Facebook Twitter

№ა-2376-შ-71-2014 30 სექტემბერი, 2014 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

განცხადების ავტორი - ლ. უ-ი

მოწინააღმდეგე მხარე - კ. ე. ბ.-პ-ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს - გერმანიის ჰამბურგ-ბარმბეკის პირველი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო სასამართლოს 2011 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გერმანიის ჰამბურგ-ბარმბეკის პირველი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო სასამართლოს 2011 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით ლ. უ-სა და კ. ე. ბ.-პ-ს შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა ლელა უჩანეიშვილმა და მოითხოვა დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ ის კანონიერ ძალაშია შესული და მხარეები მონაწილეობდნენ საქმის განხილვაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატა გაეცნო რა წარმოდგენილ შუამდგომლობას და თანდართულ მასალებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

გერმანიის ჰამბურგ-ბარმბეკის პირველი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო სასამართლოს 2011 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით ლ. უ-სა და კ. ე. ბ.-პ-ს შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, გერმანიის ჰამბურგ-ბარმბეკის პირველი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო სასამართლოს 2011 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ კანონის 69-ე მუხლის მიხედვით, განქორწინების საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 69-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ. უ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. ცნობილ იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე გერმანიის ჰამბურგ-ბარმბეკის პირველი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო სასამართლოს 2011 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც ლ. უ-სა და კ. ე. ბ.-პ-ს შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე