Facebook Twitter

№ას-686-656-2014 7 ივლისი, 2014 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - ნ. ო-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ზ. ჭ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 13 მაისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – მესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ზ. ჭ-მ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში ამხანაგობა „ჭ-ის 37ბ“-ს დამფუძნებელი წევრების: ჯ. ა-ის, ნ. ო-ის, ე. ა-ის, გ. ს-ისა და ი. ა-ის მიმართ მესაკუთრედ ცნობის თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 17 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ზ. ჭ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, რაზეც საჩივარი შეიტანეს ნ. ო-მ და ი. ა-მა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 26 თებერვლის განჩინებით ნ. ო-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 17 იანვრის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 19 მარტის განჩინებით, გამოხმობის გამო, ი. ა-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 17 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის წარმოების განახლების შესახებ დარჩა განუხილველი.

ზემოაღნიშნული განჩინება ნ. ო-მ კერძო საჩივრით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 13 მაისის განჩინებით ნ. ო-ის კერძო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 19 მარტის განჩინებაზე დატოვებული იქნა განუხილველად, რაზეც კერძო საჩივარი წარადგინა ნ. ო-მ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ. ო-ის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება. აღნიშნული ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, კერძო საჩივართან დაკავშირებით გამოტანილი, ზემდგომი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და მის გასაჩივრებას საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს.

მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი საქმის მასალებით ირკვევა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 17 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ზ. ჭ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, რაზეც საჩივარი შეიტანეს ნ. ო-მ და ი. ა-მა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 26 თებერვლის განჩინებით ნ. ო-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 17 იანვრის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 19 მარტის განჩინებით, გამოხმობის გამო, ი. ა-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 17 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის წარმოების განახლების შესახებ დარჩა განუხილველი.

ზემოაღნიშნული განჩინება ნ. ო-მ კერძო საჩივრით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 13 მაისის განჩინებით ნ. ო-ის კერძო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 19 მარტის განჩინებაზე დატოვებული იქნა განუხილველად, რაზეც კერძო საჩივარი წარადგინა ნ. ო-მ.

ამდენად, ნ. ო-ის მიერ გასაჩივრებულია ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე, რის გასაჩივრებასაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 285-ე, 396-ე, 401-ე, 414-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. ო-ის კერძო საჩივარი როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ვ. როინიშვილი