საქმე №ას-1068-1021-2014 2 ოქტომბერი, 2015 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები 1. ა. რ. კ-ის უფლებამონაცვლე შპს „ა. ფ-ი“
2. შპს „ა. ჯ-ის“ უფლებამონაცვლე შპს „კ. კ-ი“
მოწინააღმდეგე მხარე _ 1. შპს „ა. ჯ-ი“ (მოსარჩელე)
2. ა. რ. კ-ი (შეგებებული სარჩელის ავტორი)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება
კასატორების მოთხოვნა – 1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით შპს „ა. ჯ-ის“ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით შპს „ა. ჯ-ის“ სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
შპს „ა. ჯ-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. რ. კ-ის მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის უსაფუძვლოდ მიღებული თანხის _ 371 000 ლარის, ამ თანხით სარგებლობის შედეგად მიღებული შემოსავლის _ 105 690 ლარისა და ვალდებულების შესრულებამდე ყოველდღიურად ზიანის _ დასაბრუნებელი თანხის 0,1%-ის დაკისრება.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
3. შეგებებული სარჩელის ავტორის მოთხოვნა:
ა. რ. კ-მა შეგებებული სარჩელით მოითხოვა შპს „ა. ჯ-ისათვის“ სხვადასხვა დროს უპროცენტო სესხად გადაცემული თანხის _ 26 257,5 ევროს დაკისრება
4. მოპასუხის პოზიცია შეგებებული სარჩელის მოთხოვნაზე:
შპს „ა. ჯ-მა“ უარყო მხარეთა შორის სესხის სამართლებრივი ურთიერთობა და აღნიშნა, რომ ჩარიცხული თანხები მას და შპს „ა. ფ-ს“ შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში თხილის ბიზნესის წარმოების თანხებს წარმოადგენდა, შესაბამისად, ითხოვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილებით შპს „ა. ჯ-ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ა. რ. კ-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 251 000 ლარისა და 26 370 ლარის გადახდა, სხვა ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მასვე უარი ეთქვა წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურებაზე. ამავე გადაწყვეტილებით ა. რ. კ-ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
6. აპელანტების მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა, შპს „ა. ჯ-მა“ მოითხოვა გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და მოპასუხისათვის დამატებით 105 690 ლარის დაკისრება, ხოლო ა. რ. კ-მა _ შპს „ა. ჯ-ის“ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ხოლო შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
7. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით შპს „ა. ჯ-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ა. რ. კ-ს შპს „ა. ჯ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა ძირითადი თანხის _ 251 000 ლარისა და ზიანის _ 62 750 ლარის გადახდა, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ა. რ. კ-ის შეგებებული სარჩელი ასევე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და შპს „ა. ჯ-ს“ ა. რ. კ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 26 257,5 ევროს გადახდა.
7.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ და სამართლებრივი დასაბუთება:
7.1.1. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2011 წლის 6 ივნისს შვეიცარიაში რეგისტრირებულ იქნა შპს „ა. ფ-ი“, რომლის 50% წილის მფლობელია ა. რ. კ-ი, ხოლო 50%-ისა ა. ტ-ა.
7.1.2. 2009 წელს ქ.ქუთაისში რეგისტრირებულ იქნა შპს „ა. გ-ია“. საწარმოს 80% წილის მესაკუთრე ა. რ. კ-ი, ხოლო 20%-ისა გ. კ-ია გახდა.
7.1.3. 2011 წლის 26 იანვარს დაფუძნდა „ს.-კ-ი“, რომლის 89% წილის მესაკუთრე ა. რ. კ-ი, ხოლო 11%-ისა _ ა. ტ-ა გახდნენ, დაფუძნებული საწარმოს დირექტორი იყო დ. ს-ე.
7.1.4. საქმეში წარმოდგენილი ა. რ. კ-ის, ბ. ვ-ას, დ. კ-ისა და დ. ს-ის დაკითხვის ოქმების საფუძველზე პალატამ დაადგინა, რომ 2011 წელს შპს „ა. ჯ-ის“ ანგარიშიდან ა. რ. კ-ის დავალებით გამოტანილი იქნა 251 000 ლარი და ეს თანხა შეტანილი იქნა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ს. კ-ის“ ანგარიშზე მისი პარტნიორების: ა. რ. კ-ისა და ა. ტ-ას შენატანების სახით.
7.1.5. საქმეში წარმოდგენილი ა. რ. კ-ის მიერ 2013 წლის 24 სექტემბერს გაცემული ცნობის თანახმად, ა. კ-ი ადასტურებდა, რომ 2011 წლის 22 თებერვალს, „ა. ჯ-ის“ დირექტორმა ბ. ვ-ამ მის ძმიშვილს _ დ. კ-ს გადასცა 251 000 ლარი, რომლიდან 250 000 ლარი იმ დღესვე შეტანილი იქნა „ს. კ-ში“ საწესდებო კაპიტა.ს შესავსებად.
7.1.6. გაზიარებულ იქნა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნა, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ შპს „ა. ჯ-ის“ ანგარიშზე არსებული თანხები რეალურად შპს „ა. გ-იას“ კუთვნილ თანხას და პროდუქციის ღირებულების ნაწილს წარმოადგენდა, რომელიც 2011 წლის დასაწყისიდან შპს „ა. ჯ-ში“ იქნა გადატანილი. საქმეში წარმოდგენილი ამონაწერი „პ. ბ-იდან“ ასახავდა თანხების მოძრაობას შპს „ა. ჯ-ში“ და შპს „ა. გ-იადან“ თანხის გადახდა არ ფიქსირდებოდა. ასეთი გარემოება არც შპს „ა. გ-იას“ საბ-ო ამონაწერით და არც სს „პროკ- ბ-ის“ მიერ გაცემული ცნობით არ დგინდებოდა. ამდენად, დაუსაბუთებელი იყო ა. რ. კ-ის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ თანხები, რომლებიც მას შპს „ა. ჯ-ისაგან“ გადაეცა, იყო მისი დაფუძნებული საწარმოს _ „ა. გ-იას“ კუთვნილი, რომელიც მას შპს „ა. ჯ-თან“ ერთობლივი საქმიანობიდან გამომდინარე ეკუთვნოდა. პალატამ, გარდა მტკიცებულებათა არარსებობისა, მიუთითა იმ გარემოებაზეც, რომ „ა. გ-ია“ არ იყო იმ საწარმოს დამფუძნებელი (იგულისხმება „ს. კ-ი“), რომლის საწესდებო კაპიტა.ს შევსებასაც მოხმარდა 250 000 ლარი. არანაირი ხეირი (სამართლებრივი თუ ფინანსური) სადავო თანხიდან შპს „ა. გ-იას“ არ მიუღია და არც დავა უწარმოებია ამ თანხებთან დაკავშირებით, გამომდინარე აღნიშნულიდან, სრულიად დაუდასტურებელი იყო მოპასუხის პოზიცია სადავო თანხების „ა. გ-იასადმი“ კუთვნილების შესახებ.
7.1.7. სასამართლომ ასევე დაუსაბუთებლად მიიჩნია შპს „ა. ჯ-ის“ მიერ 26 370 ლარის ა. რ. კ-ისათვის გადაცემის ფაქტი, რადგანაც დ. კ-ის დაკითხვის ოქმით ირკვეოდა, რომ დ. ს-ემ მას უარი უთხრა 40 000 ლარის უცხო პირზე გადაცემასთან დაკავშირებით, „ამიტომ მე ავიღებ თანხას თვითონ და გადავცემ თანხას ა.სო. მართლაც ასე მოიქცა და თანხა გადასცა ა. ვ-ას. ამის შემდეგ მე მალევე ვუთხარი ა. ვ-ას, რომ დაეფარა ეს თანხა. მართლაც ეს თანხა დ.ს გადასცეს ბ. ვ-ამ და დ. კ-მა“. აღნიშნული თანხა დაუბრუნდა დ. ს-ეს, რომელმაც დაფარა ზემოთაღნიშნული სესხი 15 000 აშშ დოლარის ოდენობით. სესხის დაფარვის ფაქტი პალატამ დაამყარა ასევე დ.ს-ის 2013 წლის 23 აპრილის მოწმედ დაკითხვის ოქმს, შესაბამისად, გამოირიცხებოდა შპს „ა. ჯ-ის“ მიმართ ა. რ. კ-ის დავა.ანების არსებობა 26 370 ლარის ოდენობით.
7.1.8. პალატის დასკვნით, ა. რ. კ-ის შეგებებული სარჩელი დასაბუთებული იყო, რადგანაც სს „ბ-ი რესპუბლიკას“ მიერ 2013 წლის 27 მაისს გაცემული ცნობის თანახმად, შპს „ა. ჯ-ის“ ანგარიშზე 2011 წლის 9 მარტიდან 2013 წლის 27 მაისის განმავლობაში ა. რ. კ-მა გადარიცხა 24 776 ევრო, სს „პ. ბ-ის“ მიერ გაცემული ცნობის თანახმად კი, შპს „ა. ჯ-ის“ ანგარიშზე 2010 წლის 19 ივნისიდან 2013 წლის 30 მაისამდე პერიოდში ...-სგან გადაირიცხა 1 481,5 ევრო.
7.1.9. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 316-ე და 317-ე მუხლების პირველი ნაწილებით და აღნიშნა, რომ რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობა მხარეთა შორის არ დასტურდებოდა, სამოქალაქო კოდექსის 385-ე მუხლის, ასევე 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად კი, სახეზე იყო უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი. სასამართლომ ასევე მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 981-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და იმ უდავო გარემოების გათვალისწინებით, რომ ა. კ-ის მიერ შპს „ა. ჯ-ის“ ანგარიშიდან 251 000 ლარის გამოტანიდან სარჩელის აღძვრამდე (2011 წლის 22 თებერვლიდან 2013 წლის 12 ოქტომბრამდე) 28 თვე იყო გასული, ა. რ. კ-ს შპს „ა. ჯ-ის“ სასარგებლოდ დააკისრა სადავო თანხის ყოველწლიური 10%-ის (სულ _ 62 750 ლარი) გადახდა.
7.1.10. არ იქნა გაზიარებული შეგებებული სარჩელის ავტორის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ თანხები, რომელზედაც იგი ედავება შპს „ა. ჯ-ს“ მის მიერ შპს „ა. ჯ-ისათვის“ სესხად გადაცემული თანხა იყო, რადგანაც ამ გარემოების დამადასტურებელი წერილობით მტკიცებულება მას არ წარუდგენია და არც მოწმის ჩვენებაზე მიუთითებია, თუმცა შპს „ა. ჯ-ი“ ამით პასუხისმგებლობისაგან არ თავისუფლდებოდა, რადგანაც ის ამ თანხებით უსაფუძვლოდ გამდიდრდა, საპირისპირო გარემოება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ამ უკანასკნელს არ დაუმტკიცებია.
8. კასატორების მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა, ა. რ. კ-მა მოითხოვა მისი შპს „ა. ჯ-ის“ სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ნაწილში მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით შპს „ა. ჯ-ის“ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ხოლო შპს „ა. ჯ-მა“ _ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, ასევე შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში მისი გაუქმება და ა. რ. კ-ისათვის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ხოლო თავდაპირველი სარჩელის დაკმაყოფილება (26 370 ლარის მოწინააღმდეგე მხარისათვის დაკისრება).
8.1. ა. რ. კ-ის საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
8.1.1. სააპელაციო პალატამ მხოლოდ ნაწილობრივ გამოასწორა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაშვებული უსწორობა და ძირითადი თანხის _ 251 000 ლარის დაკისრების ნაწილში გააუარესა ა. რ. კ-ის მდგომაროება ამ თანხის წლიური 10%-ის დაკისრებით. ძირითადი დარღვევა, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილებითაა დაშვებული, არის სასამართლოს დასკვნა, რომ 251 000 ლარის შპს „ა. გ-ისათვის“ კუთვნილება არ დასტურდებოდა საქმის მასალებით. შპს „ა. ჯ-სა“ და კასატორს შორის მართლაც არ არსებობს სამართლებრივი ურთიერთობა, თუმცა ეს ურთიერთობა რეალურად მოსარჩელესა და შპს „ა. გ-იას“ შორისაა და სადავო თანხაც სწორედ მას ეკუთვნოდა.
8.1.2. სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 976-991-ე მუხლები და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის საწინააღმდეგოდ, მოწმეთა ჩვენები არ მიიჩნია საკმარისად ორ იურიდიულ პირს შორის ერთობლივი საქმიანობის არსებობის ფაქტის დადგენისათვის. მოცემულ შემთხვევაში, თანხა უსაფუძვლოდ არ აღმოჩენილა შპს „ს. კ-ის“ საწესდებო კაპიტალში, რადგანაც ეს იყო შპს „ა. გ-იას“ გენერალური დირექტორისა და საკონტროლო პაკეტის მფლობელი პირის გადაწყვეტილება, რომელიც ამ უკანასკნელსა და მოსარჩელეს შორის არსებული ერთობლივი საქმიანობის ფარგლებში განხორციელდა. შპს „ა. ჯ-ი“ სასარჩელო მოთხოვნას სამოქალაქო კოდექსის 385-ე, 976-ე, 979-ე და 981-ე მუხლებზე ამყარებდა, თუმცა თანხის გადაცემა დ. კ-ისათვის ვალდებულების საფუძველზე განხორციელდა. კასატორი და დ.კ-ი თვლიდნენ, რომ მოწინააღმდეგე მხარეს შპს „ა. გ-ისათვის“ დასაბრუნებელი ჰქონდა მოთითებული თანხა. სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად კი, ამ თანხის უკან დაბრუნება გამორიცხულია. გასათვალისწინებელია, რომ 2011 წლის იანვარში შპს „ა. გ-ისაგან“ მოსარჩელემ აღურიცხავად მიიღო თანხა, რომელიც 2011 წლის 22 თებერვლამდე არ დაუბრუნებია. ეს თანხა ემსახურებოდა ბიზნესის დროებით გაერთიანებას. სწორედ ამიტომ დააბრუნა მოწინააღმდეგე მხარემ თანხა მოთხოვნისთანავე. ამგვარი ქმედება არ ეწინააღმდეგება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს, ხოლო სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლით განსაზღვრული ვალდებულების წარმოშობის არც ერთი საფუძველი მოსარჩელის მოთხოვნას არ გააჩნია. მითითებული გარემოებები ადასტურებს მოწინააღმდეგე მხარესა და შპს „ა. გ-იას“ შორის სამოქალაქო კოდექსის 930-ე-940-ე მუხლებით განსაზღვრული ურთიერთობის არსებობას, გარდა აღნიშნულისა, გასათვალისწინებელია ამავე კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულების არსებობა. ამ თვალსაზრისით სრულიად დაუსაბუთებელია სააპელაციო პალატის დასკვნები, რომ შპს „ა. გ-ია“ არ არის შპს „ს. კ-ის“ დამფუძნებელი და მას ამ ანგარიშსწორებით არავითარი სარგებელი არ მიუღია, რადგანაც, როგორც ერთი, ისე, მეორე საწარმოს დამფუძნებელი და საკონტროლო პაკეტის მფლობელი კასატორია.
8.1.3. მოსარჩელეს სარჩელში არ მიუთითებია, რომ 251 000 ლარის კასატორისათვის მიცემა მოხდა შეცდომით ან უზუსტობის გამო, სააპელაციო სასამართლოში მან დააზუსტა მოთხოვნის საფუძველი და განმარტა, რომ თანხის მოწინააღმდეგე მხარისათვის გადაცემის საფუძველი ნდობა იყო, შემდეგ ისიც განმარტა, რომ შესაძლებელი იყო, ეს ყოფილიყო სესხი. ამ საკითხის დადგენა საკვანძო მნიშვნელობისაა, ხოლო სასამართლომ არ შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ფაქტების კონსტანტაციის მასალები, სადაც ა. ვ-ა განმარტავს, რომ ორგანიზაციის დაფუძნებისას გამოყენებული თანხა ერთობლივი საქმიანობის თანხაა და სანაცვლოდ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას უნდა გადაეფორმებინა მისი წილი, რასაც „აჟიოტაჟი“ მოჰყვა, ასევე შეფასება არ მისცემია გაზეთ „ეკონომიკურ პალიტრაში“ გამოქვეყნებული ა. ვ-ას ინტერვიუს.
8.1.4. კასატორმა სადავოდ მიჩნეული სასამართლოს დასკვნის საწინააღმდეგოდ, რომ შპს „ა. გ-იასა“ და მოსარჩელეს შორის ერთობლივი საქმიანობა არ დასტურდებოდა, მიუთითა ა. ვ-ას მიმართ ნაწარმოები სისხლის სამართლის საქმეზე და აღნიშნა, რომ სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ შპს „ა. გ-იას“ თავდაპირველად ჰყავდა ორი დამფუძნებელი. სადავო 251 000 ლარი ა. კ-მა კი არ განკარგა, მან ეს თანხა, როგორც შპს „ა. გ-იას“ წარმომადგენელმა მოითხოვა და სწორედ ამიტომ გადასცა ბ. ვ-ამ ყოველგვარი დოკუმენტაციის გაფორმების გარეშე, ამასთანავე, შპს „ა. გ-იას“ ფუნქციონირების შეწყვეტის გამო, მისი წილი პროდუქცია, რომელიც ინახებოდა ფ. კ-ს საწარმოში, დოკუმენტების გაფორმების გარეშე გადატანილ იქნა შპს „ა. ჯ-ის“ კუთვნილ ქარხანაში მისი შემდგომი გადამუშავება-რეალიზაციისათვის, ამავე მიზნით მოსარჩელე საწარმოს ფაქტობრივ დირექტორს _ ა. ვ-ას ასევე გადაეცა თანხა შპს „ა. გ-იასაგან“ ნაწილი გადარიცხვით, ნაწილი _ ნაღდი ფულის სახით. მატერიალური სახსრების ამგვარ განკარგვას ქართული კანონმდებლობა არ კრძალავს. ასეთ დროს მტკიცებულებად დასაშვებია, მთ შორის, მოწმის ჩვენების გამოყენებაც. ქვემდგომმა სასამართლოებმა სწორედ ამ ფორმით გადაცემული თანხის დაბრუნება ჩაუთვალა კასატორს უსაფუძვლო გამდიდრებად. ამასთანავე, შეფასება არ მისცემია იმ გარემოებას, რომ შპს „ა. გ-იას“ წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის ძმას _ გ.კ-იას გადაეცა შპს „ა. ჯ-ის“ 50%-იანი წილი. შპს „ა. გ-იას“ საგადასახადო შემოწმებისა და შეწყვეტილი სისხლის სამართლის საქმის მასალებით, ასევე ბუღალტრული მასალებით არ დასტურდება შპს „ა. გ-იას“ ნაშთად დარჩენილი თხილის წარმოება. თანხის შპს „ა. გ-იასათვის“ კუთვნილების დადასტურების მიზნით კასატორმა მიუთითა ა. ვ-ას ბრალდების საქმეზე მოწმედ დაკითხული პირების: გ. კ-იას, გ. კ-იას, დ. კ-ის, ფ. კ-ს, ა. რ. კ-ის ჩვენებებზე, ასევე ამონაწერზე შპს „ა. გ-იას“ საბ-ო ანგარიშებიდან, ამასთანავე აღნიშნა, რომ თხილის პროდუქციის შპს „ა. ჯ-ში“ გადატანა-გადამუშავებას არც ბრალდებული ა. ვ-ა უარყოფდა გამოძიებისათვის 2013 წლის 26 აპრილს მიცემულ ჩვენებაში. სასამართლოს არ შეუფასებია ა. რ. კ-ის 2011 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილება, რომლითაც 250 000 ლარის შპს „ა. გ-იასადმი“ კუთვნილების ფაქტი უდავოდ დასტურდება. სადავო გარემოების დადასტურების მიზნით საგულისხმოა ასევე წინასწარი გამოძიებისას შპს „ს. კ-ის“ დირექტორ დ. ს-ის მიერ მიცემული ჩვენება.
8.1.5. 2010 წლის სექტემბრიდან, საგადასახადო შემოწმების დაწყებიდან შპს „ა. გ-იას“ ბუღალტრულად არ უფიქსირდება საქონლის რეალიზაცია, რასაც ერთადერთი გონივრული ახსნა გააჩნია _ ნაშთად არსებული პროდუქცია მთლიანად იქნა გადატანილი მოწინააღმდეგე მხარის საწარმოში. ამავე საწარმოს ბუღალტრის _ ნ. დ-ას ჩვენებით კი, დამატებით დგინდება 2010 წლის სექტემბრიდან შპს „ა. ჯ-ისა“ და შპს „ა. გ-იას“ ერთობლივი საქმიანობა, ასევე ის გარემოება, რომ მოსარჩელეს 2011 წლის დასაწყისისათვის ფულადი თანხა სალაროსა და საბანკო ანგარიშებზე არ გააჩნდა. ამდენად, სასამართლოს დასკვნა ა. რ. კ-ის უსაფუძვლოდ გამდიდრების თაობაზე დაუსაბუთებელია, რაც ასევე გამორიცხავს ამ თანხაზე წლიური 10%-ის დაკისრების კანონიერებას.
8.2. შპს „ა. ჯ-ის“ საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
8.2.1. სააპელაციო სასამართლოს ერთობლიობაში არ შეუფასებია მტკიცებულებები, რის გამოც გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია. არასწორია სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ მხარეთა შორის არსებობდა სასესხო ურთიერთობა. შპს „ა. ჯ-ის“ მიერ მოწინააღმდეგე მხარისათვის 26 370 ლარის გადაცემას ადასტურებს არაერთი მტკიცებულება, მათ შორის ა. კ-ის ძმიშვილის _ დ.კ-ის ჩვენება სისხლის სამართლის საქმეზე; თავად მოწინააღმდეგე მხარის მიერ წინასწარი გამოძიებისას მიცემული ჩვენება; შპს „ს. კ-ის“ დირექტორ დ. ს-ის განმარტება ამავე სისხლის სამართლის საქმეზე.
8.2.2. მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება მოწინააღმდეგე მხარის დავალებით შპს „ა. ჯ-ის“ მიერ მოწინააღმდეგე მხარის მითითებული პირისათვის 26 370 ლარის გადაცემა, რასაც აღიარებს, როგორც ა. რ. კ-ი, ისე დ. ს-ე. სააპელაციო სასამართლომ არასწორად არ გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე, ასევე სამოქალაქო კოდექსის 385-ე და 991-ე მუხლები. სასამართლოს შეფასების უსწორობას ამტკიცებს ის, რომ კასატორი საწარმოდან თანხის გატანა, ამ თანხის მოწინააღმდეგე მხარის უფლებამოსილი პირისათვის გადაცემა და ა. კ-ის კუთვნილ შპს „ს. კ-ში“ გადაცემა სადავოს არ წარმოადგენს.
8.2.3. სააპელაციო პალატამ ისე მიიღო გადაწყვეტილება შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე, რომ არ დაუსაბუთებია, თუ რატომ მიიჩნევდა, რომ ა. რ. კ-ის მიერ გადაცემული თანხა წარმოადგენდა სესხს და არა ერთობლივი საქმიანობიდან გამომდინარე მიწოდებული პროდუქციის ღირებულებას. მითითებული გარემოება მტკიცდება „ბ-ი რ-ის“ 2013 წლის 27 მაისისა და „პ. ბ-ის“ 2013 წლის 30 მაისის ცნობებით, სადაც საყურადღებოა ის გარემოება, რომ „ბ-ი რ-ას“ ცნობაში თანხის გადამრიცხველად მითითებულია მოწინააღმდეგე მხარე და შპს „ა. ფ-ის“ იურიდიული მისამართი. შპს „ა. ფ-ი“ წარმოადგენდა იმ საწარმოს, რომელთანაც ერთობლივ საქმიანობას აწარმოებდა კასატორი. რაც შეეხება „პ. ბ-ის“ ცნობას, აქ გადარიცხვის განმახორციელებელ პირად ასევე მოწინააღმდეგე მხარეა მითითებული და დამატებით აღნიშნულია „სადგურის მაღაზია“. ამ მითითებების მიზანი სწორედ მიწოდებული პროდუქციის ღირებულების ანაზღაურება იყო. შპს „ა. ფ-ის“ მიერ აღძრული სარჩელით ირკვევა, რომ მოსარჩელე აერთიანებს, როგორც უშუალოდ მისი, ისე დირექტორის ანგარიშიდან კასატორისათვის გადარიცხულ თანხებს და ამგვარად აყალიბებს სასარჩელო მოთხოვნას. ის გარემოება, რომ მხარეთა შორის არ არსებობდა სესხზე შეთანხმება, დასტურდება საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით. სადავო დასკვნის გაკეთებისას სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო კოდექსის 624-ე და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნები.
8.2.4. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად არ შეაფასა მას და შპს „ა. ფ-ს“ შორის არსებული ერთობლივი საქმიანობა, რომლის ფარგლებშიც შპს „ა. ჯ-ი“ შპს „ა. ფ-ს“ აწვდიდა თხილის პროდუქციას, რომლის რეალიზაციასაც შპს „ა. ფ-ი“ აწარმოებდა, ხოლო თანხას ურიცხავდა კასატორს, ამასთან, სწორედ შპს „ა. ფ-ი“ უზრუნველყოფდა შესყიდვის წინასწარ დაფინანსებას, რასაც ხშირად ვერ ახერხებდა. გარდა აღნიშნულისა, სასამართლომ არასწორად დაადგინა ა. რ. კ-ისათვის კასატორის მიერ თანხის გადაუხდელობის ფაქტი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა, საკასაციო პრეტენზიები და მიიჩნევს, რომ კასატორთა მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
1.1. განსახილველ დავაზე ძირითადი სარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოდ გადახდილი თანხის ანაზღაურება და ამ თანხით მიღებული სარგებლის დაბრუნებაა, ხოლო შეგებებული სარჩელით მოთხოვნილია უპროცენტო სესხად გაცემული თანხის გამსესხებლის სასარგებლოდ დაკისრება.
1.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სააპელაციო პალატამ, როგორც ძირითად, ისე შეგებებულ სარჩელზე დაადგინა, რომ სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა ვალდებულება უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარეობდა, კერძოდ, შპს „ა. ჯ-სა“ და ა. რ. კ-ს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა არ დასტურდებოდა, ასევე დადგენილად ცნო, რომ შეგებებული სარჩელის ავტორს სესხის ხელშეკრულების ფარგლებში არ გადაუცია მოთხოვნილი თანხები შპს „ა. ჯ-ისათვის“.
1.3. კასატორები არ ეთანხმებიან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეფასებებსა და დასკვნებს, როგორც სარჩელის დაკმაყოფილების, ისე დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, თუმცა ვიდრე სასამართლო შეუდგებოდეს საკასაციო საჩივრებში მითითებული პრეტენზიების შემოწმებას და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფარდებას მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებთან, აუცილებელია პასუხი გაეცეს მთავარ კითხვებს – ვინ?, ვისგან?, რას?, რის საფუძველზე ითხოვს?. პირველი ორი კითხვა სათანადო მხარესთან მიმართებაში იძლევა პასუხს, მესამე – მოთხოვნასთან მიმართებაში, ხოლო მეოთხე – მოთხოვნის საფუძველთან მიმართებაში. დასმულ კითხვებზე პასუხის გასაცემად ამოსავალია მოსარჩელისა და მოპასუხის მიერ სარჩელსა და შესაგებელში მითითებული გარემოებები. ამასთან, პრაქტიკული თვალსაზრისით პირველ რიგში უნდა შემოწმდეს სარჩელი ფორმალურ-სამართლებრივად დასაბუთებულია თუ არა, ანუ მითითებული გარემოებების დადასტურებულად მიჩნევის შემთხვევაში, დადგება თუ არა ის შედეგი, რომლის მიღწევაც სურს მოსარჩელეს. მხოლდ ამის შემდეგ ღირს მოპასუხის სტადიაზე გადასვლა.
1.4. შპს „ა. ჯ-ის“ მიერ აღძრული სარჩელის თანახმად, ის ფიზიკური პირის _ ა. რ. კ-ისათვის თანხის დაკისრებას ითხოვს შემდეგი საფუძვლებით: შპს „ა. ჯ-სა“ და შპს „ა. ფ-ს“ შორის, რომლის დამფუძნებელი და დირექტორიც ა. რ. კ-ია, არსებობდა ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულება; ერთობლივი საქმიანობის ფარგლებში საქართველოში ხდებოდა პროდუქციის (თხილის) შეძენა, გადამუშავება და ექსპორტი; შპს „ა. ფ-მა“ ვერ უზრუნველყო პროდუქციის შეძენის დაფინანსება; მხარეთა შორის წარმოიშვა უთანხმოება, რამაც გამოიწვია დამატებითი ხარჯები, ამასთანავე, ერთ-ერთი მიწოდება აღმოჩნდა ნაკლიანი; მოპასუხემ მოითხოვა ჩარიცხულ თანხასა და მიწოდებულ პროდუქციას შორის არსებული სხვაობის ანაზღაურება, ასევე უარყო მხარეთა შორის ერთობლივი საქმიანობის პირობები (მოგების კომპენსირების, ასევე შპს „ა. ფ-ში“ წილების გადაცემის თაობაზე); 2013 წლის იანვარში, მოპასუხის განცხადების საფუძველზე, ა. ვ-ას მიმართ 410 210 ლარის მითვისების ფაქტზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე; შპს „ა. ფ-მა“ სასამართლოს წესით მოითხოვა შპს „ა. ჯ-ისათვის“ თანხის დაკისრება; საპასუხო სარჩელით ა. ვ-ამ ასევე მოითხოვა შპს „ა. ფ-ისათვის“ თანხის დაკისრება; 2011 წელს მოპასუხემ მოსარჩელისაგან მიიღო 371 000 ლარი, თუმცა ამ თანხას არ უთვლის შპს „ა. ჯ-ს“ ანგარიშსწორებაში იმ საფუძვლით, რომ შესრულება ა. რ. კ-მა მიიღო როგორც ფიზიკურმა პირმა და არა როგორც შპს „ა. ფ-ის“ დირექტორმა. მოსარჩელის განმარტებით, სადავო თანხა სამ ეტაპადაა გადახდილი, კერძოდ, 2011 წლის 22 თებერვალს, მოპასუხის მითითების შესაბამისად, შპს „ა. ჯ-ის“ დირექტორმა ბ. ვ-ამ საზოგადოების ანგარიშიდან გაიტანა 251 000 ლარი, საიდანაც ნაწილი _ 250 000 ლარი მოპასუხის მოთხოვნით, შეტანილ იქნა შპს „ს. კ-ის“ ანგარიშზე ბ-ში, ხოლო 1 000 ლარი დაიტოვა მოპასუხის ნათესავმა დ. კ-მა; 2011 წლის 27 სექტემბერს, ა. რ. კ-ის დავალებით, 80 000 ლარი გადაეცა გ. კ-იას შპს „ა. გ-იას“ საგადასახადო დავალიანების გასასტუმრებლად; შპს „ა. ჯ-ის“ სალაროდან გატანილი თანხა _ 40 000 ლარი ბ. ვ-ამ გადასცა ა.რ.კ-ის წარმომადგენელ დ.კ-ს, რომელმაც ეს თანხა გადასცა „ს. კ-ის“ დირექტორს. გადაცემული თანხები მოსარჩელეს არ დაბრუნებია, თუმცა ამ თანხაზე წლიური 18%-ის დარიცხვით მიღებულმა სარგებელმა და ზარალმა შეადგინა 154 410 ლარი, შესაბამისად, მოსარჩელე იძულებულ იყო თანხები შემოსავალში აეღო, შედეგად დასაბეგრმა მოგებამ 23 162 ლარი შეადგინა.
1.5. სარჩელის წინააღმდეგ ა. რ. კ-მა კვალიფიციური შედავება წარადგინა და განმარტა, რომ 251 000 ლარი წარმოადგენს შპს „ა. გ-იას“ კუთვნილ თანხას, რომელიც საგადასახადო შემოწმების პერიოდში სათანადო დოკუმენტების გაფორმების გარეშე დროებით გადატანილ იქნა მოსარჩელე საწარმოში, 80 000 ლარის გადაცემა მოპასუხემ უარყო, ხოლო 40 000 ლართან მიმართებით განმარტა, რომ ეს თანხა იყო შპს „ს. კ-იდან“ სესხად გაცემული თანხა, რომელიც, ა. რ. კ-ის მითითების საფუძველზე, შპს „ს. კ-ის“ დირექტორმა საკუთარი ქონების უზრუნველყოფით აიღო სესხად და გადასცა ა. ვ-ას.
1.6. პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ 80 000 ლარის, ასევე 40 000 ლარიდან 13 630 ლარის ნაწილში მხარეთა მოთხოვნების კანონიერება საკასაციო შეფასების საგანი ვერ გახდება, ვინაიდან ამ ნაწილში საქალაქო სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა და გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა. რაც შეეხება დარჩენილი თანხების მოთხოვნის ნაწილში შპს „ა. ჯ-ის“ სარჩელის კანონიერებას, საკასაციო პალატა განმარტავს შემდეგს:
1.6.1. სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების ფორმალური საფუძვლიანობის შესწავლის გზით, შესაძლოა, ვივარაუდოთ, რომ სახეზეა შესრულების კონდიქციიდან გამომდინარე თანხის დაკისრების მოთხოვნა. ამ კუთხით სააპელაციო პალატამ მართებულად მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე. მითითებული ნორმის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში. საკასაციო პალატის მოსაზრებით, შესრულების კონდიქციის მიზნებისათვის, შესრულებაში იგულისხმება სხვა პირის ქონების შეგნებულად და მიზანმიმართულად გაზრდა, ვინაიდან ამით ვალდებულების შესრულება უნდა განხორციელდეს. შესრულების კონდიქციისას შემსრულებელი ახორციელებს არარსებული, ბათილი ან არშემდგარი ვალდებულების შესრულებას. ასეთ შემთხვევაში, მოსარჩელემ უნდა მიუთითოს და დაამტკიცოს ფაქტობრივი გარემოებები იმის თაობაზე, რომ სახეზეა მოთხოვნის მარეგულირებელი ნორმის შემდეგი ელემენტები: შესრულება (სამართლებრივი სიკეთის ვითომ-კ-ორისათვის გადაცემა); ამ შესრულების განხორციელების ფაქტობრივი საფუძველი, ანუ რა ვალდებულებას მოიაზრებდა მოსარჩელე, როდესაც მიმღებს გადასცემდა ქონებას; განხორციელებული გადაცემის ფაქტობრივი საფუძვლის არარსებობა/შეწყვეტა.
1.6.2. უდავოდაა გასათვალისწინებელი ის გარემოება, რომ უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების გამოყენება ხდება მოთხოვნის სხვა საფუძვლებთან სუბსიდიალურად, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ არსებობს სასარჩელო მოთხოვნის შესაძლო დაკმაყოფილების სახელშეკრულებო ან სხვა კანონისმიერი საფუძველი (მოთხოვნათა კონკურენცია), უსაფუძვლო გამდიდრების სამართლის ნორმების, როგორც მოთხოვნის საფუძვლის გამოყენება, ბოლოს უნდა განხორციელდეს, ანუ მას შემდეგ რაც გამოირიცხება მოთხოვნის დაკმაყოფილება სახელშეკრულებო ან სხვა კანონისმიერი საფუძვლებიდან.
1.6.3. მიუხედავად იმისა, თუ რამდენად აბათილებს და უარყოფს მოპასუხე შესაგებლით მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული არ ათავისუფლებს მოსარჩელეს, ამტკიცოს შესრულების კონდიქციის ფაქტობრივი შემადგენლობა, ანუ მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა მიუთითოს და დაამტკიცოს ფაქტობრივი გარემოება, თუ რა სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარეობდა შპს „ა. ჯ-იდან“ თანხების გადინება, სხვაგვარად რომ ვთქვათ, არსებულ ვითარებაში მოსარჩელემ უნდა გააქარწყლოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილით დაშვებული კანონისმიერი პრეზუმფცია, რომლის თანახმადაც ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს შპს „ა. ჯ-ის“ საკასაციო პრეტენზიას, რომლის თანახმადაც მოსარჩელე ერთობლივ საქმიანობას აწარმოებდა შპს „ა. გ-იასთან“, რადგანაც სარჩელში იგი უთითებდა ამგვარი ურთიერთობის არსებობაზე შპს „ა. ფ-თან“. შპს „ა. გ-იასთან“ ერთობლივი საქმიანობის განხორციელებაზე, როგორც ახალ გარემოებაზე, საკასაციო პალატა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე ვერ იმსჯელებს.
1.7. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ შპს „ა. ჯ-ის“ მიერ ა. რ. კ-ისათვის თანხების სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გადაცემის ფაქტი დაადგინა იმგვარად, რომ მას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით არ შეუსწავლია საქმის მასალები, არ გამოუკვლევია და დამაჯერებლად არ უარუყვია ფაქტობრივი გარემოება მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის თაობაზე. სააპელაციო სასამართლომ არ გამოარკვია თუ რა ვალდებულების ფარგლებში ითხოვდა შპს „ა. ჯ-ი“ ა. რ. კ-ისათვის გადაცემული თანხების ჩათვლას, რასაც მოცემული დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა აქვს. ამ მიზნით სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 128-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილება, რომლის თანახმადაც, მოსამართლეს უფლება აქვს შეკითხვები მისცეს მხარეებს, რომლებიც ხელს შეუწყობენ საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულად და ზუსტად განსაზღვრას, მათ დასადასტურებლად მტკიცებულებათა გამოვლენას და სასამართლოში წარდგენას, მათი უტყუარობის გამორკვევას.
1.8. მხოლოდ ამ საკითხების დაზუსტების შემდეგ უნდა შემოწმებულიყო მოპასუხის შესაგებელში გამოთქმული მოსაზრებები თანხის სხვა ვალდებულების (საგადასახადო შემოწმების პერიოდში შპს „ა. გ-იას“ მატერიალური სახსრების შპს „ა. ჯ-ში“ დროებით გადატანა და ამ აქტივების ა. რ. კ-ის მეშვეობით მესაკუთრისათვის (შპს „ა. გ-იასათვის“) დაბრუნება) ფარგლებში გადახდის თაობაზე. აქვე საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორ ა. რ. კ-ის მტკიცებას, იურიდიულ პირებს შორის განხორციელებული ოპერაციების ლეგიტიმურად მიჩნევის თაობაზე, რომლის თანახმადაც, ერთ იურიდიულ პირს შეუძლია ყოველგვარი იურიდიული თუ საბუღალტრო დოკუმენტაციის გარეშე გადასცეს მეორე იურიდიულ პირს აქტივები, თუმცა ასეთი საქმის მასალებით არ დასტურდება. ამასთან, სამეწარმეო სუბიექტებს შორის ამგვარი ურთიერთობის დაშვება ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს, კერძოდ, საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვა.სწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. რაც შეეხება ამ კუთხით ა. რ. კ-ის საკასაციო საჩივარში გამოთქმულ პრეტენზიებს მტკიცებულებათა არასწორად შეფასების თაობაზე, იგი სისხლის სამართლის საქმეზე მიცემულ მოწმეთა ჩვენებებს ემყარება, რომელთა შეფასებისას სააპელაციო სასამართლოს არ დაურღვევია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე და 105-ე მუხლებით დადგენილი მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტი.
1.9. რაც შეეხება წინამდებარე დავის ფარგლებში აღძრულ შეგებებულ სარჩელს, იგი ემყარება ა. რ. კ-ის მიერ შპს „ა. ჯ-ის“ ანგარიშზე 2011 წლის 9 მარტიდან 2013 წლის 27 მაისამდე ჩარიცხულ 24 776 ევროსა და 2010 წლის 19 ივნისიდან 2013 წლის 30 მაისამდე ჩარიცხულ 1 481,5 ევროს. შეგებებული სარჩელის თანახმად, ეს თანხა წარმოადგენდა 2 წლის ვადით შპს „ა. ჯ-ისათვის“ უპროცენტოდ ნასესხებ თანხას, რომელსაც მოპასუხე არ აბრუნებდა.
1.9.1. წარმოდგენილი შესაგებლის ფარგლებში, შპს „ა. ჯ-ი“ განმარტავს, რომ თანხების ჩარიცხვა შპს „ა. ფ-სა“ და შპს „ა. ჯ-ს“ შორის არსებული სხვა ურთიერთობით (თხილის შესყიდვა, გადამუშავება და ექსპორტი) იყო განპირობებული და ამ თანხებს ხან ა. კ-ი და ხან _ შპს „ა. ფ-ი“ რიცხავდა. საკასაციო პალატის მოსაზრებით, მოპასუხის აღნიშნული პოზიცია უნდა განვიხილოთ, როგორც მოთხოვნის შემწყვეტი შესაგებელი, რაც საფუძველს აცლის ა.რ.კ-ის მითითებულ პრეტენზიებს. შესაგებელში გამოთქმული განმარტებები იმდენად არსებითია, რომ მისი დადასტურების შემთხვევაში, გამოირიცხება, როგორც სასესხო, ისე უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების გამოყენება.
1.10. სააპელაციო სასამართლოს ამ კუთხით შპს „ა. ჯ-ის“ შესაგებლის საფუძვლები არ შეუმოწმებია, არც სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობაზე და არც იმ გარემოებაზე უმსჯელია, თუ ვის მიერ იყო შესრულებული გადარიცხვები და რით იყო ამ თანხის გადაცემა განპირობებული. მან ყოველგვარი დასაბუთების გარეშე დაადასტურა როგორც ა. კ-ის მიერ თანხის ჩარიცხვის ფაქტი, ისე ამ ჩარიცხვის სამართლებრივი საფუძვლის არარსებობა და დაადგინა შესრულების კონდიქციიდან გამომდინარე შპს „ა. ჯ-ისათვის“ 26 257,5 ევროს შეგებებული სარჩელის ავტორის სასარგებლოდ დაკისრების ვალდებულება. საკასაციო პალატა თვლის, რომ ქვემდგომი სასამართლოს დასკვნები არც ამ ნაწილში ემყარება საქმის მასალების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ კვლევას (სსსკ 105-ე მუხლი). იმ პირობებში, თუკი არ დადგინდება ნასყიდობის სამართლებრივი ურთიერთობების ფარგლებში სადავო თანხის გადაცემა, სასამართლომ ასევე უნდა იმსჯელოს, მხოლოდ თანხის გადაცემა ხომ არ იძლევა მხარეთა შორის სესხის ზეპირად დადების პრეზუმფციას, რადგანაც სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.
1.11. საკასაციო პალატა ვერ იმსჯელებს და ვერ შეაფასებს ა. რ. კ-ის პრეტენზიას მისთვის ზიანის ანგარიშში უსაფუძვლოდ მიღებული თანხის პროცენტის დაკისრების თაობაზე, რადგანაც, მოცემულ შემთხვევაში, გამოსაკვლევია კონდიქციური ვალდებულებიდან გამომდინარე ძირითადი სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლების ნამდვილობა, რომლის გარეშეც შეუძლებელია იმის განსაზღვრა, თუ რამდენად მართებულად დაეკისრა კასატორს შპს „ა. ჯ-ის“ მიერ მოთხოვნილ თანხაზე სარგებელის გადახდის ვალდებულება. სამოქალაქო კოდექსის 981-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული იურიდიული შედეგის მიღწევისათვის სავალდებულოა დგინდებოდეს თავად ქონების უსაფუძვლოდ მიღების ფაქტი.
1.12. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვა.სწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. ამავე კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. მოცემული ნორმის ანა.ზისა და წინამდებარე განჩინებაში ჩამოყა.ბებული დასაბუთების გათვა.სწინებით, სააპელაციო სასამართლომ უნდა შეაფასოს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად, დაადგინოს დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვენლობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და მხოლოდ ამის შემდეგ განსაზღვროს უფლების საკითხი.
2. საპროცესო უფლებამონაცვლეობა:
2.1. პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს საკასაციო განხილვისას დაშვებულ საპროცესო უფლებამონაცვლეობის საკითხზეც, კერძოდ, საკასაციო პალატას მომართა შპს „ა. ჯ-ის“ წარმომადგენელმა და განცხადებას დაურთო 2015 წლის 2 მარტის ხელშეკრულება მოთხოვნათა დათმობის თაობაზე. ხელშეკრულების თანახმად, შპს „ა. ჯ-მა“ შპს „კ. კ-ს“, მის მიმართ არსებული დავალიანების სანაცვლოდ, დაუთმო წინამდებარე დავაზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილებით ა. რ. კ-ისათვის დაკისრებული თანხის მოთხოვნის უფლება, რის გამოც შპს „კ. კ-მა“ ამ მოთხოვნის საფუძველზე წარმოშობილ ურთიერთობაში ჩაანაცვლა შპს „ა. ჯ-ი“.
2.2. სასამართლოს ასევე მომართა შუამდგომლობით ა. რ. კ-მა და მოითხოვა მის უფლებამონაცვლედ საქმეში შპს „ა. ფ-ის“ დაშვება. შუამდგომლობის საფუძვლიანობა დასაბუთებულია 2015 წლის 24 თებერვლის მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულებით, რომლის თანახმადაც ა. რ. კ-ის მიმართ, ზეპირი სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „ა. ფ-ს“ გააჩნდა დავალიანება; ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 2014 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს „ა. ჯ-ს“ შპს „ა. ფ-ის“ სასარგებლოდ ეკისრებოდა 410 210 ლარის, 5 000 ლარისა და 200 200 ევროს გადახდა. წინამდებარე საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით შპს „ა. ჯ-ს“ ა. რ. კ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 26 257,5 ევროს გადახდა. შპს „ა. ფ-მა“ ა. რ. კ-ს დაუთმო კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მის სასარგებლოდ შპს „ა. ჯ-ისათვის“ დაკისრებული თანხა და 120 000 ევროს ნაწილში მათ შორის არსებული სასესხო ურთიერთობა შეწყდა, ხოლო კასატორმა შპს „ა. ფ-ს“ დაუთმო წინამდებარე დავის ფარგლებში მოგებული თანხის მოთხოვნის უფლება.
2.3. როგორც ერთ, ისე, მეორე შემთხვევაში, საკასაციო პალატამ მიჩნია, რომ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით განსაზღვრული საპროცესო უფლებამონაცვლეობის დაშვების საფუძველი და 2015 წლის 6 აპრილისა და 16 სექტემბრის განჩინებებით განცხადებები დაკმაყოფილდა, თუმცა საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას, რომ ორივე პირის უფლებამონაცვლეობის საფუძველი მხოლოდ სამოქალაქო კოდექსის 199-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნის დათმობის ურთიერთობაა იმგვარად, რომ სახეზე არ გვაქვს ამავე კოდექსის 203-ე მუხლით განსაზღვრული ვა.ს გადაკისრება, შესაბამისად, საკასაციო პალატის ზემოხსენებული განჩინებებით დაშვებული უფლებამონაცვლეობა მხოლოდ კნკრეტორულ მოთხოვნებს შეეხება და ურთიერთსარჩელებზე მოპასუხეებად კვლავ შპს „ა. ჯ-ი“ და ა. რ. კ-ი რჩებიან.
3. საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები:
3.1. 2015 წლის 28 ივლისს საკასაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ა. რ. კ-ის წარმომადგენელმა გ. გ-ემ, წარმოადგინა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 6 ივლისის განაჩენი ა. ვ-ას მიმართ და იშუამდგომლა მისი საქმისათვის დართვის თაობაზე.
3.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახა. მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება, ამავე კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვთ. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს შუამდგომლობის გაზიარების საფუძველი, შესაბამისად, მის ავტორს უნდა დაუბრუნდეს წარმოდგენილი განაჩენი 18 (თვრამეტი) ფურცლად.
4. სასამართლო ხარჯები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. ზემოაღნიშნულის გათვა.სწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმის ხელახლა განხილვისას სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანისას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა. რ. კ-ის უფლებამონაცვლე შპს „ა. ფ-ის“ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
2. შპს „ა. ჯ-ის“ უფლებამონაცვლე შპს „კ. კ-ის“ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
3. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
4. ა. რ. კ-ს დაუბრუნდეს 2015 წლის 28 ივლისის #ა-2927-15 განცხადებაზე დართული განაჩენის ასლი 18 (თვრამეტი) ფურცლად.
5. საკასაციო საჩივრებზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
6. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე