Facebook Twitter

№ა-2818-შ-84-2014 20 ოქტომბერი, 2014 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

განცხადების ავტორი - ი. კ-ი

მოწინააღმდეგე მხარე - გ. ს-ე

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს - უკრაინის დნეპრისპირეთის რაიონის ქ. ჩერკასის სასამართლოს 2013 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი - განქორწინება, ალიმენტის გადახდა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

უკრაინის დნეპრისპირეთის რაიონის ქ. ჩერკასის სასამართლოს 2013 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით შეწყდა ი. პ. ასულ კ-სა და გ. ს-ს შორის რეგისტრირებული ქორწინება, გ. ს-ს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ არასრულწლოვანი შვილის, .... წელს დაბადებულ ი. გ. ძე ს-ის შენახვისათვის თვეში 900 გრივნის გადახდა 15.05.2013 წლიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა ი. კ-მა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების ცნობისა დ აღსრულების მოთხოვნით.

განცხადებაზე თანდართული მასალებით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 08.01.14 წელს, უკრაინის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა და გიორგი სიხარულიძეს ეცნობა საქმის განხილვის თაობაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატა გაეცნო რა წარმოდგენილ შუამდგომლობას და თანდართულ მასალებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

უკრაინის დნეპრისპირეთის რაიონის ქ. ჩერკასის სასამართლოს 2013 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით შეწყდა ი. პ ასულ კ-სა და გ. ს-ს შორის რეგისტრირებული ქორწინება, გ. ს-ს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ არასრულწლოვანი შვილის, ... წელს დაბადებულ ი. გ. ძე ს-ის შენახვისათვის თვეში 900 გრივნის გადახდა 15.05.2013 წლიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმავე მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილი გამონაკლისებისა.

იმავე კანონის 70-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით, სამოქალაქო და შრომის სამართლის საქმეებზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ექვემდებარება აღსრულებას. აღსრულებაზე გადაწყვეტილება მიიღება დაინტერესებული მხარის მიერ შესაბამისი შუამდგომლობის აღძვრის შემდეგ.

პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 ნაწილში ჩამოთვლილი გადაწყვეტილების ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებები, ამასთან უკრაინის დნეპრისპირეთის რაიონის ქ. ჩერკასის სასამართლოს 2013 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება ექვემდებარება აღსრულებას და მხარეს აღძრული აქვს შესაბამისი შუამდგომლობა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ უკრაინის დნეპრისპირეთის რაიონის ქ. ჩერკასის სასამართლოს 2013 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცეს აღსასრულებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენასმა სასამართლომ იხელმძღვანელა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ კონვენციის 53-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი. კ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. უკრაინის დნეპრისპირეთის რაიონის ქ. ჩერკასის სასამართლოს 2013 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც შეწყდა ი. პ ასულ კ-სა და გ. ს-ს შორის რეგისტრირებული ქორწინება, გ. ს-ს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ არასრულწლოვანი შვილის, ..... წელს დაბადებულ ი. გ. ძე ს-ის შენახვისათვის თვეში 900 გრივნის გადახდა 15.05.2013 წლიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე, ცნობილ იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცეს აღსასრულებლად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე