№ა-2327-შ-66-2014 30 სექტემბერი, 2014 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
განცხადების ავტორი - ს. ს-ე
მოწინააღმდეგე მხარე - პ. ს-ე
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს - გერმანიის ჰერფორდის პირველი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო სასამართლოს 2012 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გერმანიის ჰერფორდის პირველი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო სასამართლოს 2012 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილებით შეწყდა პ. ს-სა და ს. ს-ს შორის 15.11.2006 წელს საქართველოში რეგისტრირებული ქორწინება (რეგისტრაციის Nმნ0076138).
საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა ს. ს-ს წარმომადგენელმა კ. მ-მ და მოითხოვა დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ ის კანონიერ ძალაშია შესული 2012 წლის 7 სექტემბრიდან და მხარეები ინფორმირებული იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატა გაეცნო რა წარმოდგენილ შუამდგომლობას და თანდართულ მასალებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
გერმანიის ჰერფორდის პირველი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო სასამართლოს 2012 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილებით შეწყდა პ. ს-სა და ს. ს-ს შორის 15.11.2006 წელს საქართველოში რეგისტრირებული ქორწინება.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, ჰერფორდის პირველი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო სასამართლოს 2012 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ კანონის 69-ე მუხლის მიხედვით, განქორწინების საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 69-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ს. ს-ს წარმომადგენელ კ. მ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. ცნობილ იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე გერმანიის ჰერფორდის პირველი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო სასამართლოს 2012 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც შეწყდა პ. ს-სა და ს. ს-ს შორის 15.11.2006 წელს საქართველოში რეგისტრირებული ქორწინება (რეგისტრაციის N.......);
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე