საქმე №ა-3809-შ-99-2013 9 ივლისი, 2014 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – მ. ი-მ
მოწინააღმდეგე მხარე – ი. ა-ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს – თურქეთის რესპუბლიკის გაზიოსმანფაშას სააღსრულებო იურისდიქციის სასამართლოს 2013 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თურქეთის რესპუბლიკის გაზიოსმანფაშას სააღსრულებო იურისდიქციის სასამართლოს 2013 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილებით:
1. დაკმაყოფილებული იქნა კრედიტორის მოთხოვნა პროტესტის (გასაჩივრება) მოხსნის თაობაზე; მოხსნილი იქნა გაზიოსმანფაშას პირველი სააღსრულებო სამმართველოს სააღსრულებო მოქმედებების შესახებ 2009/12917 გადაწყვეტილებაზე დადებული პროტესტი (გასაჩივრება).
2. მოპასუხე მოვალის (ი. ა-ის) პროტესტის მოხსნისათვის საერთო თანხის 126.420 თურქული ლირის 40% ოდენობით ანუ 50.568 თურქული ლირა, როგორც სააღსრულებო მოქმედებების გასაჩივრების კომპენსაცია გამოეთხოვა მოპასუხე მოვალეს (ი. ა-ის) და მიეცა მოსარჩელე კრედიტორს (მ. ი-ს).
3. გაუქმებულ იქნა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებიდან 01.02.2013 წელს მე-3 შუალედური გადაწყვეტილება დადებული აკრძალვის შესახებ.
4. სასამართლო ხარჯის სახით გადახდილი 118.95 თურქული ლირა და სხვა ხარჯები 192.95 თურქული ლირა გადახდევინებული იქნა მოპასუხე მოვალეს (ი. ა-ის) კრედიტორის (მ. ი-ის) სასარგებლოდ.
5. კრედიტორის წარმომადგენლისათვის გადახდილი ჰონორალი 440 თურქული ლირის ოდენობით გადახდევინებული იქნა მოპასუხე მოვალეს (ი. ა-ის) კრედიტორის (მ. ი-ის) სასარგებლოდ.
6. ზედმეტად გადახდილი ავანსი დაუბრუნდა კრედიტორს.
7. მოპასუხის მიერ გაღებული ხარჯები დარჩა მოვალის ხარჯზე.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მ. ი-ის წარმომადგენელმა თ. რ-მ და მოითხოვა დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 13 დეკემბრის განჩინებით შუამდგომლობის ავტორს თურქეთის გაზიოსმანფაშას სააღსრულებო სასამართლოს 2013 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილების სათანადოდ დამოწმებული ეგზემპლარის წარმოსადგენად 10 დღის ვადა მიეცა. შუამდგომლობის ავტორმა ხარვეზი სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში შეავსო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 9 იანვრის განჩინებით მ. ი-ის შუამდგომლობა თურქეთის რესპუბლიკის გაზიოსმანფაშას სააღსრულებო იურისდიქციის სასამართლოს 2013 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებული იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ მ. ი-ის შუამდგომლობა თურქეთის რესპუბლიკის გაზიოსმანფაშას სააღსრულებო იურისდიქციის სასამართლოს 2013 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
თურქეთის რესპუბლიკის გაზიოსმანფაშას სააღსრულებო იურისდიქციის სასამართლოს 2013 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილებით:
1. დაკმაყოფილებული იქნა კრედიტორის მოთხოვნა პროტესტის (გასაჩივრება) მოხსნის თაობაზე; მოხსნილი იქნა გაზიოსმანფაშას პირველი სააღსრულებო სამმართველოს სააღსრულებო მოქმედებების შესახებ 2009/12917 გადაწყვეტილებაზე დადებული პროტესტი (გასაჩივრება).
2. მოპასუხე მოვალის პროტესტის მოხსნისათვის საერთო თანხის 126.420 თურქული ლირის 40% ოდენობით ანუ 50.568 თურქული ლირა, როგორც სააღსრულებო მომედებების გასაჩივრების კომპენსაცია გამოეთხოვა მოპასუხე მოვალეს და მიეცა მსარჩელე კრედიტორს.
3. გაუქმებულ იქნა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებიდან 01.02.2013 წელს მე-3 შუალედური გადაწყვეტილება დადებული აკრძალვის შესახებ.
4. სასამართლო ხარჯის სახით გადახდილი 118.95 თურქული ლირა და სხვა ხარჯები 192.95 თურქული ლირა გადახდევინებული იქნა მოპასუხე მოვალეს კრედიტორის სასარგებლოდ.
5. კრედიტორის წარმომადგენლისათვის გადახდილი ჰონორალი 440 თურქული ლირის ოდენობით გადახდევინებული იქნა მოპასუხე მოვალეს კრედიტორის სასარგებლოდ.
6. ზედმეტად გადახდილი ავანსი დაუბრუნდა კრედიტორს.
7. მოპასუხის მიერ გაღებული ხარჯები დარჩა მოვალის ხარჯზე.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს კანონიერ ძალაში შევიდა 2013 წლის 13 აგვისტოს. თურქეთის რესპუბლიკის გაზიოსმანფაშას პირველი სააღსრულებო სამმართველოს მიერ 13.11.2013 წელს გაცემული ცნობიდან და 30.10.2013 წლის საქმის ანგარიშიდან ირკვევა, რომ მოცემული გადაწყვეტილება არ აღსრულებულა მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე. ასევე წარმოდგენილი გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ მოპასუხე ინფორმირებული იყო და მონაწილეობდა საქმის განხილვაში, ხოლო შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (მომზადების თარიღი - 29.11.2013 წ.) დგინდება, რომ მოპასუხე ი. ა-ი არის ქალაქ თბილისში, წ-ის ქ. №10-ში, №20 ბინის მესაკუთრე.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. ამდენად, თურქეთის რესპუბლიკის გაზიოსმანფაშას სააღსრულებო იურისდიქციის სასამართლოს 2013 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ი-ის შუამდგომლობა თურქეთის რესპუბლიკის გაზიოსმანფაშას სააღსრულებო იურისდიქციის სასამართლოს 2013 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად თურქეთის რესპუბლიკის გაზიოსმანფაშას სააღსრულებო იურისდიქციის სასამართლოს 2013 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილება, რომლითაც:
1) დაკმაყოფილებული იქნა კრედიტორის მოთხოვნა პროტესტის (გასაჩივრება) მოხსნის თაობაზე; მოხსნილი იქნა გაზიოსმანფაშას პირველი სააღსრულებო სამმართველოს სააღსრულებო მოქმედებების შესახებ 2009/12917 გადაწყვეტილებაზე დადებული პროტესტი (გასაჩივრება).
2) მოპასუხე მოვალის პროტესტის მოხსნისათვის საერთო თანხის 126.420 თურქული ლირის 40% ოდენობით ანუ 50.568 თურქული ლირა, როგორც სააღსრულებო მოქმედებების გასაჩივრების კომპენსაცია გამოეთხოვა მოპასუხე მოვალეს და მიეცა მოსარჩელე კრედიტორს.
3) გაუქმებულ იქნა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებიდან 01.02.2013 წელს მე-3 შუალედური გადაწყვეტილება დადებული აკრძალვის შესახებ.
4) სასამართლო ხარჯის სახით გადახდილი 118.95 თურქული ლირა და სხვა ხარჯები 192.95 თურქული ლირა გადახდევინებული იქნა მოპასუხე მოვალეს კრედიტორის სასარგებლოდ.
5) კრედიტორის წარმომადგენლისათვის გადახდილი ჰონორალი 440 თურქული ლირის ოდენობით გადახდევინებული იქნა მოპასუხე მოვალეს კრედიტორის სასარგებლოდ.
6) ზედმეტად გადახდილი ავანსი დაუბრუნდა კრედიტორს.
7) მოპასუხის მიერ გაღებული ხარჯები დარჩა მოვალის ხარჯზე.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ.ქათამაძე