№ა-1979-შ-57-2014 15 ოქტომბერი, 2014 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
განცხადების ავტორი - ე. ე. ფონ დ. ა-ი
წარმომადგენელი - ზ. დ-ი
მოწინააღმდეგე მხარე - ა. რ. და ე. ფონ დ. ა-ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს - გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიუნხენის რაიონული სასამართლოს 5ა საოჯახო საქმეების განყოფილების 2009 წლის 25 აგვისტოს გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიუნხენის რაიონული სასამართლოს 5ა საოჯახო საქმეების განყოფილების 2009 წლის 25 აგვისტოს გადაწყვეტილებით ე. ე. ფონ დ. ა-სა და ა. რ. და ე. ფონ დ. ა-ს შორის მიუნხენის მმაჩის ბიუროში 12.10.1999 წელს გაფორმებული ქორწინება (ქორწინების რეგისტრაციის N3728/1999) შეწყდა.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა ე. ე. ფონ დ. ა-ის წარმომადგენელმა ზ. დ-მა და მოითხოვა დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ ის კანონიერ ძალაშია შესული 01.10.2009 წლიდან.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო რა წარმოდგენილ შუამდგომლობას და თანდართულ მასალებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიუნხენის რაიონული სასამართლოს 5ა საოჯახო საქმეების განყოფილების 2009 წლის 25 აგვისტოს გადაწყვეტილებით ე. ე. ფონ დ. ა-სა და ა. რ. და ე. ფონ დ. ა-ს შორის მიუნხენის მმაჩის ბიუროში 12.10.1999 წელს გაფორმებული ქორწინება (ქორწინების რეგისტრაციის N3728/1999) შეწყდა.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიუნხენის რაიონული სასამართლოს 5ა საოჯახო საქმეების განყოფილების 2009 წლის 25 აგვისტოს გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ კანონის 69-ე მუხლის მიხედვით, განქორწინების საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე. ე. ფონ დ. ა-ის წარმომადგენელ ზ. დ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. ცნობილ იქნეს საქართველოს ტეორიტორიაზე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიუნხენის რაიონული სასამართლოს 5ა საოჯახო საქმეების განყოფილების 2009 წლის 25 აგვისტოს გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც ე. ე. ფონ დ. ა-სა და ა. რ. და ე. ფონ დ. ა-ს შორის მიუნხენის მმაჩის ბიუროში 12.10.1999 წელს გაფორმებული ქორწინება (ქორწინების რეგისტრაციის N3728/1999) შეწყდა;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე