№ა-1712-შ-50-2014 2 ოქტომბერი, 2014 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
განცხადების ავტორი - ა. დ-ი
მოწინააღმდეგე მხარე - ა. პ-ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს - საბერძნეთის დემოკრატიული რესპუბლიკის თესალონიკის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2000 წლის 18 მაისის გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საბერძნეთის დემოკრატიული რესპუბლიკის თესალონიკის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2000 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებით გაუქმდა ა. დ-სა და ა. პ-ს შორის 08.02.1997 წელს რეგისტრირებული ქორწინება.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა ა. დ-მა და მოითხოვა დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ ის კანონიერ ძალაშია შესული და მხარეებს კანონით დადგენილი წესით ეცნობათ საქმის განხილვის თაობაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატა გაეცნო რა წარმოდგენილ შუამდგომლობას და თანდართულ მასალებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საბერძნეთის დემოკრატიული რესპუბლიკის თესალონიკის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2000 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებით გაუქმდა ა. დ-სა და ა. პ-ს შორის 08.02.1997 წელს რეგისტრირებული ქორწინება.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში აღნიშნულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, საბერძნეთის დემოკრატიული რესპუბლიკის თესალონიკის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2000 წლის 18 მაისის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ კანონის 69-ე მუხლის მიხედვით, განქორწინების საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 69-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა. დ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს,
2. საბერძნეთის დემოკრატიული რესპუბლიკის თესალონიკის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2000 წლის 18 მაისის გადაწყვეტილება ცნობილ იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე