Facebook Twitter

№ას-570-541-2014 10 ივნისი, 2014 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორები – ც. კ-ა, ნ. გ-ე, ვ. ბ-ე, ი. გ-ე, ე. ჩ-ე

მოწინააღმდეგე მხარეები – ს. ქ-ე, რ. ფ-ე, დ. თ-ე, ი-ბ გ-ე, თ. გ-ე, ლ. მ-ე, ა. ნ-ე, ხ. ი-ე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება

დავის საგანი – კრების ოქმის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 13 სექტემბრის გადაწყვეტილებით:

1. დაკმაყოფილდა ც. კ-ას, ნ. გ-ის, ვ ბ-ის, ი. გ-სა და ე. ჩ-ის სასარჩელო მოთხოვნა;

2. ბათილად იქნა ცნობილი 2007 წლის 25 აპრილის კოოპერატივის წევრთა საერთო კრების ოქმი №4, ა-ა 42ა-ს წევრობა შეუწყდათ ამხანაგობის წევრებს: ი. ბ-ს, მ. ქ-ს, ს. ქ-ს, რ. ფ-ს, დ. თ-ს, ს. ბ-ს, ი-ბ გ-ს, ბ. გ-ს, თ. გ-ს, გ. დ-ს, ლ. მ-ს, ა. ნ-ს, ნ. ა-ს და ხ. ი-ს.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ს. ქ-მ, რ. ფ-მ, დ. თ-მ, ი-ბ გ-მ, ლ. მ-მ, ა. ნ-მ, ხ. ი-მ და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით:

1. ი. ბ-ის, ს. ქ-ის, რ. ფ-ის, დ. თ-ის, ი-ბ გ-ის, თ. გ-ის, ლ. მ-ის, ა. ნ-ის და ხ. ი-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

2. გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება ს. ქ-ისათვის, რ. ფ-ისათვის, დ. თ-ისათვის, ი-ბ გ-ისათვის, თ. გ-ისათვის, ლ. მ-ისათვის, ა. ნ-ისა და ხ. ი-ისათვის ა-ა 42ა-ს წევრობის შეწყვეტის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება;

3. ც. კ-ას, ნ. გ-ის, ვ. ბ-ის, ი. გ-სა და ე. ჩ-ის სარჩელი ს. ქ-ისათვის, რ. ფ-ისათვის, დ. თ-ისათვის, ი-ბ გ-ისათვის, თ. გ-ისათვის, ლ. მ-ისათვის, ა. ნ-ისა და ხ. ი-ისათვის ა-ა 42ა-ს წევრობის შეწყვეტის მოთხოვნით არ დაკმაყოფილდა.

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილება 2007 წლის 25 აპრილის კოოპერატივის წევრთა საერთო კრების №4 ოქმის ბათილად ცნობისა და ი. ბ-ისათვის ა-ა 42ა-ს წევრობის შეწყვეტის ნაწილში დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ც. კ-ამ, ნ. გ-მ, ვ. ბ-მ, ი. გ-მ და ე. ჩ-მ, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ც. კ-ას, ნ. გ-ის, ვ. ბ-ის, ი. გ-სა და ე. ჩ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამავე კოდექსის 369-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, ხოლო, ამავე კოდექსის 2591 მუხლის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

მითითებული ნორმა ავალდებულებს მხარეს (მის წარმომადგენელს) გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კანონი ადგენს, რომ გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს.

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 24 მარტის სასამართლო სხდომაზე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება გადაიდო 2014 წლის 31 მარტს (იხ. ტომი 3, ს.ფ. 306-310). აღნიშნულ სხდომას ესწრებოდა კასატორების - ც. კ-ას, ნ. გ-ის, ვ. ბ-ის, ი. გ-სა და ე. ჩ-ის წარმომადგენელი ე. მ-ე (იხ. მინდობილობები, ტომი 3, ს.ფ. 4-7; 72), შესაბამისად, მისთვის ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორები (მისი წარმომადგენელი) ვალდებული იყვნენ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადებულიყვნენ სასამართლოში და ჩაებარებინათ დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი, კერძოდ, კასატორებს გადაწყვეტილების ასლის მისაღებად სააპელაციო სასამართლოსათვის უნდა მიემართათ არა უგვიანეს 2014 წლის 30 აპრილისა.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ კასატორებს დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მისაღებად სააპელაციო სასამართლოსათვის დადგენილ ვადაში არ მიუმართავთ. ასეთ შემთხვევაში, როგორც ზემოთ აღინიშნა, გასაჩივრების ვადის ათვლა იწყება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორებისათვის საკასაციო საჩივრის შეტანის 21-დღიანი ვადის ათვლა, განსახილველ შემთხვევაში, დაიწყო 2014 წლის 30 აპრილს და ამოიწურა 2014 წლის 20 მაისს. დადგენილია, რომ ც. კ-ამ, ნ. გ-მ, ვ. ბ-მ, ი. გ-მ და ე. ჩ-მ საკასაციო საჩივარი წარადგინეს 2014 წლის 27 მაისს, ანუ კანონით დადგენილი ვადის დარღვევით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ც. კ-ას, ნ. გ-ის, ვ. ბ-ის, ი. გ-სა და ე. ჩ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული, ვინაიდან მათ საკასაციო საჩივარი შეიტანეს კანონით დადგენილი ვადის დარღვევით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ც. კ-ას, ნ. გ-ის, ვ. ბ-ის, ი. გ-სა და ე. ჩ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე პაატა ქათამაძე