Facebook Twitter

№ა-2532-შ-76-2014 23 სექტემბერი, 2014 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

განცხადების ავტორი - ზ. მ-ი

მოწინააღმდეგე მხარე - ი. მ.-ჯ-ე

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს - ნიდერლანდების ზუტპენის სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სექტორის ოჯახური დავების განყოფილების 2011 წლის 23 მარტის გადაწყვეტილება

დავის საგანი - განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნიდერლანდების ზუტპენის სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სექტორის ოჯახური დავების განყოფილების 2011 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებით შეწყდა ზ. მ-სა და ი მ.-ჯ-ს შორის რეგისტრირებული ქორწინება.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა ზ. მ-მა და მოითხოვა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ ის კანონიერ ძალაშია შესული და მხარეები ინფორმირებული იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე.

მხარემ ასევე წარმოადგინა ი. მ.-ჯ-ის გასაჩივრებაზე უარის თქმის აქტი. აქტის მიხედვით, ი. მ-ისთვის ცნობილია, რომ ზ. მ-მა მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის მიზნით. ი. მ-ი მხარს უჭერს ზ. მ-ის მოთხოვნას და ადასტურებს, რომ მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატა გაეცნო რა წარმოდგენილ შუამდგომლობას და თანდართულ მასალებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

ნიდერლანდების ზუტპენის სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სექტორის ოჯახური დავების განყოფილების 2011 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებით შეწყდა ზ. მ-სა და ი. მ.-ჯ-ს შორის რეგისტრირებული ქორწინება.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, ნიდერლანდების ზუტპენის სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სექტორის ოჯახური დავების განყოფილების 2011 წლის 23 მარტის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ კანონის 69-ე მუხლის მიხედვით, განქორწინების საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 69-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ზ. მ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. ცნობილ იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე ნიდერლანდების ზუტპენის სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სექტორის ოჯახური დავების განყოფილების 2011 წლის 23 მარტის გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზე შეწყდა ზ. მ-სა და ი. მ.-ჯ-ს შორის რეგისტრირებული ქორწინება;

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე