Facebook Twitter

№ას-953-915-2014 19 დეკემბერი, 2014 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საჩივრის ავტორი – ნ. მ-ე

მოწინააღმდეგე მხარე - გ., დ. ხ-ები

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 12 ივნისის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლი:

2014 წლის 17 იანვარს, ნ. მ-მ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა გ. ხ-ისა და დ. ხ-ის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე (რომლის მახასიათებლებია: საკადასტრო კოდი .......; მისამართი: ქ. ბათუმი, ჩიხი ა-ა I, №3, დაზუსტებული ფართობი 400,00 კვ.მ, შენობა-ნაგებობის საერთო ფართი 504,00კვ.მ) ყადაღის დადება იმ მოტივით, რომ მან სარჩელი აღძრა სასამართლოში უძრავი ქონების თანამესაკუთრედ ცნობის, უძრავი ქონების რეგისტრაციის ბათილად ცნობისა და მისი თავდაპირველ მესაკუთრეზე აღრიცხვის მოთხოვნით, რომელიც მალავს ქონებას სხვადასხვა პირებზე, რადგან მის მეუღლეს, ერთერთ მოპასუხეს, გააჩნია დიდი ოდენობის დავალიანება. განმცხადებლის განმარტებით, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში და მასთან დაკავშირებული სამომავლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი იქნება, თუკი მოპასუხე - ქონების განმკარგველი, ფაქტობრივად ან რეალურად გაასხვისებს დავის საგანს.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 17 იანვრის განჩინებით ნ. მ-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე დაკმაყოფილდა. დაყადაღდა ქ. ბათუმში, ა-ა I ჩიხის №3-ში მდებარე, გ. ხ-ისა და დ. ხ-ის საკუთრებაში არსებულ უძრავი ქონება, რაზეც საჩივარი წარადგინა გ. და დ. ხ-ების წარმომადგენელმა ლ. მ-მ და მოითხოვა მისი გაუქმება.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 6 თებერვლის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გადაიგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 14 მარტის განჩინებით გ. და დ. ხ-ის წარმომადგენელ ლ. მ-ის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 17 იანვრის განჩინება, ნ. მ-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხე გ. ხ-სა და დ. ხ-ს აეკრძალათ მათ საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე სანივთო გარიგების დადება (ნასყიდობა, იპოთეკა, უზურფრუქტი, სერვიტუტი) და მასთან დაკავშირებით სარეგისტრაციო ჩანაწერში ცვლილების რეგისტრაცია.

ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს 2014 წლის 17 იანვარს სარჩელით მიმართა ნ. მ-მ და მოითხოვა უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების გადაცემის ბათილობა, თანასაკუთრებად ცნობა, 1/2-ის მოპასუხის (მოვალის) სახელზე აღრიცხვა და განქორწინების ბათილად ცნობა.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 20 იანვრის განჩინებით ნ. მ-ს უარი ეთქვა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე, რაც უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 28 თებერვლის განჩინებით.

2014 წლის 29 მაისს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა დ. ხ-ისა და გ. ხ-ის წარმომადგენელმა ლ. მ-მ და აღნიშნა, რომ ნ. მ-ის სარჩელი დ. და გ. ხ-ების წინააღმდეგ, რომლის უზრუნველსაყოფადაც, განხორციელდა მოპასუხეთა ქონებაზე უზრუნველყოფის ღონისძიება, არ იქნა მიღებული წარმოებაში, რაც კანონიერ ძალაშია შესული, შესაბამისად, განმცხადებელმა მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 14 მარტის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 12 ივნისის განჩინებით გ. და დ. ხ-ების წარმომადგენელ ლ. მ-ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 14 მარტის განჩინებით მიღებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მოპასუხე გ. ხ-სა და დ. ხ-ს აეკრძალათ მათ საკუთრებაში არსებული უძრავ ქონებაზე მდებარე ქალაქი ბათუმი, ჩიხი ა-ა I, №3, რომლის საკადასტრო კოდია ........; დაზუსტებული ფართობი 400,00 კვ.მ., შენობა-ნაგებობის საერთო ფართი 504,00კვ.მ. (ზონა ბათუმი-..., სექტორი-.., კვარტალი-..., ნაკვეთი-...), სანივთო გარიგების დადება (ნასყიდობა, იპოთეკა, უზურფრუქტი, სერვიტუტი) და მასთან დაკავშირებით სარეგისტრაციო ჩანაწერში ცვლილების რეგისტრაცია.

დასახელებული განჩინება საჩივრით გაასაჩივრა ნ. მ-მ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და უზრუნველყოფის ღონისძიების უცვლელად დატოვება იმაზე მითითებით, რომ მისთვის ცნობილი არ ყოფილა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 28 თებერვლის განჩინების თაობაზე, რომლითაც ძალაში დარჩა სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 20 იანვრის განჩინება. საჩივრის ავტორის განცხადებით მას, რომ ჩაჰბარებოდა აღნიშნული განჩინება, იგი გამოიყენებდა გასაჩივრების უფლებას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 6 აგვისტოს განჩინებით ნ. მ-ის საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 12 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971-ე მუხლის შესაბამისად, გადმოიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები და თვლის, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 15 მაისის განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 197¹-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო საჩივარს დასაბუთებულად და დასაშვებად მიიჩნევს, იგი აკმაყოფილებს მას. წინააღმდეგ შემთხვევაში საჩივარი საქმის მასალებთან ერთად სასამართლო განჩინების საფუძველზე გაეგზავნება ზემდგომ სასამართლოს განჩინების მიღებიდან 5 დღის ვადაში.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 197¹-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდქესის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

განსახილველ შემთხვევაში როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 14 მარტის განჩინებით გ. და დ. ხ-ების წარმომადგენელ ლ. მ-ის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 17 იანვრის განჩინება, ნ. მ-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხე გ. ხ-სა და დ. ხ-ს აეკრძალათ მათ საკუთრებაში არსებული უძრავ ქონებაზე მდებარე ქალაქი ბათუმი, ჩიხი ა-ა I, №3, რომლის საკადასტრო კოდია .....; დაზუსტებული ფართობი 400,00 კვ.მ., შენობა-ნაგებობის საერთო ფართი 504,00კვ.მ. (ზონა ბათუმი-..., სექტორი-..., კვარტალი-..., ნაკვეთი-...), სანივთო გარიგების დადება (ნასყიდობა, იპოთეკა, უზურფრუქტი, სერვიტუტი) და მასთან დაკავშირებით სარეგისტრაციო ჩანაწერში ცვლილების რეგისტრაცია.

საქმის მასალებით ირკვევა ასევე, რომ ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს 2014 წლის 17 იანვარს სარჩელით მიმართა ნ. მ-მ და მოითხოვა უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების გადაცემის ბათილობა, უძრავი ქონების თანასაკუთრებად ცნობა, 1/2-ის მოპასუხის (მოვალის) სახელზე აღრიცხვა და განქორწინების ბათილად ცნობა;

დადგენილია, რომ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 20 იანვრის განჩინებით ნ. მ-ს უარი ეთქვა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე, რაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 28 თებერვლის განჩინებით დარჩა უცვლელად და შევიდა კანონიერ ძალაში.

საკასაციო სასამართლო იზიარებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მასზე, რომ, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის გამო მხარეთა შორის დავა დასრულებულია, რაც შესულია კანონიერ ძალაში, გ. და დ. ხ-ების წარმომადგენლის მოთხოვნა სარჩელის უზრუნველოყოფის გაუქმების თაობაზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის შესაბამისად, საფუძვლიანი იყო, იგი კანონშესაბამისად იქნა დაკმაყოფილებული და, შესაბამისად, არ არსებობს აღნიშნული განჩინების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 197¹-ე , 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 12 ივნისის განჩინება;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თ. თოდრია

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური