Facebook Twitter

№ა-1686-შ-49-2014 2 ოქტომბერი, 2014 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი - ე. შ-ი

მოწინააღმდეგე მხარე - გ. შ-ა რ. კზი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს - აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ. ბაქოს იასამალის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 12 მარტის გადაწყვეტილება

დავის საგანი - შვილებთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ. ბაქოს იასამალის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით ე შ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოსარჩელეს მიენიჭა თავის არასრულწლოვან შვილებთან ..... წელს დაბადებულ ჯ. შ-ა ე. კზისთან, .... წელს დაბადებულ მ. შ-ა ე. კზისთან, .... წელს დაბადებულ ჯ. გ. შ-ა ე. კზისთან და ... წელს დაბადებულ შ-ა ნ. ე. კზისთან ურთიერთობის უფლება, ურთიერთობის წესი განისაზღვრა შემდეგნაირად: თვეში 8-ჯერ, შაბათს 18:00 საათიდან 22:00 საათამდე და კვირას 10:00 საათიდან 22:00 საათამდე.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ე. შ-იმ და მოითხოვა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2014 წლის 28 აპრილს, მოპასუხეს ეცნობა საქმის განხილვის თაობაზე, გადაწყვეტილება არ აღსრულებულა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო რა წარმოდგენილ შუამდგომლობას და თანდართულ მასალებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ. ბაქოს იასამალის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით ემინ შეკინსკის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოსარჩელეს მიენიჭა თავის არასრულწლოვან შვილებთან ..... წელს დაბადებულ ჯ. შ-ა ე. კზისთან, .... წელს დაბადებულ მ. შ-ა ე. კზისთან, .... წელს დაბადებულ ჯ. გ. შ-ა ე. კზისთან და ..... წელს დაბადებულ შ-ა ნ. ე. კზისთან ურთიერთობის უფლება, ურთიერთობის წესი განისაზღვრა შემდეგნაირად: თვეში 8-ჯერ, შაბათს 18:00 საათიდან 22:00 საათამდე და კვირას 10:00 საათიდან 22:00 საათამდე.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმავე მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილი გამონაკლისებისა.

იმავე კანონის 70-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით, სამოქალაქო და შრომის სამართლის საქმეებზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ექვემდებარება აღსრულებას. აღსრულებაზე გადაწყვეტილება მიიღება დაინტერესებული მხარის მიერ შესაბამისი შუამდგომლობის აღძვრის შემდეგ.

პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 ნაწილში ჩამოთვლილი გადაწყვეტილების ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებები, ამასთან ქ. ბაქოს იასამალის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 12 მარტის გადაწყვეტილება ექვემდებარება აღსრულებას და მხარეს აღძრული აქვს შესაბამისი შუამდგომლობა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ ქ. ბაქოს იასამალის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 12 მარტის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცეს აღსასრულებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 70-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე შ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ. ბაქოს იასამალის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 12 მარტის გადაწყვეტილება, რომლის ძალითაც ე .შ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოსარჩელეს მიენიჭა თავის არასრულწლოვან შვილებთან .... წელს დაბადებულ ჯ. შ-ა ე. კზისთან, ..... წელს დაბადებულ მ. შ-ა ე. კზისთან, ... წელს დაბადებულ ჯ. გ. შ-ა ე. კზისთან და .... წელს დაბადებულ შ-ა ნ. ე. კზისთან ურთიერთობის უფლება, ურთიერთობის წესი განისაზღვრა შემდეგნაირად: თვეში 8-ჯერ, შაბათს 18:00 საათიდან 22:00 საათამდე და კვირას 10:00 საათიდან 22:00 საათამდე, ცნობილ იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცეს აღსასრულებლად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე