№ა-2345-შ-68-2014 18 თებერვალი, 2015 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატამ
შემადგენლობით:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი).
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ნ.ძ-ს განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 12 იანვრის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხი.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 12 იანვრის განჩინებით ნ. ძ-მის წარმომადგენელ ე. გ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; ცნობილ იქნა საქართველოს ტერიტორიაზე საბერძნეთის ქალაქ სალონიკის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2014 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც აღიარებულია, რომ პირველი მოსარჩელის, ნ. კი-ს არასრულწლოვანი შვილი, ..... წელს საქართველოში, თბილისში დაბადებული ა. ძ-ს, არ არის მეორე მოსარჩელის, გ. გ-ის ნამდვილი შვილი და შესაბამისად, არ არსებობს იმის პრეზუმფცია, რომ ეს ბავშვი დაბადებულია ამ ქორწინებაში;
2015 წლის 17 თებერვალს ნ. ძ-ს წარმომადგენელმა ე. გ-მა საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა. მისი მითითებით, განჩინების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებულია შეცდომა და შუამდგომლობის ავტორის გვარი შეცდომითაა მითითებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. დასახელებული მუხლის საფუძველზე, სასამართლო მხარის თხოვნით ან საკუთარი ინიციატივით გაასწორებს უზუსტობას იმ შემთხვევაში, თუ დაადგენს, რომ ამა თუ იმ პროცესუალურ დოკუმენტში დაშვებულ იქნა უსწორობა. აღნიშნული საკითხის განხილვა და გადაწყვეტა დასაშვებია როგორც სასამართლო სხდომაზე, ისე ზეპირი მოსმენის გარეშე
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატამ მიზანშეწონილად არ მიიჩნია განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხის გადაწყვეტა სასამართლო სხდომაზე.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალები ადასტურებს, რომ ნ. ძ-ს წარმომადგენელმა ე. გ-მა შუამდგომლობაში მარწმუნებლის გვარი არასწორად მიუთითა, კერძოდ, ძ-ს ნაცვლად, ძ-ი (იხ. ს.ფ. 1). შუამდგომლობიდან გამომდინარე, ამგვარადაა ასახული მხარის გვარი საქართველოს უზენასი სასამართლოს 2015 წლის 12 იანვრის განჩინების შესავალ და სარეზოლუციო ნაწილებში. განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი მხარის პირადობის მოწმობის თანახმად კი, გვარის სწორი ტრანსკრიფციაა ძ-ი, ამდენად, მართალია, უსწორობა სასამართლოს მიზეზით არ ყოფილა დაშვებული, მაგრამ უზენაესი სასამართლოს განჩინების სხვა საჯარო დაწესებულებებში წარდგენისას სირთულეების აცილების მიზნით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს და აღნიშნული უსწორობა გასწორდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. ძ-ს წარმომადგენელ ე. გ-ის განცხადება დაკმაყოფილდეს;
2. გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 12 იანვრის განჩინების შესავალ ნაწილში და სარეზოლუციო ნაწილის პირველ პუნქტში დაშვებული უსწორობა, ნ. ძ-მის ნაცვლად მიეთითოს ნ. ძ-ი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე