Facebook Twitter
# as-734-1103-06 ** *****, 2007 w

საქმე №ას-1158-1104-2014 8 დეკემბერი, 2014 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – მ. კ-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ შემოსავლების სამსახური (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სსიპ შემოსავლების სამსახურმა სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „თ. და კ-ის“, თ. ფ-ას, მ. და გ. კ-ების მიმართ ზიანის ანაზღაურების შესახებ.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 4 მარტის გადაწყვეტილებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა, საქმის წარმოება სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელის გამო შპს „თ. და კ-ის“ მიმართ შეწყდა, მხარეებს განემარტა, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება, სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი გ. კ-ის, მ. კ-ისა და თ. ფ-ას მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გ. კ-ს, მ. კ-სა და თ. ფ-ას სსიპ შემოსავლების სამსახურის სასარგებლოდ, შპს „თ. და კ-ის“ ვალდებულების მიმართ სუბსიდიურად, ხოლო ერთმანეთის მიმართ სოლიდარულად დაეკისრათ 60 814 ლარის გადახდა, გ კ-სა და მ. კ-ს სსიპ შემოსავლების სამსახურის სასარგებლოდ დამატებით, შპს „თ. და კ-ის“ ვალდებულების მიმართ სუბსიდიურად, ხოლო ერთმანეთის მიმართ სოლიდარულად დაეკისრათ 7768 ლარის გადახდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის მ. და გ. კ-ების მიმართ დაკმაყოფილების ნაწილში მ. კ-მ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და მათ მიმართ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობა და მიაჩნია, რომ მ. კ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის მ. და გ. კ-ების მიმართ დაკმაყოფილების ნაწილში მ. კ-მ გაასაჩივრა საკასაციო წესით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 12 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და კასატორს დაევალა, 7 დღის ვადაში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის სახით 1207,77 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი. მასვე დაევალა, დაეზუსტებინა, გ. კ-ე ასაჩივრებს თუ არა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილებას. დადებით შემთხვევაში გ. კ-ს მოცემული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში უნდა წარმოედგინა კანონის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი საკასაციო საჩივარი და ზემოხსენებულ ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის სახით 1207,77 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.

2014 წლის 13 ნოემბერს საკასაციო სასამართლოს 2014 წლის 12 ნოემბრის განჩინება სატელეფონო შეტყობინების მეშვეობით ჩაბარდა გ. და მ. კ-ების წარმომადგენელ ვ. კ-ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების დაცვით. ვ.კ-ის მიერ გ. და მ. კ-ების სახელით წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების საფუძველი – რწმუნებულებები ერთვის საქმის მასალებს (ს.ფ. 199-201).

ამდენად, მხარეს შესაძლებლობა ჰქონდა, ხარვეზი შეევსო 7 დღის განმავლობაში, რომლის ათვლა დაიწყო 2014 წლის 14 ნოემბრიდან და ამოიწურა 20 ნოემბერს.

აღნიშნულის მიუხედავად, კასატორს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით სასამართლოსათვის არ მიუმართავს.

ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, რომლის თანახმადაც, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ ნორმაში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. კ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ზ. ძლიერიშვილი