Facebook Twitter

№ა-1194-შ-32-2014 2 ოქტომბერი, 2014 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

განცხადების ავტორი - ს. რ-ბ (ჯ-ა)

წარმომადგენელი - ც. ც-ი

მოწინააღმდეგე მხარე - ო. რ-ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს - გერმანიის ალბშტატის სამხარეო სასამართლოს 2011 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გერმანიის ალბშტატის სამხარეო სასამართლოს 2011 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებით შეწყდა ო. რ-სა და ს. რ-ს (ჯ-ს) შორის 02.08.2001 წელს თბილისში, საქართველოში ისნის რაიონულ მმაჩის ბიუროში რეგისტრირებული ქორწინება (რეგისტრაციის N146).

საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა ს. რ-ის (ჯ-ას) წარმომადგენელმა ც. ც-მა და მოითხოვა დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ ის კანონიერ ძალაშია შესული 27.09.2011 წლიდან და მხარეები ინფორმირებული იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე. გადაწყვეტილება აღსრულებულია გერმანიის ტერიტორიაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატა გაეცნო რა წარმოდგენილ შუამდგომლობას და თანდართულ მასალებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

გერმანიის ალბშტატის სამხარეო სასამართლოს 2011 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებით შეწყდა ო. რ-სა და ს. რ-ს (ჯ-ას) შორის 02.08.2001 წელს თბილისში, საქართველოში ისნის რაიონულ მმაჩის ბიუროში რეგისტრირებული ქორწინება (რეგისტრაციის N146).

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში აღნიშნულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, გერმანიის ალბშტატის სამხარეო სასამართლოს 2011 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ კანონის 69-ე მუხლის მიხედვით, განქორწინების საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 69-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ს. რ-ის (ჯ-ა) შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. ცნობილ იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე გერმანიის ალბშტატის სამხარეო სასამართლოს 2011 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც შეწყდა ო. რ-სა და ს. რ-ს (ჯ-ას) შორის 02.08.2001 წელს თბილისში, საქართველოში ისნის რაიონულ მმაჩის ბიუროში რეგისტრირებული ქორწინება (რეგისტრაციის N146);

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე