№ა-1272-შ-36-2014 31 ოქტომბერი, 2014 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
განცხადების ავტორი - გ. ც-ე
მოწინააღმდეგე მხარე - დ. ს-ო
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს - უნგრეთის დუნაუივაროშის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 14 ოქტომბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
უნგრეთის დუნაუივაროშის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 14 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დ. ს-სა და გ. ც-ს შორის 2004 წლის 28 ივნისს რეგისტრირებული და დიორის სამოქალაქო რეესტრის წიგნში 78/2004/5 ნომრით გატარებული ქორწინება შეწყდა.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა გ. ც-მ და მოითხოვა დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ ის კანონიერ ძალაშია შესული 2010 წლის 15 ოქტომბრიდან.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატა გაეცნო რა წარმოდგენილ შუამდგომლობას და თანდართულ მასალებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
უნგრეთის დუნაუივაროშის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 14 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დ. ს-სა და გ. ც-ს შორის 2004 წლის 28 ივნისს რეგისტრირებული და დიორის სამოქალაქო რეესტრის წიგნში 78/2004/5 ნომრით გატარებული ქორწინება შეწყდა.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, უნგრეთის დუნაუივაროშის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 14 ოქტომბრის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ კანონის 69-ე მუხლის მიხედვით, განქორწინების საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. ც-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. ცნობილ იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე უნგრეთის დუნაუივაროშის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 14 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზე დ. ს-სა და გ. ც-ს შორის 2004 წლის 28 ივნისს რეგისტრირებული და დიორის სამოქალაქო რეესტრის წიგნში 78/2004/5 ნომრით გატარებული ქორწინება შეწყდა;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე