საქმე Nა-3615-შ-99-2014 23 იანვარი, 2015 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
თეიმურაზ თოდრია, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი - რუსეთის ფედერაციის ვოლგოგრადის ოლქის №18 უბნის მომრიგებელი სასამართლოს მოსამართლე - ი.ა. კ.-ა
მოწინააღმდეგე მხარე - მ. კ.-ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს - რუსეთის ფედერაციის ვოლგოგრადის ოლქის №18 უბნის მომრიგებელი სასამართლოს 2014 წლის 17 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება
დავის საგანი - ალიმენტის გადახდა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
რუსეთის ფედერაციის ვოლგოგრადის ოლქის №18 უბნის მომრიგებელი სასამართლოს 2014 წლის 17 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ს. ს.-ს სარჩელი მოპასუხე, მ. კ.-ის მიმართ დაკმაყოფილდა. 1972 წლის 25 ივნისს, საქართველოში დაბადებულ მ. კ.-ს დაეკისრა, მოსარჩელე ს. საფინოვას სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა, არასრულწლოვანი შვილის - 2003 წლის 25 სექტემბერს დაბადებული ვიქტორია კ.-ის სარჩენად, მოპასუხის ყოველთვიური ხელფასის ან/და მისი ყოველგვარი შემოსავლის ¼ ნაწილის ოდენობით, 2014 წლის 17 თებერვლიდან მის სრულწლოვანებამდე. მ. კ.-ს დაევალა, შესაბამისი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, რუსეთის ფედერაციის საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი დარიცხვის ნორმატივების თანახმად, 100 (რუსული) რუბლის ანაზღაურება. ალიმენტის დაკისრების ნაწილში დადგინდა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა რუსეთის ფედერაციის ვოლგოგრადის ოლქის №18 უბნის მომრიგებელი სასამართლოს მოსამართლე - ი.ა. კ.-ამ, რომელმაც მოითხოვა, რუსეთის ფედერაციის ვოლგოგრადის ოლქის №18 უბნის მომრიგებელი სასამართლოს 2014 წლის 17 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, რუსეთის ფედერაციის საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი დარიცხვის ნორმატივების თანახმად, მ. კ.-ისათვის 100 (რუსული) რუბლის დაკისრების ნაწილში.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ირკვევა, რომ მოპასუხე - მ. კ.-ი საქმის განხილვის დროისა და ადგილის თაობაზე სათანადო წესით იყო ინფორმირებული. ასევე ირკვევა, რომ რუსეთის ფედერაციის ვოლგოგრადის ოლქის №18 უბნის მომრიგებელი სასამართლოს 2014 წლის 17 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2014 წლის 07 აგვისტოს და ექვემდებარება აღსრულებას. ამავდროულად, ირკვევა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება რუსეთის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა, ხოლო მოპასუხე - მ. კ.-ი საქართველოს მოქალაქეა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 24 ნოემბრის განჩინებით მოცემული შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობასა და თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ აღნიშნული შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
რუსეთის ფედერაციის ვოლგოგრადის ოლქის №18 უბნის მომრიგებელი სასამართლოს 2014 წლის 17 მატის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ს. ს.-ს სარჩელი მოპასუხე, მ. კ.-ის მიმართ დაკმაყოფილდა. 1972 წლის 25 ივნისს, საქართველოში დაბადებულ მ. კ.-ს დაეკისრა, მოსარჩელე ს. საფინოვას სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა, არასრულწლოვანი შვილის - 2003 წლის 25 სექტემბერს დაბადებული ვიქტორია კ.-ის სარჩენად, მოპასუხის ყოველთვიური ხელფასის ან/და მისი ყოველგვარი შემოსავლის ¼ ნაწილის ოდენობით, 2014 წლის 17 თებერვლიდან მის სრულწლოვანებამდე. მ. კ.-ს დაევალა, შესაბამისი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, რუსეთის ფედერაციის საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი დარიცხვის ნორმატივების თანახმად, 100 (რუსული) რუბლის ანაზღაურება. ალიმენტის დაკისრების ნაწილში დადგინდა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულება.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოპასუხე - მ. კ.-ი საქმის განხილვის დროისა და ადგილის თაობაზე სათანადო წესით იყო ინფორმირებული. ასევე დადგენილია, რომ რუსეთის ფედერაციის ვოლგოგრადის ოლქის №18 უბნის მომრიგებელი სასამართლოს 2014 წლის 17 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2014 წლის 07 აგვისტოს და ექვემდებარება აღსრულებას. ამავდროულად, დადგენილია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება რუსეთის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა, ხოლო მოპასუხე - მ. კ.-ი საქართველოს მოქალაქეა.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. რაც შეეხება მითითებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებას, სამოქალაქო საქმეთა პალატა ასევე მიიჩნევს, რომ არც ამ ნაწილში არსებობს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, ვინაიდან, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო და შრომის სამართლის საქმეებზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ექვემდებარება აღსრულებას. ამავე კანონის 71-ე მუხლით კი, დადგენილია წინაპირობები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი უცხო ქვეყნის გადაყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევა. სამოქალაქო საქმეთა პალატა საქმის მასალების ანალიზის საფუძველზე მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, კანონის ზემოთ ხსენებული დანაწესები დაცულია. ამდენად, რუსეთის ფედერაციის ვოლგოგრადის ოლქის №18 უბნის მომრიგებელი სასამართლოს 2014 წლის 17 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 70-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რუსეთის ფედერაციის ვოლგოგრადის ოლქის №18 უბნის მომრიგებელი სასამართლოს მოსამართლე - ი.ა. კ.-ას შუამდგომლობა მ. კ.-ისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, რუსეთის ფედერაციის საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი დარიცხვის ნორმატივების თანახმად, 100 (რუსული) რუბლის დაკისრების ნაწილში, რუსეთის ფედერაციის ვოლგოგრადის ოლქის №18 უბნის მომრიგებელი სასამართლოს 2014 წლის 17 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად რუსეთის ფედერაციის ვოლგოგრადის ოლქის №18 უბნის მომრიგებელი სასამართლოს 2014 წლის 17 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც მ. კ.-ს დაევალა, შესაბამისი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, რუსეთის ფედერაციის საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი დარიცხვის ნორმატივების თანახმად, 100 (რუსული) რუბლის ანაზღაურება.
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები თ. თოდრია
ნ. ბაქაქური