Facebook Twitter
# as-734-1103-06 ** *****, 2007 w

საქმე №ას-818-782-2014 1 ოქტომბერი, 2014 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ნ. ს-ი (მოპასუხე)

წარმომადგენლები – ო. კ-ი, დ. მ-ე

მოწინააღმდეგე მხარე – ქ. ნ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 27 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის გამოყოფა და უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ქ. ნ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. ს-ის მიმართ თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის გამოყოფისა და უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის შესახებ.

ხაშურის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქ. ნ-სა და ნ. ს-ს შორის საზიარო უფლება ქ.ქარელში, ს-ის ქუჩა №30-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე და მასზე განლაგებულ შენობა-ნაგებობაზე (ს/კ ......), აღნიშნული ქონება გაიმიჯნა და, საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის №004216213 დასკვნის №3 და №4 დანართის შესაბამისად, ამ ქონების საერთო ფართს – 925,37 კვ.მ-ს, რომელშიც შედის კიბის უჯრედის ფართი (პირველი და მეორე სართული) რეალურად გამოეყო შენობის მარჯვენა მხარე – 451,1 კვ.მ, რომელშიც არ შედის კიბის უჯრედის ფართი და საკუთრების უფლებით კიბის უჯრედებიანად აღირიცხა ქ. ნ-ის სახელზე; ხოლო შენობის დანარჩენი ნაწილი, მარცხენა მხარის (პირველი და მეორე სართული,) 452,30 კვ.მ, რომელშიც არ შედის კიბის უჯრედის ფართი, საკუთრების უფლებით კიბის უჯრედებიანად აღირიცხა ნ. ს-ს სახელზე, მოსარჩელე ქ. ნ-ის მოთხოვნა უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში ნ. ს-მა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 27 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება ნ. ს-მა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობა და მიაჩნია, რომ ნ. ს-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ საკასაციო სასამართლოს საკასაციო საჩივრით მიმართა ნ. ს-მა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 31 ივლისის განჩინებით კასატორს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა 5 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის სახით 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარდგენა, ხოლო 2014 წლის 15 სექტემბრის განჩინებით მითითებული ვადა, მხარის მოთხოვნით კიდევ 5 დღით გაუგრძელდა.

საკასაციო სასამართლოს 2014 წლის 15 სექტემბრის განჩინება 2014 წლის 18 სექტემბერს სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა კასატორის წარმომადგენელ ო. კ-ს, რომლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება დადასტურებულია საქმის მასალებში წარმოდგენილი მინდობილობით (ტომი1 , ს.ფ. 56).

ამდენად, მხარეს შესაძლებლობა ჰქონდა, ხარვეზი შეევსო 5 დღის განმავლობაში, რომლის ათვლა დაიწყო 2014 წლის 19 სექტემბრიდან და ამოიწურა 23 სექტემბერს.

აღნიშნულის მიუხედავად, კასატორს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით სასამართლოსათვის არ მიუმართავს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, არსებობს წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

მითითებული ნორმის მიხედვით, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ ნორმაში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩება.

მოცემულ შემთხვევაში კასატორს დაუდგინდა ხარვეზი, გონივრული ვადა განესაზღვრა მის გამოსასწორებლად, შესაბამისად, მხარეს სრული შესაძლებლობა მიეცა, შეესრულებინა სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო მოქმედებანი, რაც მას საკასაციო პალატისათვის უცნობი მიზეზით არ განუხორციელებია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. ს-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ბ. ალავიძე