Facebook Twitter

№ას-1023-981-2014 27 იანვარი, 2015 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ბესარიონ ალავიძე, ლევან მურუსიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - თ. ც-ა

წარმომადგენელი -ა. თ-ი

მოწინააღმდეგე მხარე - ა. ჩ-ა, გ. გ-ა, გ. ჩ-ა, გ. გ-ე, ვ. ქ-ე, თ. ნ-ე, თ. ბ-ა, თ. კ-ი, ი. ს-ა, ლ. მ-ი, მ. წ-ი, მ. ლ-ე, ნ. ბ-ა, ნ. შ-ა, ტ. შ-ე, იბა „მ-ის“

წარმომადგენელი - თ. ა-ი

გასაჩივრებული განჩინება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 2 ოქტომბრის განჩინება

განმცხადებლების მოთხოვნა – ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება

დავის საგანი - უკანონო ხელშეშლის აღკვეთა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თ. ც-ამ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში ა. ჩ-ას, გ. გ-ას, გ. ჩ-ას, გ. გ-ის, ვ. ქ-ის, თ. ნ-ის, თ. ბ-ას, თ. კ-ის, ი. ს-ას, ლ. მ-ის, მ. წ-ის, მ. ლ-ის, ნ. ბ-ას, ნ. შ-ას, ტ. შ-ისა და იბა „მ-ის“ მიმართ უკანონო ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით თ. ც-ას სარჩელი უკანონო ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს დაევალათ თ. ც-ას კუთვნილი თბილისში ღ-ის ქ. N..-ში მდებარე უძრავი ქონების გათავისუფლება ავტომობილებისა თუ სხვა მოძრავი ნივთებისაგან.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 8 ივლისის განჩინებით აპელანტების ა. ჩ-ას, გ. გ-ას, გ. ჩ-ას, გ. გ-ის, ვ. ქ-ის, თ. ნ-ის, მ. წ-ის, ნ. შ-ას, ტ. შ-ის, ი. ს-ასა და იბა „მ-ის“ წარმომადგენელ თ. ა-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და შეჩერდა წარმოება საქმეზე №2ბ/6826-13 აპელანტების ა. ჩ-ას, გ. გ-ას, გ. ჩ-ას, გ. გ-ის, ვ. ქ-ის, თ. ნ-ის, თ. ბ-ას, თ. კ-ის, ი. ს-ას, ლ. მ-ის, მ. წ-ის, მ. ლ-ის, ნ. ბ-ას, ნ. შ-ას, ტ. შ-ისა და იბა „მ-ის“ სააპელაციო საჩივრის გამო, მოწინააღმდეგე მხარე - თ. ც-ას მიმართ ადმინისტრაციულ საქმეზე №/3/3744/13 საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

აღნიშნული განჩინება თ. ც-ამ კერძო საჩივრით გაასაჩივრა.

2015 წლის 13 იანვარს თ. ც-ას წარმომადგენელმა ა. თ-მა სასამართლოს წარმოუდგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 24 ნოემბრის №/3/3744/13 გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც ბმა „მ-ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილების ასლს აქვს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის ბეჭედი, მითითებით „შესულია კანონიერ ძალაში.“

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივარი და მიიჩნია, რომ თ. ც-ას წარმომადგენელ ა. თ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

კერძო საჩივრით სადავოა საქმის წარმოების შეჩერების კანონიერება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით.

იმავე კოდექსის 281-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, 279-ე მუხლის „დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქმის წარმოება შეჩერდება სასამართლოს გადაწყვეტილების, განაჩენის, განჩინების, დადგენილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ან ადმინისტრაციული წესით განხილულ საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანამდე.

მოცემულ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 8 ივლისის განჩინებით აპელანტების ა. ჩ-ას, გ. გ-ას, გ. ჩ-ას, გ. გ-ის, ვ. ქ-ის, თ. ნ-ის, მ. წ-ის, ნ. შ-ას, ტ. შ-ის, ი. ს-ასა და იბა „მ-ის“ წარმომადგენელ თ. ა-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და შეჩერდა წარმოება საქმეზე №2ბ/6826-13 აპელანტების ა. ჩ-ას, გ. გ-ას, გ. ჩ-ას, გ. გ-ის, ვ. ქ-ის, თ. ნ-ის, თ. ბ-ას, თ. კ-ის, ი. ს-ას, ლ. მ-ის, მ. წ-ის, მ. ლ-ის, ნ. ბ-ას, ნ. შ-ას, ტ. შ-ისა და იბა „მ-ის“ სააპელაციო საჩივრის გამო, მოწინააღმდეგე მხარე - თ. ც-ას მიმართ ადმინისტრაციულ საქმეზე №/3/3744/13 საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

2015 წლის 13 იანვარს თ. ც-ას წარმომადგენელმა ა. თ-მა სასამართლოს წარმოადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 24 ნოემბრის №/3/3744/13 გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც ბმა „მ-ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილების ასლს აქვს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის ბეჭედი, მითითებით „შესულია კანონიერ ძალაში,“ შესაბამისად, მოცემულ საქმეზე საქმის წარმოების შეჩერების საფუძვლები აღარ არსებობს და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 279-ე, 281-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ. ც-ას წარმომადგენელ ა. თ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 8 ივლისის განჩინება და საქმე ბმა „მ-ის ..-ის,“გ. გ-ას, გ. ჩ-ას, გ. გ-ის და სხვათა სააპელაციო საჩივრის განსახილველად იმავე სასამართლოს დაუბრუნდეს;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ბ. ალავიძე

ლ. მურუსიძე