№ა-763-შ-20-2014 2 ოქტომბერი, 2014 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
განცხადების ავტორი - ა. ბ-ი
წარმომადგენელი - ნ. ლ-ი
მოწინააღმდეგე მხარე - თ. ჩ-ა
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს - რუსეთის ფედერაციის ქ. მოსკოვის ტუშინის რაიონის სასამართლოს 2012 წლის 29 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
რუსეთის ფედერაციის ქ. მოსკოვის ტუშინის რაიონის სასამართლოს 2012 წლის 29 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ა. ბ-ის სასარჩელო მოთხოვნები თ. ჩ-ას მიმართ ვალისა და პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. თ. ჩ-ას ა. ბ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 18.02.2010 წლის სესხის ხელშეკრულების თანხის, 1000000 რუსული რუბლის, პირგასამტეხლოს - 500 000 რუსული რუბლისა და სახელმწიფო ბაჟის 15700 რუსული რუბლის გადახდა, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა ა. ბ-ის წარმომადგენელმა ნ. ლ-მა და მოითხოვა ზემოაღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ ის კანონიერ ძალაში შევიდა 2012 წლის 7 სექტემბერს და მხარეები ინფორმირებული იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატა გაეცნო რა წარმოდგენილ შუამდგომლობას და თანდართულ მასალებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
რუსეთის ფედერაციის ქ. მოსკოვის ტუშინის რაიონის სასამართლოს 2012 წლის 29 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ა. ბ-ის სასარჩელო მოთხოვნები თ. ჩ-ას მიმართ ვალისა და პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. თ. ჩ-ას ა. ბ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 18.02.2010 წლის სესხის ხელშეკრულების თანხის, 1000000 რუსული რუბლის, პირგასამტეხლოს - 500 000 რუსული რუბლისა და სახელმწიფო ბაჟის 15700 რუსული რუბლის გადახდა, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმავე მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილი გამონაკლისებისა.
იმავე კანონის 70-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით, სამოქალაქო და შრომის სამართლის საქმეებზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ექვემდებარება აღსრულებას. აღსრულებაზე გადაწყვეტილება მიიღება დაინტერესებული მხარის მიერ შესაბამისი შუამდგომლობის აღძვრის შემდეგ.
პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 ნაწილში ჩამოთვლილი გადაწყვეტილების ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებები, ამასთან ქ. მოსკოვის ტუშინის რაიონის სასამართლოს 2012 წლის 29 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება ექვემდებარება აღსრულებას და მხარეს აღძრული აქვს შესაბამისი შუამდგომლობა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ ქ. მოსკოვის ტუშინის რაიონის სასამართლოს 2012 წლის 29 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცეს აღსასრულებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 70-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა. ბ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. რუსეთის ფედერაციის ქ. მოსკოვის ტუშინის რაიონის სასამართლოს 2012 წლის 29 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც ა. ბ-ის სასარჩელო მოთხოვნები თ. ჩ-ას მიმართ ვალისა და პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, თ. ჩ-ას ა. ბ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 18.02.2010 წლის სესხის ხელშეკრულების თანხის, 1000000 რუსული რუბლის, პირგასამტეხლოს - 500 000 რუსული რუბლისა და სახელმწიფო ბაჟის 15700 რუსული რუბლის გადახდა, ცნობილ იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცეს აღსასრულებლად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე