Facebook Twitter

№ას-889-851-2014 2 ოქტომბერი, 2014 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატამ

მოსამართლე: ვასილ როინიშვილი

საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ა. ღ-ის კერძო საჩივრების დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 3 აპრილის და 31 ივლისის განჩინებებზე.

პალატამ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ა. ღ-ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ა. ღ-ის განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ და, შესაბამისად, კერძო საჩივარი შეტანილია სამოქალაქო საქმეზე _ ა. ღ-ის სარჩელის გამო სს „თ-ის“ მიმართ სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ა. ღ-ის მიერ სასამართლოში შეტანილი ნებისმიერი სახის კორესპონდენცია (განცხადება, საჩივარი) მოცემულ სამოქალაქო საქმეზე – ა. ღ-ის სარჩელის გამო სს „თ-ის“ მიმართ სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ დარჩეს რეაგირების გარეშე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა. ღ-ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს. ამავე საქმეზე შემოტანილი ნებისმიერი კორესპონდენცია კი, უნდა დარჩეს რეაგირების გარეშე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 419-ე-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. ღ-ის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად, ამავე საქმეზე შემოტანილი ნებისმიერი კორესპონდენცია კი - რეაგირების გარეშე;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ვ. როინიშვილი