Facebook Twitter

№ას-520-493-2014 4 დეკემბერი, 2014 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ა(ა)იპ „თ. გ. ფ-ი“

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ნ. ა. ჯე“

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება, ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

შპს „ნ. ა. ჯემ“ სარჩელი აღძრა სასამართლოში ა(ა)იპ „თ. გ. ფ-ის“ მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის 233226,42 ლარის გადახდის დაკისრება, ასევე პირგასამტეხლოს – 30522 ლარისა და მიუღებელი შემოსავლის – 27987 ლარის გადახდის დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს ,,ნ. ა. ჯე-ს“ სარჩელი ა(ა)იპ „თ. გ. ფ-ის“ მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულებისა და ზიანის ანაზღაურების დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შპს ,,ნ. ა. ჯე-ს“ სარჩელი ა(ა)იპ „თ. გ. ფ-ის“ მიმართ 233 226.42 ლარის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ა(ა)იპ „თ. გ. ფ-ს“ შპს ”ნ. ა. ჯე-ს“ სასარგებლოდ დაეკისრა 113 943. 81 ლარის გადახდა. შპს ,,ნ. ა. ჯე-ს“ სარჩელი ა(ა)იპ „თ. გ. ფ-ის“ მიმართ 30 522 ლარის პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნის ნაწილში დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ა(ა)იპ „თ. გ. ფ-ს“ შპს ,,ნ. ა. ჯე”-ს სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა 11 394.38 ლარის ოდენობით. შპს ,,ნ. ა. ჯე-ს“ სარჩელი ა(ა)იპ „თ. გ. ფ-ისათვის“ მიუღებელი შემოსავლის ასანაზღაურებლად 27 987 ლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ნ. ა. ჯემ“ და მოითხოვა მისი გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია მოპასუხე ა(ა)იპ „თ. გ. ფ-ს,“ შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში იგი შევიდა კანონიერ ძალაში და აღსრულდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით შპს ,,ნ. ა. ჯეს” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება. შპს ,,ნ. ა. ჯეს” სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ა(ა)იპ ,,თ. გ. ფ-ს” შპს ,,ნ. ა. ჯეს” სასარგებლოდ დაეკისრა 77 650 ლარისა და პირგასამტეხლოს 7 765 ლარის გადახდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა(ა)იპ „თ. გ. ფ-მა“ და მოითხოვა მისი გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 29 მაისის განჩინებით ა(ა)იპ „თ. გ. ფ-ის“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

2014 წლის 25 ნოემბერს ა(ა)იპ „თ. გ. ფ-ის“ წარმომადგენელმა ს. ს-მა და შპს „ნ. ა. ჯეს“ დირექტორმა დ. ფ-მ წარმოადგინეს მორიგების აქტი და მოითხოვეს მისი დამტკიცება შემდეგი პირობებით:

1. ა(ა)იპ „თ. გ. ფ-ი იღებს ვალდებულებას:

1.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 27 მარტის (საქმის №2ბ/6398-13) გადაწყვეტილებით შპს „ნ. ა. ჯეს“ სასარგებლოდ დაკისრებული 77650 ლარიდან და პირგასამტეხლოს 7765 ლარიდან გადაიხადოს 56000 ლარი.

1.2. ა(ა)იპ „თ. გ. ფ-მა“ გადაიხადოს 56000 ლარის, ფონდის დაყადაღებულ საბანკო ანგარიშზე (საბანკო რეკვიზიტები: სს „საქართველოს ბანკი“ ანგ. №GE82BG0000000390558000) არსებული თანხის – 85415 ლარიდან.

1.3. ა(ა)იპ „თ. გ. ფ-მა“ გადაიხადოს 56000 ლარი, მას შემდეგ, რაც შპს „ნ. ა. ჯე“ მოხსნის ყადაღას ა(ა)იპ „თ. გ. ფ-ის (ს/კ: .....) კუთვნილ საბანკო ანგარიშზე (საბანკო რეკვიზიტები: „სს „საქართველოს ბანკი“ ანგ. №GE82BG0000000390558000) განთავსებულ თანხას – 85415 ლარს.

2. შპს „ნ. ა. ჯე“ იღებს ვალდებულებას:

2.2. მხარეთა შორის მორიგების აქტის დამტკიცების შემდეგ არაუგვიანეს 3 დღისა მიმართოს სასამართლოს ყადაღის მოხსნის თაობაზე ა(ა)იპ „თ. გ. ფ-ის (ს/კ: .....) კუთვნილ საბანკო ანგარიშზე (საბანკო რეკვიზიტები: „სს „საქართველოს ბანკი“ ანგ. №GE82BG0000000390558000) განთავსებულ თანხაზე – 85415 ლარზე.

3. დამატებითი დებულებები:

3.1. მხარეები თანხმდებიან, რომ შეასრულებენ წინამდებარე აქტით გათვალისწინებულ ვალდებულების სრულად, დროულად და კეთილსინდისიერად.

3.2. მხარეები თანხმდებიან, რომ წინამდებარე მორიგების აქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შემდეგ აღარ წარმოეშვებათ რაიმე მოთხოვნა ერთმანეთის მიმართ, წინამდებარე აქტით გათვალისწინებულ ნებისმიერ და ყველა საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც მოიცავს ა(ა)იპ „თ. გ. ფ-სა“ და შპს „ნ. ა. ჯეს“ შორის 2012 წლის 23 მარტს დადებული ხელშეკრულება ბოტანიკური ბაღის სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაობების ჩატარების შესახებ.

3.3. თუ რომელიმე მხარე არ შეასრულებს წინამდებარე მორიგების აქტით ნაკისრ ვალდებულებებს, მას წარმოეშვება ვალდებულება აუნაზღაუროს მიყენებული ზიანი მხარეს, რიმელსაც ზიანი მიადგა.

3.4. ნებისმიერი ცვლილება და დამატება წინამდებარე მორიგების აქტში ძალაშია მისი წერილობითი ფორმით არსებობისა და ყველა მხარის ხელმოწერის შემთხვევაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგების პირობების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და მოცემულ საქმეზე წარმოება შეწყდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. ამავე კოდექსის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მხარეები მორიგდნენ.

განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა ინტერესებს. საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია მოპასუხე ა(ა)იპ „თ. გ. ფ-ს,“ შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში იგი შევიდა კანონიერ ძალაში და აღსრულდა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და საქმის წარმოება უნდა შეწყდეს. ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მხარეები მორიგდნენ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპზე, ამიტომ კასატორ ა(ა)იპ „თ. გ. ფ-ს“ სრულად უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 4441,58 ლარის ოდენობით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლით, 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაკმაყოფილდეს მხარეთა შუამდგომლობა და დამტკიცდეს მორიგება მხარეთა შორის შემდეგი პირობებით:

1. ა(ა)იპ „თ. გ. ფ-ი იღებს ვალდებულებას:

1.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 27 მარტის (საქმის №2ბ/6398-13) გადაწყვეტილებით შპს „ნ. ა. ჯეს“ სასარგებლოდ დაკისრებული 77650 ლარიდან და პირგასამტეხლოს 7765 ლარიდან გადაიხადოს 56000 ლარი.

1.2. ა(ა)იპ „თ. გ. ფ-მა“ გადაიხადოს 56000 ლარის, ფონდის დაყადაღებულ საბანკო ანგარიშზე (საბანკო რეკვიზიტები: სს „საქართველოს ბანკი“ ანგ. №GE82BG0000000390558000) არსებული თანხის – 85415 ლარიდან.

1.3. ა(ა)იპ „თ. გ. ფ-მა“ გადაიხადოს 56000 ლარი, მას შემდეგ, რაც შპს „ნ. ა. ჯე“ მოხსნის ყადაღას ა(ა)იპ „თ. გ. ფ-ის (ს/კ: .....) კუთვნილ საბანკო ანგარიშზე (საბანკო რეკვიზიტები: „სს „საქართველოს ბანკი“ ანგ. №GE82BG0000000390558000) განთავსებულ თანხას – 85415 ლარს.

2. შპს „ნ. ა. ჯე“ იღებს ვალდებულებას:

2.2. მხარეთა შორის მორიგების აქტის დამტკიცების შემდეგ არაუგვიანეს 3 დღისა მიმართოს სასამართლოს ყადაღის მოხსნის თაობაზე ა(ა)იპ „თ. გ. ფ-ის (ს/კ: ....) კუთვნილ საბანკო ანგარიშზე (საბანკო რეკვიზიტები: „სს „საქართველოს ბანკი“ ანგ. №GE82BG0000000390558000) განთავსებულ თანხაზე – 85415 ლარზე.

3. დამატებითი დებულებები:

3.1. მხარეები თანხმდებიან, რომ შეასრულებენ წინამდებარე აქტით გათვალისწინებულ ვალდებულების სრულად, დროულად და კეთილსინდისიერად.

3.2. მხარეები თანხმდებიან, რომ წინამდებარე მორიგების აქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შემდეგ აღარ წარმოეშვებათ რაიმე მოთხოვნა ერთმანეთის მიმართ, წინამდებარე აქტით გათვალისწინებულ ნებისმიერ და ყველა საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც მოიცავს ა(ა)იპ „თ. გ. ფ-სა“ და შპს „ნ. ა. ჯეს“ შორის 2012 წლის 23 მარტს დადებული ხელშეკრულება ბოტანიკური ბაღის სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაობების ჩატარების შესახებ.

3.3. თუ რომელიმე მხარე არ შეასრულებს წინამდებარე მორიგების აქტით ნაკისრ ვალდებულებებს, მას წარმოეშვება ვალდებულება აუნაზღაუროს მიყენებული ზიანი მხარეს, რიმელსაც ზიანი მიადგა.

3.4. ნებისმიერი ცვლილება და დამატება წინამდებარე მორიგების აქტში ძალაშია მისი წერილობითი ფორმით არსებობისა და ყველა მხარის ხელმოწერის შემთხვევაში.

2. მხარეთა შორის მორიგების დამტკიცების გამო, გაუქმდეს ამ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, შეწყდეს საქმის წარმოება;

3. მხარეებს განემარტოთ, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება. მორიგების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოხდება გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება;

4. კასატორ ა(ა)იპ „თ. გ. ფ-ს“ (საიდენტიფიკაციო კოდი №.....) დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე 2014 წლის 20 მაისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 4441,58 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თ. თოდრია

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური