№ა-2242-შ-63-2014 6 ოქტომბერი, 2014 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი - დ. ო-ი
მოწინააღმდეგე მხარე - კ. მ. დ-ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს - გაერთიანებული სამეფოს ბრაიტონის საგრაფოს სასამართლოს 2003 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი - განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გაერთიანებული სამეფოს ბრაიტონის საგრაფოს სასამართლოს 2003 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილებით კ. მ. დ-სა და დ. ო-ს შორის 1995 წლის 7 ივლისს თბილისში რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა დ. ო-მა და მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2004 წლის 2 თებერვალს და მხარეები გაფრთხილებულნი იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატა გაეცნო რა წარმოდგენილ შუამდგომლობას და თანდართულ მასალებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
გაერთიანებული სამეფოს ბრაიტონის საგრაფოს სასამართლოს 2003 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილებით კ. მ. დ-სა და დ. ო-ს შორის 1995 წლის 7 ივლისს თბილისში რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში აღნიშნულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, გაერთიანებული სამეფოს ბრაიტონის საგრაფოს სასამართლოს 2003 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ კანონის 69-ე მუხლის მიხედვით, განქორწინების საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ. ო-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. ცნობილ იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე გაერთიანებული სამეფოს ბრაიტონის საგრაფოს სასამართლოს 2003 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლის ძალითაც კ. მ. დ-სა და დ. ო-ს შორის 1995 წლის 7 ივლისს თბილისში რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე