Facebook Twitter

№ა-3022-შ-92-2014 17 ნოემბერი, 2014 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ლევან მურუსიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

განცხადების ავტორი - ი. ს-ი

მოწინააღმდეგე მხარე - ი. ა-ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს - რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის მხარის კორენოვის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილება

დავის საგანი – მამობის დადგენა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის მხარის კორენოვის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ .... წლის ....მარტს დაბადებული ი. ა. ძე ა-ი არის .... წლის ... მაისს ქ. თბილისში დაბადებული ი. ი. ძე ს-ის მამა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მომართა ი. ს-მა და მოითხოვა დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ ის კანონიერ ძალაშია შესული 2002 წლის 4 აპრილიდან და მოპასუხემ სარჩელი ცნო.

2014 წლის 30 სექტემბრის განცხადების თანახმად, ი. ა-ი შუამდგომლობას ეთანხმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატა გაეცნო რა წარმოდგენილ შუამდგომლობას და თანდართულ მასალებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის მხარის კორენოვის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ ... წლის ... მარტს დაბადებული ი. ა. ძე ა-ი არის .... წლის ... მაისს ქ. თბილისში დაბადებული ი. ი. ძე ს-ის მამა.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში აღნიშნულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის მხარის კორენოვის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი ს-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. ცნობილ იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის მხარის კორენოვის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც დადგინდა, რომ .... წლის ... მარტს დაბადებული ი. ა. ძე ა-ი არის .... წლის ... მაისს ქ. თბილისში დაბადებული ი. ი. ძე ს-ის მამა;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ბ. ალავიძე

ლ. მურუსიძე