ბს-707-294(2კ-05) 19 მაისი, 2006 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის სქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე),
ნინო ქადაგიძე (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე
განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორები – ნ. რ.-ი ე. ხ.-ი, ნ. გ.-ი, ნ. შ.-ე, ნ. ბ.-ი, ი. გ.-ე, ჟ. ხ.-ის, ი. ჩ.-ის, მ. ზ.-ის , ნ. მ.-ის წარმომადგენელი – ქ. ჭ.-ი; გ. წ.-ე
მოწინააღმდეგე მხარეები _ ზესტაფონის რაიონის გამგეობა; ,,ზ.-ი» წარმომადგენელი რ. თ.-ე; ზესტაფონის ქონების მართვის სამმართველო; შპს ,,ა.-ი»
მესამე პირი – თ. კ.-ი
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 11 აპრილის განჩინება.
დავის საგანი – ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1997 წლის 14 იანვარს სახელმწიფო-სავაჭრო საწარმო «ზ»-ის შრომითი კოლექტივის ყოფილმა წევრებმა: ნ. რ.-მა, ნ. შ.-მ, ნ. ბ.-მა, ი. გ.-მ, ნ. შ.-მ, მ. ზ.-მ, ნ. მ.-მა, ნ. გ.-მა, ქ. ჭ.-მ, ლ. ს.-მ, ი. ჭ.-მ, ზ. ქ.-მა და ქ. ბ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართეს ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ზესტაფონის ადგილობრივი მმართველობის გამგეობის და თანამოპასუხე სახელმწიფო სავაჭრო-საწარმო «ზ»-ის ყოფილი დირექტორის რ. თ.-ის მიმართ ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობის თაობაზე.
მოსარჩელეები სასარჩელო განცხადებაში, მიუთითებდნენ რომ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებით საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში მოექცა ზესტაფონის ქალაქვაჭრობის ობიექტების უდიდესი ნაწილი, რომელთა პრივატიზების შემდეგ სამმართველო აპარატის მუშაკები ფაქტობრივად უმუშევრები რჩებოდნენ. სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 29 მაისის ¹178 ბრძანებულების შესაბამისად მოსარჩელეებმა გადაწყვიტეს პირდაპირი წესით შეეძინათ სახელმწიფო სავაჭრო საწარმო «ზ»-ის სამმართველო აპარატის შენობა, რის შესახებაც წერილობით მიმართეს სახელმწიფო ქონების მართვის ზესტაფონის განყოფილებას, რაზედაც ეცნობათ, რომ ქალაქვაჭრობის სამმართველო აპარატის შენობა საპრივატიზებო ნუსხაში შეტანილი არ არის, ხოლო ადგილობრივი მმართველობის გამგეობა ამ ეტაბზე მის პრივატიზებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს და განმარტა, რომ თუ აღნიშნული ქონება შევიდოდა პრივატიზაციის ნუსხაში, პრივატიზაციაზე უპირატესობა მიენიჭებოდა შრომით კოლქტივს. 1996 წელს მინისტრთა კაბინეტის მიერ სახელმწიფო სავაჭრო საწარმო “ზ-ის“ სამმართველოს აპარატის შენობა შეტანილ და დამტკიცებულ იქნა საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში. მოსარჩელეების მოსაზრებით, გეგმური და თანმიმდევრული სვლით გამგეობამ და მათმა დირექციამ წაართვეს კანონით მინიჭებულიუფლება, შეექმნათ სააქციიო საზოგადოება ან შეეძინათ სამმართველოს აპარატის შენობა პირადი წესით. ზესტაფონის სამმართველომ 1996 წლის 22 იანვარს რეგისტრაციაში გაატარა და სახელმწიფო სავაჭრო საწარმო «ზ»-ის ბაზაზე ¹37/7-2 დადგენილებით დააფუძნა სახაზინო საწარმო «ვ», რომელიც ჯერ კიდევ ლიკვიდირებული არ იყო. 1996 წლის 23 იანვარს სახელმწიფო სავაჭრო საწარმო ზესტაფონი 94-ის დირექტორის ¹2 ბრძანებით შეიქმნა სალიკვიდაციო კომისია, რითაც უხეშად დაირღვა «მეწარმეთა შესახებ» საქართველოს კანონი. ამასთან რ. თ.-ე ერთდროულად აღმოჩნდა ორი ორგანიზაციის დირექტორი. მოსარჩელეთა განმარტებით სახაზინო საწარმო შეიქმნა იმ იურიდიული პირის ბაზაზე, რომელიც ფაქტიურად ლიკვიდირებული არ იყო და მის მიმართ არ ჩატარებულა კანონით გათვალისწინებული არანაირი მოსამზადებელი და სალიკვიდაციო სამუშაოები. ისინი წინასწარ არ გააფრთხილეს მოსალოდნელი ლიკვიდაციის შესახებ და ყოველგვარი ნორმების დაცვის გარეშე გაანთავისუფლეს სამსახურიდან. ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელეების მითითებით, ადგილობრივი მმართველობის გამგეობამ და «ზ»-ის დირექციამ წინასწარი განზრახვით ორგანიზაციის ქონების ხელში ჩაგდების, სახაზინო საწარმოს შექმნისა და მისი რამოდენიმე ადამიანზე დაკანონების მიზნით, არაკანონიერი ხერხებით მოახდინეს შრომითი კოლექტივის მასობრივი დათხოვნა და განახორციელეს ზემოაღნიშნული მოქმედებანი.
ყოველივცე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეები ითხოვდნენ ზესტაფონის ადგილობრივი მმართველობის გამოგეობის 1995 წლის 26 დეკემბრის №172 გადაწყვეტილების ზესტაფონი რაიონული სასამართლოს 1996 წლის 22 იანვრის №32/7-2 დადგენბილების სახაზინო საწარმო ზესტაფონის შექმნის თაობაზე, სახელმწიფო სავაჭრო საწარმო ,,ზ“- ის დირექტორის 1996 წლის 23 იანვრის №2 ბრძანების ბათილად ცნობასა და ზესტაფონი ადგილობრივი მმართველოსბის გამგეობისათვის „ზ-ის“ მუშაკთათვის განაცდურის განსაზღვრასა და ანაზღაურების დაკისრებას.
2004 წლის 15 ივნისს მოსარჩელეებმა დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართეს თერჯოლის რაიონულ სასამართლოს, რომლითაც გაზარდეს სასარჩელო მოთხოვნა და საბოლოოდ მოითხოვეს ზესტაფონის რაიონის გამგეობის 1998 წლის 20 თებერვლის №1-12, ზესტაფონის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 25 თებერვლის და 1999 წლის 31 მაისის დადგენილიებების, 2003 წლის 20 ოქტომბერს ჩატარებული კონკურსის შედეგების და მასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შ.პ.ს ,,ა.-ის“ 100%-იანი წილით გაყიდვასთან დაკავშირებით, 2004 წლის 14 ნოემბერს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ზესტაფონის სამმართველოსა და მოქალაქე დავით აბაშიძეს შორის დადებული საკონკურსო ვალდებულების, სახელმწიფო სავაჭრო საწარმო „ზ-ის„ დირექტორის 1996 წლის 23 იანვრის ბრძანების ბათილად ცნობა და ასევე, სახელმწიფო სავაჭრო საწარმო ზესტაფონი 94-ის აღგდენა თავის პირვანდელ უფლებებში და სამმართველო აპარატის უკანონოდ დათხოვნილი ყველა მუშაკის სამუშაოზე აღდგენას.
თერჯოლის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 15 მარტის განმჩინებით საქმეში 3-ე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით ჩაება გ. წ.-ე.
2004 წლის 15 ივნისს თერჯოლის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა გ. წ.-მ და მოითხოვა: ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 1996 წლის 22 იანვრის, 1998 წლის 25 თებერვლის და 1993 წლის 31 მაისის დადგენილებების: ზესტაფონის რაიონის გამგეობის 1998 წლის 20 თებერვლის №1-12 დადგენილების, 1999 წლის 20 ოქტომბრის კომერციული კონკურსის შედეგების სახელმწიფო სავაჭრო საწარმო „ზ.-ის დირექტორის 1998 წლის 5 მარტის №2 ბრძანებისა და სახეწლმწიფო ქონების აღრიცხვა და პრივატიზების ზესტაფონის სამმართველოსა და მოქალაქე დავით აბაშიძეს შორის 2004 წლის 14 ნოემბერს დადებული საკონკურსო ვალდებულებების ბათილად ცნობა და სამუშაოზე აღდგენა შემდეგი გარემოებების გამო.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ მუშაობდა ქალაქვაჭრობის ყოფილ საწარმო „ზ.-ის „ სახაზინო საწარმოს ახლანდელ შ.პ.ს „ა.-ის“ დაქვემდებარებაში მყოფ მაღაზია „ს.-ში“ გამგე- გამყიდველად წლების განმავლობაში. მოსარჩელის განმატებით, 2002 წელს როცა გაიგო მაღაზიის გაყიდვის თაობაზე, წერილობით მოითხოვა თვითონ შეესყიდა, მაგრამ მას საშუალება არ მისცეს და სიტყვიერად განუმარტეს, რომ ცალკე არ გაიყიდებოდა რადგან ის შედიოდა ადმინისტრაციულ შენობასთან ერთად ერთ ბალასში. მოსარჩელის განმატებით, მისი გათავისუფლების შესახებ არანაირი, არც სიტყვიერი არც წერილობითი გაფრთხილება ბრძანება ან რაიმე ცნობა არ მიუღია. იგი დღესაც აღნიშნულ მაღაზიაში იმყოფება, იქ აღნიშნული ინვენტარი მისგან არავის გადაუბარებია და არც იქ შესვლა და საქმიანობა აუკრძალავს მისთვის ვინმეს. მოსარჩელის მითითებით, როდესაც მან მოითხოვა თუ რა საბუთი არსებობდა მისი გათავისუფლების შესახებ შ.პ.ს ,,ა.-დან“ გადაეცა 1998 წლის 5 მარტის №2 ბრძანების ასლი, რომლის თანახმად იგი გათავისუფლდა სამსახურიდან და რის შესახებაც არაფერი იცოდა. 2003 წლის 14 ნოემბერს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ზესტაფონი სამმართელოსა და მოქალაქე დ. ა.-ს შორის დადებულია საკონკურსო ვალდებულება, რომელიც ითვალისწინებს სრული საპრივატიზებო თანხების დაფარვის შემდეგ ქონების ნასყოდობის ხელშეკრულების გაფორმებასა და საკუთრების მოწმობის გაცემას. მოსარჩელისათვის მიუხედავად მცდელობისა შეუძლებელი გახდა პრივატიზაციასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მიღება. მოსარჩელემ აღნიშნა რომ ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხეების შეგნებულმა წინასწარ განზრახულმა კანონდარღვევითმა ქმედებებმა ხელი შეუწყო პირთა გარკვეულ ჯგუფზე ქონების გადაცემასა და კანონის უხეში დარღვევებით ქუჩაში მუშა მოსამსახურეთა გამოყრას.
მოპასუხე ქონების აღრიცხვასა და პრივატიზების სამმართველომ შესაგებელით მიმართა თერჯოლის რაიონუილ სასამართლოს, რომლითაც სასარჩელო განცხადებვა არ ცნო და მოითხოვა მოსარჩელეთათვის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თერჯოლის რაიონულ სასამართლოს 2005 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილებით მოსარჩელეების - ნ. რ.-ის, ნ. შ.-ის, ი. ჩ.-ის, მ. ზ.-ის, ნ. ბ.-ის, ი. გ.-ის, ნ. მ.-ის, ე. ხ.-ის, ჟ. ხ.-ის, ნ. გ.-ისა და დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით მე-3 პირს გ. წ.-ის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდეს.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს. ნ. შ.-ის, ი. ჩ.-ის და ი. გ.-ის წარმომადგენელმა ნ. რ.-მა და გ. წ.-მ.
აპელანტები სააპელაციო საჩივრით ითხოვდნენ თერჯოლის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მათი სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებას.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2005 წლის 11 აპრილის განჩინებით გ. წ.-ის ნ. ს.-ის და სხვათა სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თერჯოლის რაიონული სასამართროს 2005 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილება.
მითითეწბული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ნ. რ.-ის, ნ. გ.-ის, ჟ. ხ.-ისა და სხვათა წარმომადგენელმა ქ. ჭ.-მა და გ. წ.-მ.
კასატორები ითხოვდნენ ქუთაისის საოლქო სასამართროს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 11 აპრილის განჩჲნებიის გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით მათი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებას.
მეორე კასატორი, გ. წ-ა-ჭ-ე საკასაციო საჩივრით ასევე ითხოვდა ქუთაისის საოლქო სასამართოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 11 აპრილის განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი განცხადების დაკმაყოფილებას.
2006 წლის 17 მაისს გ. წ.-მ განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა იმ მოტივით, რომ უარს აცხადებდა სასარჩელო განცხადებაზე.
სამოტივაციო ნაწლი:
საკასაციო სასამართლო გ. წ.-ის განცხადებით გაცნობის შედეგად მიიჩევს, რომ გ. წ.-ის შუამდგომლობა სარჩელზე უარის თქმის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ, შეწყდეს საქმის წარმოება გ. წ.-ის სარჩელძე შემდეგ გარემო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ წარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინჭებული უფლება - მოვალეობებით, რომლის შესაბამისად სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია დისპოზიციურობის პრინციპზე, რაც ნიშნავს, მხარეთა ნების თავისუფლებას, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები, კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელე გ. წ.-მ უარი განაცხადა რა სარჩელზე, გამოხატა ნება თავისი საპროცესო უფლების რეალიზაციაზე, რაც სავალდებულოა სასამართლოსათვის, როგორც ადმინისტრაციული პროცეისი მონაწილე მხარის ნების შეუზღუდავი გამოვლენა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიუთითებს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე და განმარტავს, რომ სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. წ.-ჲს შუამდგომლობა სარჩელზე უარის თქმის შესახებ უდნა დაკმაყოფილდეს და მოცემულ დავაზე შეწყდეს საქმის წარმოება, ამასთან, უნდა გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო სააპელაციო პალატის 2005 წლის 11 აპრილის განჩინება და თერჯოლის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 10 იანვრის გადწყვეტილება გ. წ.-ის სარჩელის დაუკმაყოფილებლობის ნაწილში.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 272-ე „გ“ ქვეპუნქტით და
დაადგინა:
1. გ. წ.-ის განცხადება სარჩელზე უარის თქმისა და საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაცული სამართლისადა საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 11 აპრილის განჩინება და თერჯოლის რაიონულისასამართლოს 2005 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილება გ. წ.-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და გ. წ.-ის სარჩელზე შეწყდეს საქმის წარმოება.
3. მხარეებს განემარტოთ რომ სასამართლოსთვის ხელმეოდერ მიმართვა სარჩელით იმავე დავაზე, იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე, და იმავე საფუძვლით აღარ დაიშვება.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.