№ა-1363-შ-42-2014 26 იანვარი, 2015 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
განცხადების ავტორი - ა. ბ-ი
წარმომადგენელი - ზ. შ-ე
მოწინააღმდეგე მხარე - ო. ბ-ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს - გერმანიის რეკლინგჰაუზენის პირველი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2013 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი - განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გერმანიის რეკლინგჰაუზენის პირველი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2013 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილებით შეწყდა ა. ბ-სა და ო. ბ-ს შორის რეგისტრირებული ქორწინება.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა ა. ბ-ის წარმომადგენელმა ზ. შ-ემ და მოითხოვა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ ის კანონიერ ძალაში შევიდა 2013 წლის 19 დეკემბრიდან და მხარეები ესწრებოდნენ საქმის განხილვას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატა გაეცნო რა წარმოდგენილ შუამდგომლობას და თანდართულ მასალებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
გერმანიის რეკლინგჰაუზენის პირველი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2013 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილებით შეწყდა ა. ბ-სა და ო. ბ-ს შორის რეგისტრირებული ქორწინება.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, გერმანიის რეკლინგჰაუზენის პირველი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2013 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ კანონის 69-ე მუხლის მიხედვით, განქორწინების საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა. ბ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. ცნობილ იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე გერმანიის რეკლინგჰაუზენის პირველი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2013 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც შეწყდა ა. ბ-სა და ო. ბ-ს შორის რეგისტრირებული ქორწინება.
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე