№ას-1082-1032-2014 6 იანვარი, 2015 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორი – შპს „ა. ბ. ე. ს.“
მოწინააღმდეგე მხარე - ლ. ლ-ე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 18 ივლისის განჩინება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით ლ. ლ-ის განცხადება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ყადაღა დაედო შპს „ა. ბ. ე. ს-ს“ სახელზე რეგისტრირებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებს, რომელთა რეკვიზიტებია: 1) მარკა მოდელი – TOYOTA 4-RUNNER, გამოშვების წელი – 2003, სახელმწიფო ნომერი -......, საიდენტეფიკაციო ნომერი –..............., ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა – AV1241698; 2) მარკა მოდელი – MITSUBISHI PAJERO 3500V6/24V, გამოშვების წელი – 1997, სახელმწიფო ნომერი – ............, საიდენტეფიკაციო ნომერი შასი ............; ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა – AV6140674.
2014 წლის 17 ივლისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა ლ. ლ-ის წარმომადგენელმა ნ. ჭ-მა და მოითხოვა ზემოაღნიშნული განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლა, კერძოდ, განმცხადებლის განმარტებით, აღსრულების ეროვნულ ბიუროს წერილით ეცნობა, რომ მის წარმოებაში იყო 2014 წლის 30 მაისს გაცემული გადახდის ბრძანება, სადაც მოვალეს წარმოადგენდა შპს „ა. ბ. ე. ს“, ხოლო კრედიტორს – რ. ზ-ე, აღსასრულებლად უნდა განხორციელებულიყო მოვალის კუთვნილი ავტომობილების აუქციონის წესით რეალიზაცია. აქედან გამომდინარე, განმცხადებელმა მოითხოვა ავტომობილების აუქციონზე რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხის დაყადაღება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 18 ივლისის განჩინებით ლ. ლ-ის წარმომადგენელ ნ. ჭ-ის განცხადება დაკმაყოფილდა. შეიცვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 17 ოქტომბერს გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება და ყადაღა დაედო ავტომანქანების: 1) მარკა მოდელი – TOYOTA 4-RUNNER, გამოშვების წელი – 2003, სახელმწიფო ნომერი -........, საიდენტეფიკაციო ნომერი –............, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა – AV1241698; 2) მარკა მოდელი – MITSUBISHI PAJERO 3500V6/24V, გამოშვების წელი – 1997, სახელმწიფო ნომერი – .............., საიდენტეფიკაციო ნომერი შასი ...............; ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა – AV6140674, აუქციონზე რეალიზაციის შედეგად ამოღებულ თანხებს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 18 ივლისის განჩინებაზე საჩივარი წარადგინა შპს „ა. ბ. ე. ს-ს“ წარმომადგენელმა გ. მ-მ და მოითხოვა მისი გაუქმება დაუსაბუთებლობის გამო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 4 აგვისტოს განჩინებით შპს „ა. ბ. ე. ს-ს“ საჩივარზე ხარვეზის შესავსებად, დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში, სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის სახით წარდგენა თბილისის სააპელაციო სასამართლოში. აღნიშნული განჩინებითვე საჩივრის ავტორს განემარტა ხარვეზის შეუვსებლობის სამართლებრივი შედეგები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 29 სექტემბრის განჩინებით შპს „ა. ბ. ე. ს-ს“ საჩივარი, დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო, დაუშვებლად იქნა მიჩნეული და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები და თვლის, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 29 სექტემბერის განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 197¹-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო საჩივარს დასაბუთებულად და დასაშვებად მიიჩნევს, იგი აკმაყოფილებს მას. წინააღმდეგ შემთხვევაში საჩივარი საქმის მასალებთან ერთად სასამართლო განჩინების საფუძველზე გაეგზავნება ზემდგომ სასამართლოს განჩინების მიღებიდან 5 დღის ვადაში.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 197¹-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილით თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ზემოთჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 18 ივლისის განჩინება უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლის შესახებ შპს „ა. ბ. ე. ს-მ“ გაასაჩივრა კანონით დადგენილ ვადაში, თუმცა იმის გამო, რომ საჩივრის ავტორს არ ჰქონდა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 4 აგვსისტოს განჩინებით დაუდგინდა ხარვეზი და მას განესაზღვრა 5-დღიანი ვადა ხარვეზის შესავსებად.
საქმის მასალებით ირკვევა ასევე, რომ ხარვეზის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 4 აგვისტოს განჩინების ასლი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, შპს „ა. ბ. ე. ს-ს“ ჩაჰბარდა 2014 წლის 8 აგვისტოს (ტ. 2, ს.ფ.90).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების თანახმად, ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დანიშნული 5-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2014 წლის 9 აგვისტოს და ამოიწურა 2014 წლის 13 აგვისტოს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში საჩივრის ავტორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც ხარვეზის გამოსწორების ვადის გაგრძელების თაობაზე რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის, რის გამოც მისი საჩივარი დარჩა განუხილველად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს ესა თუ ის საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 29 სექტემბრის განჩინება მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, შესაბამისად, შპს „ა. ბ. ე. ს-ს“ საჩივარი სწორად იქნა დაუშვებლად მიჩნეული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 197¹-ე , 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 29 სექტემბრის განჩინება;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ. თოდრია
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური