Facebook Twitter

საქმე №ა-192-შ-6-2014 18 სექტემბერი, 2014 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ჯ. ი-ი

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ბ.-ი-ა

განაჩენი, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს – გერმანიის ვეზელის პირველი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო სასამართლოს 2009 წლის 15 დეკემბრის განაჩენი

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გერმანიის ვეზელის პირველი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო სასამართლოს 2009 წლის 15 დეკემბრის განაჩენით გაუქმდა ქორწინება ჯ. ი-სა და ნ. ბ.-ი-ას შორის, რეგისტრირებული 20.05.1997 წ. თბილისის მმაჩის ბიუროში სარეგისტრაციო ნომრით 42.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ჯ. ი-ის წარმომადგენელმა თ. ტ-მ და მოითხოვა განქორწინების ნაწილში დასახელებული განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 5 თებერვლის განჩინებით ჯ. ი-ის შუამდგომლობა გერმანიის ვეზელის პირველი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო სასამართლოს 2009 წლის 15 დეკემბრის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ჯ. ი-ის შუამდგომლობა გერმანიის ვეზელის პირველი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო სასამართლოს 2009 წლის 15 დეკემბრის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

გერმანიის ვეზელის პირველი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო სასამართლოს 2009 წლის 15 დეკემბრის განაჩენით გაუქმდა ქორწინება ჯ. ი-სა და ნ. ბ.-ი-ას შორის, რეგისტრირებული 20.05.1997 წ. თბილისის მმაჩის ბიუროში სარეგისტრაციო ნომრით 42.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ განაჩენი, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს კანონიერ ძალაშია შესული 2010 წლის 22 იანვრიდან. ასევე, მხარეები სათანადოდ იყვნენ ინფორმირებულნი საქმის განხილვის თაობაზე და მონაწილეობდნენ საქმის განხილვაში. შუამდგომლობის ავტორის განცხადებით აღნიშნული განაჩენი აღსრულებულია გერმანიაში. ჯ. ი-ი არის საქართველოს მოქალაქე.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.

გერმანიის ვეზელის პირველი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო სასამართლოს 2009 წლის 15 დეკემბრის განაჩენი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ჯ. ი-ის შუამდგომლობა გერმანიის ვეზელის პირველი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო სასამართლოს 2009 წლის 15 დეკემბრის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას გერმანიის ვეზელის პირველი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო სასამართლოს 2009 წლის 15 დეკემბრის განაჩენი, რომლითაც გაუქმდა ქორწინება ჯ. ი-სა და ნ. ბ.-ი-ას შორის, რეგისტრირებული 20.05.1997 წ. თბილისის მმაჩის ბიუროში სარეგისტრაციო ნომრით 42.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე