ბს-722-688(კ-06) 6 ოქტომბერი, 2006 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე: ნ. სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების საფუძველზე, აღნიშნული კოდექსის 396-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 26 აპრილის განჩინებაზე ჯ. გ.-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების წინაპირობები.
საკასაციო პალატამ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
საქმის მასალებით დგინდება, რომ განსახილველ საქმეში მხარეები – მოსარჩელე (კასატორი) ჯ. გ.-ი, მოპასუხე (მოწინააღმდეგე მხარე) სს ,,ჭ.-ი» წარმოადგენენ კერძო სამართლის სუბიექტებს, ამასთან, ჯ. გ.-ის სააპელაციო საჩივარი განხილულია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ, რის გამოც მოცემული საქმე ჯ. გ.-ის საკასაციო საჩივრით განსახილველად უნდა გადაეცეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 290-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქმე ბს-722-688(კ-06) ჯ. გ.-ის საკასაციო საჩივრით
განსახილველად გადაეცეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.