№ა-2811-შ-81-2014 22 ოქტომბერი, 2014 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
განცხადების ავტორი - მ. ნ-ი
წარმომადგენელი - მ-ე ნ-ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს - საბერძნეთის ვოლოს პირველი ინსტანციის სასამართლოს 2014 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილება
დავის საგანი - შვილად აყვანა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საბერძნეთის ვოლოს პირველი ინსტანციის სასამართლოს 2014 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებით დამტკიცდა ა. ხ. ძე ბ-ს მიერ მ. რ. ასული ნ-ის შვილად აყვანა, რომელიც არის განმცხადებლის მეუღლის, მ. გ. ასული ნ-ის შვილი.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა მ. ნ-ის წარმომადგენელმა მ-ე ნ-მა და მოითხოვა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ ის კანონიერ ძალაშია შესული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატა გაეცნო რა წარმოდგენილ შუამდგომლობას და თანდართულ მასალებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საბერძნეთის ვოლოს პირველი ინსტანციის სასამართლოს 2014 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებით დამტკიცდა ა. ხ. ძე ბ-ს მიერ მ. რ. ასული ნ-ის შვილად აყვანა, რომელიც არის განმცხადებლის მეუღლის, მ. გ. ასული ნ-ის შვილი.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში აღნიშნულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, საბერძნეთის ვოლოს პირველი ინსტანციის სასამართლოს 2014 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ნ-ის წარმომადგენელ მ-ე ნ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. საბერძნეთის ვოლოს პირველი ინსტანციის სასამართლოს 2014 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზე დამტკიცდა ა. ხ. ძე ბ-ს მიერ მ. რ. ასული ნ-ის შვილად აყვანა, ცნობილ იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე