№ა-2972-შ-91-2014 27 ოქტომბერი, 2014 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე: ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
განცხადების ავტორი - ნ. ბ-ე
წარმომადგენელი - ი. მ-ი
მოწინააღმდეგე მხარე - ს. მ-ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს - საბერძნეთის ქ. კატერინის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2012 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საბერძნეთის ქ. კატერინის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2012 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილებით შეწყდა ნ. ბ-სა და ს. მ-ს შორის 2009 წლის3 დეკემბერს თბილისში რეგისტრირებული ქორწინება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მომართა ნ. ბ-ის წარმომადგენელმა ი. მ-მა და მოითხოვა დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ ის კანონიერ ძალაშია შესული და მხარეები მონაწილეობდნენ საქმის განხილვაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატა გაეცნო რა წარმოდგენილ შუამდგომლობას და თანდართულ მასალებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ იგი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით ი. მ-ს უნდა მიეცა განჩინების ჩაბარებიდან 7 დღე სამოქალაქო სამართლის მიმართულებით საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის ან ნ. ბ-ის მიერ ხელმოწერილი შუამდგომლობის წარმოსადგენად. ხარვეზის განჩინება მას 17 ოქტომბერს ჩაბარდა, შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60-61-ე მუხლების საფუძველზე, ხარვეზის შევსების ვადა 24 ოქტომბერს ამოიწურა. მხარემ ხარვეზის სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ გამოასწორა, ამასთან განმარტა, რომ შუამდგომლობას თავიდან შემოიტანს უფლებამოსილი წარმომადგენელი და 2014 წლის 22 ოქტომბრის განცხადებით შუამდგომლობაზე თანდართული მასალების დაბრუნება მოითხოვა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 94-ე, 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. ბ-ის წარმომადგენელ ი. მ-ის შუამდგომლობა დარჩეს განუხილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება
მოსამართლე: ვ. როინიშვილი