Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№010210615950043 27 იანვარი, 2015 წელი

საქმე №ას-84-78-2015 ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - დ. ტ-ე

მოწინააღმდეგე მხარე - რ. ხ-ა

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 22 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება

დავის საგანი - სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

რ. ხ-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში დ. ტ-ის მიმართ რ. ხ-ას კომლში დ. ტ-ის კომლის წევრობის შესახებ ჩანაწერის გაუქმებისა და რ. ხ-ას სახელზე რიცხული კომლის ქონებაზე მესაკუთრედ ცნობის შესახებ.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით რ. ხ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით რ. ხ-ას სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა, რ. ხ-ას სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქ.ბათუმში, ა-ს დასახლებაში მდებარე 430 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული 248,30 კვ.მ შენობა-ნაგებობების 1/4 ნაწილზე (საკადასტრო კოდი №.......) საჯარო რეესტრში დ. ტ-ის საკუთრების შესახებ ჩანაწერი, ქ.ბათუმში, ა-ს დასახლებაში მდებარე 430 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული 248,30 კვ.მ შენობა-ნაგებობების 1/4 ნაწილი (საკადასტრო კოდი №.......) საჯარო რეესტრში აღირიცხა რ. ხ-ას საკუთრებაში.

სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში 2012 წლის 1 ოქტომბერს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ დ. ტ-ის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო.

დ. ტ-მ ასევე აღძრა სარჩელი სასამართლოში რ. ხ-ასა და ნოტარიუს თ. ჩ-ას მიმართ და მოითხოვა 2011 წლის 2 სექტემბერს რ. ხ-ას სახელზე ნოტარიუს თ.ჩ-ას მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობის გაუქმება და ქ.ბათუმში, ა-ს დასახლებაში მდებარე, ამჟამად რ. ხ-ას საკუთრების უფლებით რეგისტრირებული 71 კვ.მ მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ ცნობა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით დ. ტ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, გაუქმდა 2011 წლის 2 სექტემბერს რ. ხ-ას სახელზე ნოტარიუს თ.ჩ-ას მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობა სანოტარო მოქმედების რაგისტრაციის №1100927552 და დ. ტ-ე ცნობილ იქნა ქ.ბათუმში, ა-ს დასახლებაში მდებარე 71 კვ.მ მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებით რ. ხ-ას სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით დ. ტ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა რ. ხ-ას სახელზე ნოტარიუს თ.ჩ-ას მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობა სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის №110927552 5/6 ნაწილში, ქ.ბათუმში, ა-ს დასახლებაში მდებარე 71 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკადასტრო კოდი №......... და ქ.ბათუმში ა-ს დასახლებაში მდებარე 71 კვ.მ მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი №............. 5/6 ნაწილი აღირიცხა დ. ტ-ის საკუთრებაში.

სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე მხარეების მიერ წარდგენილი საკასაციო საჩივრები ცნობილ იქნა დაუშვებლად საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 3 იანვრის განჩინებით.

დ. ტ-ის წარმომადგენელმა ზ. ტ-მ განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა წინამდებარე საქმეზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება, რაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 2 ივნისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა, ხოლო ამავე სასამართლოს 2014 წლის 30 ივნისის განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის შესაბამისად, დ. ტ-ის საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადაეგზავნა ზემდგომ სასამართლოს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 22 ივლისის განჩინებით დ. ტ-ის საჩივართან დაკავშირებული სამოქალაქო საქმის წარმოება შეჩერდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს წარმოებაში არსებულ საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩვარი შეიტანა დ. ტ-მ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, რადგანაც სასამართლოს არ გამოუკვლევია ის გარემოება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმე ეხება არა იმ მიწის ნაკვეთს, რომელზე არსებული ყადაღის გაუქმებასაც მხარე მოითხოვდა, არამედ შეეხება სხვა მიწის ნაკვეთს და ამ ორ საქმეს შორის ურთიერთკავშირი არ არსებობს, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მისი შინაარსის მიუხედავად, გავლენას ვერ იქონიებს სააპელაციო სასამართლოს წარმოებაში არსებულ საქმეზე, ამდენად, პალატამ არასწორად გამოიყენა და არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩვრის განსახილველად მიღების წინაპირობები და მიიჩნევს, რომ დ. ტ-ის კერძო საჩივარზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება შემდეგი გარემოებების გამო:

საქმის მასალებით დასტურდება, რომ სამოქალაქო საქმეზე - რ. ხ-ს სარჩელის გამო, დ. ტ-ის მიმართ რ. ხ-ას კომლში დ. ტ-ის კომლის წევრობის შესახებ ჩანაწერის გაუქმებისა და რ. ხ-ას სახელზე რიცხული კომლის ქონებაზე მესაკუთრედ ცნობის შესახებ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 11 მაისის გადაწყვეტილება შევიდან კანონიერ ძალაში 2012 წლის 1 ოქტომბერს საკასაციო სასამართლოს მიერ დ.ტ-ის საკასაციო საჩვრის დაუშვებლად ცნობის გამო. სააპელაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით კი, რ. ხ-ას სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და რ. ხ-ას სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქ.ბათუმში, ა-ს დასახლებაში მდებარე 430 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული 248,30 კვ.მ შენობა-ნაგებობების 1/4 ნაწილზე (საკადასტრო კოდი №............) საჯარო რეესტრში დ. ტ-ის საკუთრების შესახებ ჩანაწერი, ქ.ბათუმში, ა-ს დასახლებაში მდებარე 430 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული 248,30 კვ.მ შენობა-ნაგებობების 1/4 ნაწილი (საკადასტრო კოდი №............) საჯარო რეესტრში აღირიცხა რ. ხ-ას საკუთრებაში.

უდავოა, რომ სასამართლოში ასევე განიხილებოდა დ. ტ-ის სარჩელი რ. ხ-ასა და ნოტარიუს თ. ჩ-ას მიმართ 2011 წლის 2 სექტემბერს რ. ხ-ას სახელზე ნოტარიუს თ.ჩ-ას მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობის გაუქმებისა და ქ.ბათუმში, ა-ს დასახლებაში მდებარე, ამჟამად რ. ხ-ას საკუთრების უფლებით რეგისტრირებული 71 კვ.მ მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ ცნობის თაობაზე.

მოცემულ საქმეზე მხარეთა საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობის გამო, 2013 წლის 3 იანვარს ასევე კანონიერ ძალაში შევიდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილება, რომლითაც რ. ხ-ას სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით დ. ტ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა რ. ხ-ას სახელზე ნოტარიუს თ.ჩ-ას მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობა სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის №110927552 5/6 ნაწილში, ქ.ბათუმში, ა-ს დასახლებაში მდებარე 71 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკადასტრო კოდი №.......... და ქ.ბათუმში ა-ს დასახლებაში მდებარე 71 კვ.მ მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი №........... 5/6 ნაწილი აღირიცხა დ. ტ-ის საკუთრებაში.

დასტურდება ფაქტობრივი გარემოება, რომ დ. ტ-მ განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ამავე სასამართლოს 2012 წლის 11 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება, საქმის წარმოების განახლების ფაქტობრივ საფუძვლად კი, მხარე მიიჩნევდა სააპელაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ 2012 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 22 მაისის განჩინებით დ. ტ-ის განცხადება სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 11 მაისის გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა დ.ტ-ის კერძო საჩივარი და სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება დარჩა უცვლელად.

ზემოაღნიშნული კერძო საჩივრის საკასაციო სასამართლოში განხილვის ეტაპზე დ. ტ-მ განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და ამ სასამართლოს მიერ 2011 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება მოითხოვა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 2 ივნისის განჩინებით განმცხადებლის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, ხოლო 2014 წლის 30 ივნისის განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის შესაბამისად, საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადაეგზავნა ზემდგომ სასამართლოს.

სააპელაციო სასამართლომ 2014 წლის 22 ივნისის განჩინებით, რომლის გაუქმებასაც წინამდებარე კერძო საჩივრით მოითხოვს მხარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვის დასრულებამდე შეაჩერა დ. ტ-ის საჩივრის განხილვა.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ 2014 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით, მას შემდეგ, რაც საკასაციო სასამართლომ დაასრულა დ.ტ-ის კერძო საჩივრის განხილვა, განაახლა საქმის წარმოება, ხოლო 2014 წლის 7 ნოემბრის განჩინებით დააკმაყოფილა დ. ტ-ის საჩივარი, გააუქმა საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 2 ივნისის განჩინება და დ.ტ-ის 2013 წლის 16 ივლისის განცხადება გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე დააკმაყოფილა. წინამდებარე საქმე დ.ტ-ის კერძო საჩვრის განხილვის მიზნით, საკასაციო სასამართლოს გადმოეცა 2015 წლის 23 ოქტომბერს.

მითითებული გარემოებების ანალიზის საფუძველზე, საკასაციო პალატა მიდის დასკვნამდე, რომ, მოცემულ შემთხვევაში, აღარ არსებობს დ.ტ-ის მიერ წარდგენილი კერძო საჩვრის განხილვის წიაპირობები, რადგანაც, როგორც უკვე აღინიშნა, საქმის მასალებით უდავოდ დასტურდება, რომ კერძო საჩივრით მოთხოვნილია საქმის წარმოების შეჩერების შესახებ განჩინების კანონიერების შემოწმება, ასევე უდავოდ დასტურდება, რომ სააპელაციო სასამართლომ არა თუ განაახლა საქმის წარმოება, არამედ დაასრულა კიდევაც საჩივრის (განცხადების) არსებითად განხილვა, რაც უდავოდ მიუთითებს იმაზე, რომ აღარ არსებობს კერძო საჩივრის საგანი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ა1“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ არ არსებობს დავის საგანი. ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ დავის საგნის არარსებობის გამო, უნდა შეწყდეს საქმის წარმოება დ. ტ-ის კერძო საჩვარზე, რომლითაც მოთხოვნილია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 22 ივლისის განჩინების გაუქმება.

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ექვემდებარება მთლიანად ან ნაწილობრივ დაბრუნებას საქმის წარმოების შეწყვეტისას ან სარჩელის განუხილველად დატოვებისას, თუ საქმე სასამართლოში განხილვას არ ექვემდებარება, აგრეთვე როდესაც მოსარჩელე არ იცავს მოცემული კატეგორიის საქმეებისათვის წინასწარი დავის გადაწყვეტის დადგენილ წესს ან აღიარებულია ქმედუუნარო პირად.

დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დ. ტ-ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან სრულად უნდა დაუბრუნდეს ზ. ტ-ის მიერ 2014 წლის 17 ოქტომბრის N1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი, მე-2 ნაწილებით, 272-ე, 273-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დ. ტ-ის კერძო საჩივარზე შეწყდეს წარმოება კერძო საჩვრის საგნის არარსებობის გამო.

2. განემარტოს კერძო საჩვრის ავტორს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის გამო, სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

3. დ. ტ-ს (პ/N...........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს ზ. ტ-ის მიერ 2014 წლის 17 ოქტომბრის N1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარი.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ბ. ალავიძე