საქმე №ას-186-175-2014 21 ოქტომბერი, 2014 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
განმცხადებელი - „ს. ეი“, „ჰ. ვი (კასატორი, მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - სს „ბ. ბ-ი“, შპს „ა. ს-ზ“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 20 დეკემბრის განჩინება
განმცხადებლების მოთხოვნა – საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტა
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
კომპანია „ს.ეიმ“ და კომპანია „ჰ.ვიმ“ სარჩელი აღძრეს სასამართლოში სს „ბ. ბ-ისს“ და შპს „ა .ს-ის“ მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთ კოლეგიის 2012 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელეებს უარი ეთქვათ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს კომპანია „ს. ეიმ“ და კომპანია „ჰ. ვიმ“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 20 დეკემბრის განჩინებით კომპანია „ს.ეისა“ და კომპანია „ჰ.ვის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს კომპანია „ს.ეიმ“ და კომპანია „ჰ.ვიმ“.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 27 თებერვლის განჩინებით კომპანია „ჰ.ვი-ს“ საკასაციო საჩივარი, ხოლო ამავე პალატის 2014 წლის 13 მარტის განჩინებით - კომპანია „ს.ეი-ს“ საკასაციო საჩივარი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად მიღებულ იქნა განსახილველად.
საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა კასატორების წარმომადგენელმა ს. რ-მა და განმარტა, რომ მხარეთა შორის შედგა მორიგება, რის გამოც უარს აცხადებდა საკასაციო საჩივარზე, ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტისა და 1991 მუხლის თანახმად, მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა, ასევე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა კომპანია „ს.ეისა“ და კომპანია „ჰ.ვის“ წარმომადგენელ ს. რ-ის განცხადების საფუძვლიანობა და თვლის, რომ მოცემულ საკასაციო საჩივარზე უნდა შეწყდეს წარმოება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დასტურდება, რომ წინამდებარე საქმეზე მოსარჩელე მხარეს წარმოადგენენ კომპანია „ს.ეი“ და კომპანია „ჰ.ვი“.
კომპანია „ს.ეისა“ და კომპანია „ჰ.ვის“ საკასაციო საჩივრის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შემოწმების ეტაპზე, 2014 წლის 15 ოქტომბერს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა კასატორთა უფლებამოსილმა წარმომადგენელმა ს. რ-მა (პ/N......) და განმარტა, რომ მხარეთა შორის შედგა მორიგება, რის გამოც უარს აცხადებდა საკასაციო საჩივარზე, ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტისა და 1991 მუხლის თანახმად, მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა, ასევე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება.
საქმეში წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული მინდობილობით, რომელიც გაცემულია კომპანიის ერთადერთი დირექტორის - ი. ი-ის მიერ, დასტურდება, რომ კომპანია „ს.ეის“ სახელით ს. რ-ს (პ/N....) სხვა საპროცესო უფლებებთამ ერთად, მინიჭებული აქვს უფლება, მთლიანად ან ნაწილობრივ უარი თქვას სარჩელზე, სააპელაციო და საკასაციო საჩივრების ჩათვლით. ასევე წარმოდგენილია კომპანია „ჰ.ვი-ს“ ერთადერთი დირექტორის მ. ტ. მ.ვის მიერ გაცემული მინდობილობა, რომლითაც რწმუნებულ ს. რ-ს (პ/N....) უფლება აქვს ცნოს სარჩელი, მთლიანად ან ნაწილობრივ უარი თქმას მასზე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით, ხოლო მე-3 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე.
მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს კასატორი მხარის უფლება, კანონით გათვალისწინებული შედეგების გათვალისწინებით, საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე დაუბრკოლებლად განაცხადოს უარი თავის საკასაციო საჩივარზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე, ამასთან, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კასატორთა უფლებამოსილმა წარმომადგენელმა უარი განაცხადა საკასაციო საჩივარზე, პალატა მიიჩნევს, რომ კომპანია „ს.ეისა“ და კომპანია „ჰ.ვის“ საკასაციო საჩივარზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილს თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო ამავე ნორმის მე-4 ნაწილით დადგენილა, რომ სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.
კანონის აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ მხარეთა მიერ საკასაციო საჩივრის არსებითად განხილვამდე საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო, კასატორებს სრულად უნდა დაუბრუნდეთ კომპანია „ს. გ-ის“ (მ. ჭ-ის) მიერ 2014 წლის 7 თებერვალს N2 საგადახდო დავალებით გადახდილი 8000 ლარი და „ჰ.ვის (მ. ჭ-ის) მიერ 2014 წლის 7 თებერვლის N3 საგადახდო დავალებით გადახდილი 4740 ლარი..
რაც შეეხება მხარის შუამდგომლობას გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქმეში წარმოდგენილ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტზე, რომლითაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, გაუქმდა ამავე კოლეგიის 2011 წლის 24 მარტის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
სააპელაციო წესით საქმის განხილვისას სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება საქმის მასალებით არ დასტურდება.
საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო, საქმის წარმოება შეწყდა კომპანია „ს.ეისა“ და კომპანია „ჰ.ვის“ საკასაციო საჩივარზე, რის გამოც ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებები (განჩინებები), მათ შორის სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე, ძალაში დარჩა. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საკითხზე განმეორებით მსჯელობის წინაპირობები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე, 273-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. კომპანია „ს.ეისა“ და კომპანია „ჰ.ვის“ წარმომადგენელ ს. რ-ის შუამდგომლობა საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. შეწყდეს წარმოება კომპანია „ს.ეისა“ და კომპანია „ჰ.ვის“ საკასაციო საჩივარზე სამოქალაქო საქმეზე - კომპანია „ს.ეისა“ და კომპანია „ჰ.ვის“ სარჩელის გამო სს „ბ. ბ-ისა“ და შპს „ა. ს-ის“ მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე.
3. კასატორთა წარმომადგენელ ს. რ-ის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
4. კომპანია „ს.ეის“ (ს/N....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით კომპანია ს. გ-ის (მ. ჭ-ის) მიერ 2014 წლის 7 თებერვალს N2 საგადახდო დავალებით გადახდილი 8000 ლარი.
5. კომპანია „ჰ.ვის“ (ს/N....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ჰ.ვის (მ. ჭ-ის) მიერ 2014 წლის 7 თებერვალს N3 საგადახდო დავალებით გადახდილი 4740 ლარი..
6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
პ. ქათამაძე