საქმე №ა-542-შ-16-2014 15 სექტემბერი, 2014 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ფ. ი-ქ (გ-ა)
მოწინააღმდეგე მხარე – ბ. ი-ქ
განაჩენი, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს – თურქეთის რესპუბლიკის კაისერის სასამართლოს 2011 წლის 5 ოქტომბრის განაჩენი
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თურქეთის რესპუბლიკის კაისერის სასამართლოს 2011 წლის 5 ოქტომბრის განაჩენით სასამართლოს თანხმობით კაისერის რ-ნი, სოფ./რ-ნი გაზი ოსმან ფაშა, უბანი 14, სახლი 447-ში რეგისტრირებული სამოქალაქო რეესტრის მიხედვით, ჰ. და ფ-სგან ...... წელს დაბადებული 52942238140 თ.რ. ნომრით რეგისტრირებული მოსარჩელე ბ. ი-ქ და საქართველოს მოქალაქე მოპასუხე ფ. ი-ქ (გ-ა) თსს 166/3 მუხლის თანახმად განქორწინდნენ.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ფ. ი-მა (გ-ა) და მოითხოვა დასახელებული განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 4 მარტის განჩინებით ფ. ი-ის (გ-ა) შუამდგომლობა თურქეთის რესპუბლიკის კაისერის სასამართლოს 2011 წლის 5 ოქტომბრის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ფ. ი-ის (გ-ა) შუამდგომლობა თურქეთის რესპუბლიკის კაისერის სასამართლოს 2011 წლის 5 ოქტომბრის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
თურქეთის რესპუბლიკის კაისერის სასამართლოს 2011 წლის 5 ოქტომბრის განაჩენით სასამართლოს თანხმობით კაისერის რ-ნი, სოფ./რ-ნი გაზი ოსმან ფაშა, უბანი 14, სახლი 447-ში რეგისტრირებული სამოქალაქო რეესტრის მიხედვით, ჰ. და ფ-სგან ..... წელს დაბადებული 52942238140 თ.რ. ნომრით რეგისტრირებული მოსარჩელე ბ. ი-ქ და საქართველოს მოქალაქე მოპასუხე ფ. ი-ქ (გ-ა) თსს 166/3 მუხლის თანახმად განქორწინდნენ.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ განაჩენი, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს კანონიერ ძალაშია შესული 2011 წლის 5 ოქტომბრიდან. ასევე, მხარეები სათანადოდ იყვნენ ინფორმირებულნი საქმის განხილვის თაობაზე და მონაწილეობდნენ საქმის განხილვაში. ფ. ი-ქ (გ-ა) საქართველოს მოქალაქეა.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.
თურქეთის რესპუბლიკის კაისერის სასამართლოს 2011 წლის 5 ოქტომბრის განაჩენი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ფ. ი-ის (გ-ა) შუამდგომლობა თურქეთის რესპუბლიკის კაისერის სასამართლოს 2011 წლის 5 ოქტომბრის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას თურქეთის რესპუბლიკის კაისერის სასამართლოს 2011 წლის 5 ოქტომბრის განაჩენი, რომლითაც სასამართლოს თანხმობით კაისერის რ-ნი, სოფ./რ-ნი გაზი ოსმან ფაშა, უბანი 14, სახლი 447-ში რეგისტრირებული სამოქალაქო რეესტრის მიხედვით, ჰ. და ფ-სგან ..... წელს დაბადებული 52942238140 თ.რ. ნომრით რეგისტრირებული მოსარჩელე ბ. ი-ქ და საქართველოს მოქალაქე მოპასუხე ფ. ი-ქ (გ-ა) თსს 166/3 მუხლის თანახმად განქორწინდნენ.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე