№ა-2537-შ-77-2014 20 ოქტომბერი, 2014 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
განცხადების ავტორი - ე. ღ-ე
წარმომადგენელი - ე. ზ-ი
მოწინააღმდეგე მხარე - გ. კ-ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს- საფრანგეთის რესპუბლიკის სტრასბურგის დიდი ინსტანციის სასამართლოს მე-2 სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საფრანგეთის რესპუბლიკის სტრასბურგის დიდი ინსტანციის სასამართლოს მე-2 სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილებით შეწყდა ე. ღ-სა და გ. კ-ს შორის სრს თბილისის N1 სპეციალიზებული სამსახურის მიერ 2007 წლის 11 მარტს დარეგისტრირებული ქორწინება.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა ე. ღ-ის წარმომადგენელმა ე. ზ-მა და მოითხოვა დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
შუამდგომლობით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და მხარეები მონაწილეობდნენ საქმის განხილვაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატა გაეცნო რა წარმოდგენილ შუამდგომლობას და თანდართულ მასალებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საფრანგეთის რესპუბლიკის სტრასბურგის დიდი ინსტანციის სასამართლოს მე-2 სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილებით შეწყდა ე. ღ-სა და გ. კ-ს შორის სრს თბილისის N1 სპეციალიზებული სამსახურის მიერ 2007 წლის 11 მარტს დარეგისტრირებული ქორწინება.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში აღნიშნულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, საფრანგეთის რესპუბლიკის სტრასბურგის დიდი ინსტანციის სასამართლოს მე-2 სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ კანონის 69-ე მუხლის მიხედვით, განქორწინების საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე. ღ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. ცნობილ იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე საფრანგეთის რესპუბლიკის სტრასბურგის დიდი ინსტანციის სასამართლოს მე-2 სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზე შეწყდა ე. ღ-სა და გ. კ-ს შორის სრს თბილისის N1 სპეციალიზებული სამსახურის მიერ 2007 წლის 11 მარტს დარეგისტრირებული ქორწინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე