Facebook Twitter

№ა-1367-შ-43-2014 7 ივლისი, 2014 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

განცხადების ავტორი - მ. ჩ-ე

წარმომადგენელი - ს. ო-ა

მოწინააღმდეგე მხარე - ა. ბ-ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს - გერმანიის ერლანგენის საქალაქო სასამართლოს საოჯახო საქმეების განყოფილების 2012 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი - განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გერმანიის ერლანგენის საქალაქო სასამართლოს საოჯახო საქმეების განყოფილების 2012 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. ჩ-სა და ა. ბ-ს შორის 2007 წლის 6 ივლისს ერლანგენის იუსტიციის მოხელის წინაშე 168/07 ნომრით რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა მ. ჩ-ის წარმომადგენელმა ს. ო-მ და მოითხოვა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ ის კანონიერ ძალაში შევიდა 2012 წლის 20 დეკემბრიდან და მხარეები ესწრებოდნენ საქმის განხილვას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო რა წარმოდგენილ შუამდგომლობას და თანდართულ მასალებს, მივიდა იმ დასკვნამდე, მ. ჩ-ის შუმადგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, გერმანიის ერლანგენის საქალაქო სასამართლოს საოჯახო საქმეების განყოფილების 2012 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ კანონის 69-ე მუხლის მიხედვით, განქორწინების საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. ჩ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. გერმანიის ერლანგენის საქალაქო სასამართლოს საოჯახო საქმეების განყოფილების 2012 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც მ. ჩ-სა და ა. ბ-ს შორის 2007 წლის 6 ივლისს ერლანგენის იუსტიციის მოხელის წინაშე 168/07 ნომრით რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა, ცნობილ იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე;

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე