ს. ბ-ის“ ბრალეულობის საკითხს.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში სს „ს.ბ-ს“ სადავოდ არ გაუხდია შპს „კ-ის“ მიუღებელი შემოსავლის ოდენობა და მისი გაანგარიშება, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380–ე, 215–ე მუხლების თანახმად, სააპელაციო განხილვის დროისათვის დაუშვებელ ახალ ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენდა და ვერ შეფასდებოდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სს „ს.ბ-ის“ მიერ იმ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ მას ბრალი არ მიუძღვოდა შპს „კ-ის“ მიმართ ზიანის დადგომაში, აპელანტმა ვერ დაასაბუთა, რის გამოც სს „ს.ბ-ის“ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 8 მაისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „ს.ბ-მა“, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით შპს „კ-სა“ და ა. ქ-ას შეგებებული სარჩელების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს მითითება, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების პირობების შპს „კ-ის“ მხრიდან დარღვევა და შემდგომ, ამის საფუძველზე, ხელშეკრულების შეწყვეტა განაპირობა შპს „კ-ის“ ფინანსურმა კრიზისმა, რაც გამოწვეული იყო სს „ს.ბ-ის“ ქმედებით, არასწორია, ვინაიდან, აღნიშნული გარემოება გარდა შპს „კ-ის“ სიტყვიერი განმარტებისა, არც ხელშეკრულებით და არც რაიმე მტკიცებულებით არ დასტურდება.
კასატორის აზრით, ასევე, არასწორია სასამართლოს მსჯელობა, რომ შპს „კ-ს“ სესხი ერთიანად უნდა ჩარიცხვოდა და უნდა გახარჯულიყო მიზნობრივად ტრანშების მიხედვით, ვინაიდან 2010 წლის 29 მარტის ხელშეკრულების შესაბამისად, 565 00 ლარი უნდა ჩარიცხულიყო 4 ნაწილად, მე-4 ნაწილი 200 000 ლარი უნდა ჩარიცხულიყო მე-3 ტრანშის 20 000ლარის უნაღდო ანგარიშწორებით საგარანტიო საკომისიოს დასაფარად. ამონაწერის მიხედვით 20000 ლარი ჩაირიცხა 2010 წლის 26 აპრილს, შესაბამისად, 200 000 ლარი ჩაირიცხა იმაზე ადრე, ვიდრე ეს იყო გათვალისწინებული სესხის ხელშეკრულებით და არავითარ დაგვიანებას ადგილი არ ჰქონია.
კასატორის მითითებით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს „კ-ის“ მიერ სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების პირობების დარღვევა განპირობებული იყო ფინანსური კრიზისით, რაც, თავის მხრივ, გამოიწვია სს „ს.ბ-ის“ ქმედებამ, რაც ასევე არასწორია, ვინაიდან 2010 წლის 29 მარტის ხელშეკრულებაში მე-4 ტრანშის 200 000 ლარის მიზნობრიობა იყო საბრუნავის საშუალებების შეძენა, თუმცა ეს თანხა რომ უნდა გამოყენებულიყო სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან არსებული ხელშეკრულების შესრულების მიზნებისათვის, არ მტკიცდება არც ხელშკერულებით, არც საბანკო ამონაწერით და არც სხვა რაიმე მტკიცებულებით. ასევე, საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ შპს „კ-ს“ 200 000 ლარი რომ ჩარიცხოდა 2010 წლის 29 მარტს, იგი შეძლებდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს წინაშე არსებული ვალდებულების შესრულებას, მაშინ, როდესაც 2010 წლის 29 აპრილს ორმხრივი შეთანხმებით შეწყდა ხელშეკრულება და არა ცალმხრივად, როგორც ამას მიუთითებს სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში. ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 2010 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ შპს „კ-ის“ მიერ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან მიღებულმა თანხამ შეადგინა 2 989 656.89 ლარი, ხოლო შესრულებული სამუშაოების ღირებულება შეადგენს 1 574 403.95 ლარს, შესაბამისად, შპს „კ-მა“ 1 415 252.94 ლარი უნდა დაუბრუნოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს. საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულებით არ მტკიცდება, რომ 200 000 ლარით შესაძლებელი იყო 1 415 252.94 ლარის დანაკლისის აღმოფხვრა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, ასევე 12 %-იანი მოგების მიღება.
კასატორის აზრით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ სს „ს.ბ-ი“ შპს „კ-ის“ შეგებებულ სარჩელზე წარდგენილი შესაგებლით სადავოდ ხდიდა მხოლოდ ბრალეულობის საკითხს და სადავოდ არ გაუხდია შპს „კ-ის“ მიუღებელი შემოსავლის ოდენობა და მისი გაანგარიშება. სასამართლოს არ გამოუკვლევია საქმეში არსებული მტკიცებულებები, კერძოდ, პირველ ინსტანციაში სასამართლო კამათის დროს სს „ს.ბ-ის“ წარმომადგენლის მიერ წერილობითი წარდგენილი საკამათო სიტყვა, სადაც მითითებულია, რომ შპს „კ-ის“ მიერ სოფლის მეურნეობის წინაშე ვალდებულების შესრულება არ არის გამოწვეული სს „ს.ბ-ის“ მიზეზით.
კასატორის განმარტებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ სს „ს.ბ-ის“ მიერ იმ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ მას ბრალი არ მიუძღვის შპს „კ-ის“ მიმართ ზიანის მიყენებაში, აპელანტმა ვერ დაასაბუთა, მაშინ, როდესაც შპს „კ-მა“ ვერ დაამტკიცა, რომ სს „ს.ბ-ის“ მიზეზით ვერ შეასრულა მან სოფლის მეურნეობის სამინისტროს წინაშე აღებული ვალდებულებები და ამიტომ ვერ მიიღო მოგება, აღნიშნულის მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა შეგებებული სარჩელის ავტორს, რაც მან ვერ დაასაბუთა.
კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად დააკმაყოფილა ა. ქ-ას სააპელაციო საჩივარი მისთვის თანხის სოლიდარულად დაკისრების ნაწილშიც. სააპელაციო პალატამ არასწორად დაადგინა, რომ თავდებობის ხელშეკრულებაში არ არის განსაზღვრული პასუხიმგებლობის მაქსიმალური ოდენობა, მაშინ, როდესაც თავდებობის ხელშეკრულებაში მითითებულია როგორც თავდებობის ვადა, ასევე პასუხისმგებლობის ფარგლები. ა. ქ-ას თავდებობა უვადო არ არის, ვინაიდან მას და ბანკს შორის 22.03.2006 წ. გაფორმებულ სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებაში (განცხადებაში) მითითებულია, რომ თავდებობა ძალაშია გაცემის თარიღიდან ძირითადი მოვალის მიერ საკრედიტო ხაზით მომსახურების შესახებ ხელშეკრულებით ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულების სრულად შესრულებამდე. ძირითად მოვალეს კი, მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმებული აქვს შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულებები. სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ შპს „კ-ის“ 17.07.2009 წ. წერილით ბანკის მიმართ ა. ქ-ას თავდებობა შეწყდა. ა. ქ-ა შპს „კ-ის“ თავდები იყო არა როგორც საწარმოს პარტნიორი, არამედ, როგორც ფიზიკური პირი და საზოგადოების წილის გასხვისება თავდებობის ვალდებულებისაგან განთავისუფლების საფუძველი არ არის. ასევე გაუგებარია, სასამართლომ რატომ მიიჩნია, რომ ა. ბ-ან თავდებობის გაფორმებით მოხდა ქ-ას ჩანაცვლება, მაშინ, როდესაც ვალდებულების დამატებითი უზრუნველყოფა განხორციელდა. ამასთან, ბანკს მიმართა არა თავდებობის ხელშეკრულების მხარემ ა. ქ-ამ, არამედ შპს „კ-მა“, რომელიც თავდებობის ხელშეკრულების მხარე არ არის. ასეც რომ არ იყოს, თავდებობის გაფორმებიდან (22.03.2006 წ) ხუთი წელი გასული არ იყო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 11 ივლისის განჩინებით სს „ს.ბ-ის“ საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს „ს.ბ-ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი უთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
შესაბამისად, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას სს „ს.ბ-ის“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (8000 ლარის) 70% – 5600 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სს „ს.ბ-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორს დაუბრუნდეს მის მიერ (ს/კ №....) 2014 წლის 26 ივნისს №8859 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 8000 ლარის 70% – 5600 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე