Facebook Twitter

საქმე№ა-544-შ-17-2014 9 ივლისი, 2014 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – შპს „ე-რ“ (E-R Ltd)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ფ-გ“ (F-G Ltd)

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს – ლონდონის საზღვაო არბიტრთა ასოციაციის (L.M.A.A) 2013 წლის 2 ნოემბრის საარბიტრაჟო გადაწყვეტილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლონდონის საზღვაო არბიტრთა ასოციაციის (L.M.A.A) 2013 წლის 2 ნოემბრის საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით შპს „ე-ის“ სარჩელი გადაზიდვის ხელშეკრულებიდან, დადასტურებული გადაზიდვის ხელშეკრულების შესაბამისი დებულებებით, თანხაზე - 494,732.64 აშშ დოლარი, წარმატებით გადაწყდა შპს „ე-ის“ სასარგებლოდ. შპს „ფ-ს“ შპს „ე-ის“ სასარგებლოდ დაუყოვნებლივ გადასახდელად დაეკისრა თანხა - 494,732.64 აშშ დოლარი, მასზე დარიცხული სარგებლით 2013 წლის 31 მარტიდან გადაწყვეტილების მიღების თარიღამდე, წლიური 5% სარგებლის განაკვეთით. დავალიანება იფარება სამთვიანი გადახდებით. შპს „ფ-ის“ შეგებებული სარჩელი გადაზიდვის ხელშეკრულებიდან, არ დაკმაყოფილდა. შპს „ფ-მა“ გადაიხადოს ყველა საკუთარი ხარჯი და ასევე, აანაზღაუროს შპს „ე-ის“ ხარჯები არბიტრაჟთან დაკავშირებით, დარიცხული სტანდარტულ საფუძველზე. შპს „ფ-ს“ შპს „ე-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა პროცენტი დაკისრებული თანხაზე (ხარჯების და პროცენტების ჩათვლით) გადაწყვეტილების მიღების თარიღიდან ფაქტიური გადახდის მომენტამდე, წლიური 5% სარგებლის განაკვეთით. დავალიანება იფარება სამთვიანი გადახდებით. შპს „ფ-მა“ სრულად უნდა გადაიხადოს წინამდებარე საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ღირებულება. თუ შპს „ე-ს“ გადახდილი აქვს ხარჯები ნაწილობრივ ან სრულად, შპს „ე-ს“ ეკუთვნის გადახდილი თანხის დაუყოვნებლივი კომპენსაცია, პროცენტებთან ერთად, წლიური 5%-ის განაკვეთით, პროპორციულად. იანგარიშება გადახდის დღიდან კომპენსაციის ანაზღაურების თარიღამდე. დავალიანება იფარება სამთვიანი გადახდებით.

შპს „ე-ის“ წარმომადგენელმა პ. კ-მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 24 თებერვლის განჩინებით შპს „ე-ს“ (E-R Ltd) დაევალა, განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა მოდავე მხარეთა საარბიტრაჟო შეათანხმება დედნის ან კანონით გათვალისწინებული დამოწმებული ასლის სახით. დადგენილ ვადაში შპს „ე-ის“ წარმომადგენელმა პ. კ-მა განცხადებით მომართა სასამართლოს და მოითხოვა ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის ათი დღით გაგრძელება, რადგან საჭირო იყო უცხოეთიდან გარკვეული დოკუმენტაციის გამოთხოვა და უცხო ქვეყნის ნორმატიული აქტების დამუშავება. ამავე სასამართლოს 2014 წლის 20 მარტის განჩინებით შპს „ე-ის“ წარმომადგენელ პ. კ-ის განცხადება დაკმაყოფილდა და ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადა გაგრძელდა 10 დღით. შუამდგომლობის ავტორმა ხარვეზი სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში შეავსო.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 7 აპრილის განჩინებით შპს „ე-ის“ (E-R Ltd) წარმომადგენელ პ. კ-ის შუამდგომლობა ლონდონის საზღვაო არბიტრთა ასოციაციის (L.M.A.A) 2013 წლის 2 ნოემბრის საარბიტრაჟო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებული იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ შპს „ე-ის“ (E-R Ltd) წარმომადგენელ პ. კ-ის შუამდგომლობა ლონდონის საზღვაო არბიტრთა ასოციაციის (L.M.A.A) 2013 წლის 2 ნოემბრის საარბიტრაჟო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

ლონდონის საზღვაო არბიტრთა ასოციაციის (L.M.A.A) 2013 წლის 2 ნოემბრის საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით შპს „ე-ის“ სარჩელი გადაზიდვის ხელშეკრულებიდან, დადასტურებული გადაზიდვის ხელშეკრულების შესაბამისი დებულებებით, თანხაზე - 494,732.64 აშშ დოლარი, წარმატებით გადაწყდა შპს „ე-ის“ სასარგებლოდ. შპს „ფ-ს“ შპს „ე-ის“ სასარგებლოდ დაუყოვნებლივ გადასახდელად დაეკისრა თანხა - 494,732.64 აშშ დოლარი, მასზე დარიცხული სარგებლით 2013 წლის 31 მარტიდან გადაწყვეტილების მიღების თარიღამდე, წლიური 5% სარგებლის განაკვეთით. დავალიანება იფარება სამთვიანი გადახდებით. შპს „ფ-ის“ შეგებებული სარჩელი გადაზიდვის ხელშეკრულებიდან, არ დაკმაყოფილდა. შპს „ფ-მა“ გადაიხადოს ყველა საკუთარი ხარჯი და ასევე, აანაზღაუროს შპს „ე-ის“ ხარჯები არბიტრაჟთან დაკავშირებით, დარიცხული სტანდარტულ საფუძველზე. შპს „ფ-ს“ შპს „ე-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა პროცენტი დაკისრებული თანხაზე (ხარჯების და პროცენტების ჩათვლით) გადაწყვეტილების მიღების თარიღიდან ფაქტიური გადახდის მომენტამდე, წლიური 5% სარგებლის განაკვეთით. დავალიანება იფარება სამთვიანი გადახდებით. შპს „ფ-მა“ სრულად უნდა გადაიხადოს წინამდებარე საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ღირებულება. თუ შპს „ე-ს“ გადახდილი აქვს ხარჯები ნაწილობრივ ან სრულად, შპს „ე-ს“ ეკუთვნის გადახდილი თანხის დაუყოვნებლივი კომპენსაცია, პროცენტებთან ერთად, წლიური 5%-ის განაკვეთით, პროპორციულად. იანგარიშება გადახდის დღიდან კომპენსაციის ანაზღაურების თარიღამდე. დავალიანება იფარება სამთვიანი გადახდებით.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს კანონიერ ძალაშია შესული და ექვემდებარება იძულებით აღსრულებას. დიდ ბრიტანეთში არ მიმდინარეობს არანაირი პროცედურა, რომელიც დაკავშირებული იქნება ამ გადაწყვეტილების აღსრულებასთან. მოპასუხეს შესაბამისი წესით ეცნობა საარბიტრაჟო განხილვის შესახებ დიდი ბრიტანეთის კანონმდებლობისა და ლონდონის საზღვაო არბიტრთა ასოციაციის წესების შესაბამისად და მოპასუხე მონაწილეობდა საქმის განხილვაში. 2013 წლის 28 იანვრის გადაზიდვის ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების ადგილია საქართველო, ქ. ფოთი. ასევე, ფოთის საზღვაო ნავსადგურში დგას მოპასუხის - შპს „ფ-ის“ დაყადაღებული გემი „ე-ფ ს“ („E-F S“), მცურავი ტოგოს დროშის ქვეშ.

აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ შპს „ე-ის“ (E-R Ltd) შუამდგომლობა აკმაყოფილებს „უცხოეთის საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების“ ნიუ-იორკის კონვენციის მოთხოვნებს, ხოლო „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 731 მუხლის თანახმად, საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება ხდება „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. იმ ქვეყნის მიუხედავად, სადაც გამოტანილ იქნა საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, იგი შესასრულებლად სავალდებულოა და სასამართლოში წერილობითი შუამდგომლობის წარდგენის შემთხვევაში უნდა აღსრულდეს ამ მუხლისა და ამ კანონის 45-ე მუხლის დებულებათა გათვალისწინებით. საქართველოში გამოტანილ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით ამ მუხლისა და ამ კანონის 45-ე მუხლის მიზნებისათვის უფლებამოსილ სასამართლოდ ითვლება სააპელაციო სასამართლოები, ხოლო საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით – საქართველოს უზენაესი სასამართლო („არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტი).

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა აკმაყოფილებს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე და 45-ე მუხლების მოთხოვნებს, ამდენად, ლონდონის საზღვაო არბიტრთა ასოციაციის (L.M.A.A) 2013 წლის 2 ნოემბრის საარბიტრაჟო გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.

„უცხოეთის საარბიტრაჟო გადაწყვეტილებათა ცნობისა და აღსრულების“ ნიუ-იორკის კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, ყოველი ხელშემკვრელი სახელმწიფო საარბიტრაჟო გადაწყვეტილებებს ცნობს როგორც სავალდებულოს და აღასრულებს მათ იმ ტერიტორიის პროცესუალური ნორმებით, სადაც მოითხოვება ამ გადაწყვეტილებათა ცნობა და აღსრულება, ქვემოჩამოთვლილ მუხლებში ჩამოყალიბებული პირობებით. იმ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებათა ცნობისა და აღსრულების მიმართ, რომლებისთვისაც გამოიყენება ეს კონვენცია, არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს არსებითად უფრო მძიმე პირობები ან უფრო მაღალი ბაჟი ან მოსაკრებლები იმასთან შედარებით, რომლებიც არსებობს შიდა გადაყვეტილებათა ცნობისა და აღსრულებისათვის.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან საკასაციო პალატის წინამდებარე განჩინებით სრულად დაკმაყოფილდა შპს „ე-ის“ (E-R Ltd) შუამდგომლობა ლონდონის საზღვაო არბიტრთა ასოციაციის (L.M.A.A) 2013 წლის 2 ნოემბრის საარბიტრაჟო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე, შპს „ფ-ს“ (F-G Ltd) შუამდგომლობის ავტორის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილ შუამდგომლობაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 8 000 ლარი.

რაც შეეხება შპს „ე-ის“ (E-R Ltd) წარმომადგენელ პ. კ-ის შუამდგომლობას მოწინააღმდეგე მხარისთვის იურიდიული მომსახურებისა და დოკუმენტების მომზადების ღირებულების - 1960 ლარის დაკისრების თაობაზე, პალატას მიაჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა „უცხოეთის საარბიტრაჟო გადაწყვეტილებათა ცნობისა და აღსრულების“ ნიუ-იორკის კონვენციით, „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ე-ის“ (E-R Ltd) შუამდგომლობა ლონდონის საზღვაო არბიტრთა ასოციაციის (L.M.A.A) 2013 წლის 2 ნოემბრის საარბიტრაჟო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად ლონდონის საზღვაო არბიტრთა ასოციაციის (L.M.A.A) 2013 წლის 2 ნოემბრის საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „ე-ის“ სარჩელი გადაზიდვის ხელშეკრულებიდან, დადასტურებული გადაზიდვის ხელშეკრულების შესაბამისი დებულებებით, თანხაზე - 494,732.64 აშშ დოლარი, წარმატებით გადაწყდა შპს „ე-ის“ სასარგებლოდ. შპს „ფ-ს“ შპს „ე-ის“ სასარგებლოდ დაუყოვნებლივ გადასახდელად დაეკისრა თანხა - 494,732.64 აშშ დოლარი, მასზე დარიცხული სარგებლით 2013 წლის 31 მარტიდან გადაწყვეტილების მიღების თარიღამდე, წლიური 5% სარგებლის განაკვეთით. დავალიანება იფარება სამთვიანი გადახდებით. შპს „ფ-ის“ შეგებებული სარჩელი გადაზიდვის ხელშეკრულებიდან, არ დაკმაყოფილდა. შპს „ფ-მა“ გადაიხადოს ყველა საკუთარი ხარჯი და ასევე, აანაზღაუროს შპს „ე-ის“ ხარჯები არბიტრაჟთან დაკავშირებით, დარიცხული სტანდარტულ საფუძველზე. შპს „ფ-ს“ შპს „ე-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა პროცენტი დაკისრებული თანხაზე (ხარჯების და პროცენტების ჩათვლით) გადაწყვეტილების მიღების თარიღიდან ფაქტიური გადახდის მომენტამდე, წლიური 5% სარგებლის განაკვეთით. დავალიანება იფარება სამთვიანი გადახდებით. შპს „ფ-მა“ სრულად უნდა გადაიხადოს წინამდებარე საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ღირებულება. თუ შპს „ე-ს“ გადახდილი აქვს ხარჯები ნაწილობრივ ან სრულად, შპს „ე-ს“ ეკუთვნის გადახდილი თანხის დაუყოვნებლივი კომპენსაცია, პროცენტებთან ერთად, წლიური 5%-ის განაკვეთით, პროპორციულად. იანგარიშება გადახდის დღიდან კომპენსაციის ანაზღაურების თარიღამდე. დავალიანება იფარება სამთვიანი გადახდებით.

3. შპს „ფ-ს“ (F-G Ltd) შპს „ე-ის“ (E-R Ltd) სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილ შუამდგომლობაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 8 000 ლარი და იურიდიული მომსახურებისა და დოკუმენტების მომზადების ღირებულება - 1960 ლარი.

4. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე