Facebook Twitter
#as-660-619-2010

№ას-623-591-2014 21 ივლისი, 2014 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საჩივრის ავტორები _ ა. ს-ი, ნ. ხ-ი, ქ. ხ-ი, გ. ხ-ი

მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. ჩ-ე

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 01 მაისის განჩინება

საჩივრის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით:

1. ა. ს-ის, ნ. ხ-ის, ქ. ხ-ისა და გ. ხ-ის სარჩელი თ. ხ-ისა და ი. ხ-ის მიმართ სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობის, ნასყიდობის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობისა და მესაკუთრედ ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდა;

2. ა. ს-ი, ნ. ხ-ი, ქ. ხ-ი და გ. ხ-ი აღირიცხნენ მესაკუთრედ, საჯარო რეესტრში ი. ხ-ის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების მდებარე – თბილისი, ა-ს ქ. №23 - მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: – …… – ½ წილზე და ამ ნაწილში გაბათილდა თ. ხ-სა და ი. ხ-ს შორის უძრავ ქონებაზე 2010 წლის 23 აპრილს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება;

3. ბათილად იქნა ცნობილი ნოტარიუს თ. დ-ის მიერ 2013 წლის 13 აპრილს (რეგისტრაციის ნომერი №100335855) გ. ხ-ის სამკვიდრო ქონებაზე თ. ხ-ის სახელზე გაფორმებული სამკვიდრო მოწმობა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ი. ხ-მა და თ. ხ-მა და მოითხოვეს აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება.

სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინეს ა. ს-მა, ნ. ხ-მა, ქ. ხ-მა და გ. ხ-მა და იშუამდგომლეს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე, კერძოდ, მოითხოვეს, რომ თ. ხ-ს აეკრძალოს მამკვიდრებელ გ. ხ-ის სახელზე რიცხული უძრავი ქონების მდებარე, ქ. თბილისი, შ. ნ-ის ფერდობი, … მ/რ-ნი, კორპ. 8, ბ. 13, სამკვიდრო მოწმობის მიღება და სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 01 მაისის განჩინებით განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე და დაკმაყოფილდა.

აღნიშნულ განჩინებაზე საჩივარი შეიტანეს ა. ს-მა, ნ. ხ-მა, ქ. ხ-მა და გ. ხ-მა და მოითხოვეს მისი გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 13 მაისის განჩინებით ა ს-ს, ნ. ხ-ს, ქ. ხ-ს და გ. ხ-ს საჩივარზე დაუდგინდათ ხარვეზი და და ევალათ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 50 ლარის ოდენობით.

2014 წლის 9 ივნისის განჩინებით ა. ს-ის, ნ ხ-ის, ქ. ხ-ის და გ. ხ-ის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 1 მაისის განჩინებაზე მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და საქმის მასალებთან ერთად გადმოიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

2014 წლის 16 ივლისს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართეს საჩივრის ავტორებმა, მიუთითეს, რომ უარს ამბობენ საჩივარზე და ითხოვენ მის განუხილველად დატოვებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და წარმოდგენილი განცხადების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ს-ის, ნ. ხ-ის, ქ. ხ-ის და გ. ხ-ის საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლებების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები თვითონ განსაზღვრავენ დავის საგანს და იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ.

საკასაციო სასამართლო გნმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით დამკვიდრებულია პირის უფლება მიმართოს სასამართლოს თავისი დარღვეული ან სადავო უფლების დაცვის მიზნით, ხოლო, ამავე კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს სამოქალაქო საპროცესო სამართალში, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული, ცხადია, გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას, გაასაჩივრონ სასამართლოს გადაწყვეტილებები ან უარი თქვან მათ გასაჩივრებაზე.

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს განჩინება საჩივრით გასაჩივრებულია ა. ხ-ის, ნ. ხ-ის, ქ. ხ-ისა და გ. ხ-ის მიერ, რომლებმაც საჩივრის განხილვის ეტაპზე წარმოადგინეს განცხადება და უარი თქვეს საჩივარზე. როგორც აღინიშნა, გადაწყვეტილების გასაჩივრება ზემოთ მითითებული ნორმების საფუძველზე მხოლოდ მხარის უფლებას წარმოადგენს და თუ მხარე უარს განაცხადებს მასზე, სასამართლო უფლებამოსილი არ არის მიიღოს საჩივარი წარმოებაში და განიხილოს იგი. ამდენად, ა. ს-ის, ნ. ხ-ის, ქ. ხ-ისა და გ. ხ-ის საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან საჩივრის ავტორებმა უარი განაცხადეს მის განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე-285-ე, 1971-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა. ს-ის, ნ. ხ-ის, ქ. ხ-ის და გ. ხ-ის საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე