Facebook Twitter

საქმე №ა-1362-შ-41-2014 3 ივლისი, 2014 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ქ. ც-ე

მოწინააღმდეგე მხარე – რ. დ-ი

გადაწყვეტილება (განაჩენი), რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს – გერმანიის აჰაუზის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2005 წლის 16 მარტის განაჩენი

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გერმანიის აჰაუზის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2005 წლის 16 მარტის განაჩენით მოსარჩელე ქ. ც-ს მოთხოვნა ვრედენის მმაჩის ბიუროს გამგის წინაშე ქ. ც-სა და რ. დ-ს შორის 2001 წლის 23 იანვარს რეგისტრირებული N13/01 ქორწინების გაუქმების თაობაზე მიჩნეულ იქნა კანონიერად, ასევე გაუქმდა საპროცესო ხარჯები მხარეთა შორის, ხოლო საპენსიო უზრუნველყოფაზე მათ უარი განაცხადეს.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ქ. ც-მ და მოითხოვა განქორწინების თაობაზე ზემოაღნიშნული განაჩენის (გადაწყვეტილების) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა იმ მიზნით, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ განქორწინების რეგისტრაციის მოთხოვნაზე უარი განუცხადა ვიდრე ზემოაღნიშნული განაჩენი (გადაწყვეტილება) არ იქნება ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო განაჩენის შესწავლით დასტურდება, რომ იგი კანონიერ ძალაშია შესული 2005 წლის 16 მარტიდან, ირკვევა, რომ მოპასუხე რ. დ-ი ინფორმირებული იყო საქმის განხილვის თაობაზე, ამასთანავე, შუამდგომლობის ავტორმა წერილობით დაადასტურა განაჩენის გერმანიის ტერიტორიაზე აღსრულების ფაქტი, ხოლო თავად განაჩენით, ასევე შუამდგომლობაზე დართული ქ.ც-ს პირადობის მოწმობის ასლით უდავოდ დასტურდება, რომ შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 29 აპრილის განჩინებით ქ. ც-ს შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ქ. ც-ს შუამდგომლობა გერმანიის აჰაუზის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2005 წლის 16 მარტის განაჩენის (გადაწყვეტილების) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

გერმანიის აჰაუზის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2005 წლის 16 მარტის განაჩენით მოსარჩელე ქ. ც-ს მოთხოვნა ვრედენის მმაჩის ბიუროს გამგის წინაშე ქ. ც-სა და რ. დ-ს შორის 2001 წლის 23 იანვარს რეგისტრირებული N13/01 ქორწინების გაუქმების თაობაზე მიჩნეულ იქნა კანონიერად, ასევე გაუქმდა საპროცესო ხარჯები მხარეთა შორის, ხოლო საპენსიო უზრუნველყოფაზე მათ უარი განაცხადეს.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ქ. ც-მ და მოითხოვა განქორწინების თაობაზე ზემოაღნიშნული განაჩენის (გადაწყვეტილების) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა იმ მიზნით, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ განქორწინების რეგისტრაციის მოთხოვნაზე უარი განუცხადა ვიდრე ზემოაღნიშნული განაჩენი (გადაწყვეტილება) არ იქნება ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო განაჩენის შესწავლით დასტურდება, რომ იგი კანონიერ ძალაშია შესული 2005 წლის 16 მარტიდან, ირკვევა, რომ მოპასუხე რ. დ-ი ინფორმირებული იყო საქმის განხილვის თაობაზე, ამასთანავე, შუამდგომლობის ავტორმა წერილობით დაადასტურა განაჩენის გერმანიის ტერიტორიაზე აღსრულების ფაქტი, ხოლო თავად განაჩენით, ასევე შუამდგომლობაზე დართული ქ.ც-ს პირადობის მოწმობის ასლით უდავოდ დასტურდება, რომ შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტით კი დადგენილია, რომ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო, ხოლო ნორმის მე-2 პუნქტით კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს შუამდგომლობაში მითითებული გადაწყვეტილება მისი საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის მიზნით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარეს უარი ეთქმევა შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე. ამდენად, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით ასევე დადგენილია გარკვეული შეზღუდვები, თუმცა საკასაციო სასამართლოს საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. ამდენად, გერმანიის აჰაუზის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2005 წლის 16 მარტის განაჩენი (გადაწყვეტილება) საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. ც-ს შუამდგომლობა გერმანიის აჰაუზის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2005 წლის 16 მარტის განაჩენის (გადაწყვეტილების) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე გერმანიის აჰაუზის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2005 წლის 16 მარტის განაჩენი (გადაწყვეტილება), რომლითაც მოსარჩელე ქ. ც-ს მოთხოვნა ვრედენის მმაჩის ბიუროს გამგის წინაშე ქ. ც-სა და რ. დ-ს შორის 2001 წლის 23 იანვარს რეგისტრირებული N13/01 ქორწინების გაუქმების თაობაზე მიჩნეულ იქნა კანონიერად, ასევე გაუქმდა საპროცესო ხარჯები მხარეთა შორის, ხოლო საპენსიო უზრუნველყოფაზე მათ უარი განაცხადეს.

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე