საქმე №ა-3660-შ-101-2014 12 თებერვალი, 2015 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ბაქაქური, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი - რუსეთის ფედერაციის კომის რესპუბლიკის სასჯელაღსრულების სამსახურის მთავარი ფედერალური სამმართველოს ფედერალური სახაზინო დაწესებულების №31 გამოსასწორებელი კოლონიის უფროსი, შიდა სამსახურის პოდპოლკოვნიკი ვ.ვ. ს.
მოწინააღმდეგე მხარე - ლ. ი.
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს - რუსეთის ფედერაციის კომის რესპუბლიკის უსტ-ვიმსკის რაიონის აიკინსკის უბნის მომრიგებელი სასამართლოს 2013 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილება
შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნა – გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, განიხილა სააღსრულებო ფურცელში შესწორების შეტანის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 26 იანვრის განჩინებით რუსეთის ფედერაციის კომის რესპუბლიკის სასჯელაღსრულების სამსახურის მთავარი ფედერალური სამმართველოს ფედერალური სახაზინო დაწესებულების №31 გამოსასწორებელი კოლონიის უფროსის, შიდა სამსახურის პოდპოლკოვნიკის - ვ.ვ. ს.-ის შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის კომის რესპუბლიკის უსტ-ვიმსკის რაიონის აიკინსკის უბნის მომრიგებელი სასამართლოს 2013 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდა. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნა და მიექცა აღსასრულებლად რუსეთის ფედერაციის კომის რესპუბლიკის უსტ-ვიმსკის რაიონის აიკინსკის უბნის მომრიგებელი სასამართლოს 2013 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც რუსეთის ფედერაციის კომის რესპუბლიკის სასჯელაღსრულების სამსახურის მთავარი ფედერალური სამმართველოს ფედერალური სახაზინო დაწესებულების №31 გამოსასწორებელი კოლონიის სარჩელი მოპასუხე, ლ. ი-ის მიმართ, მატერიალური ზიანის ანაზღაურების შესახებ დაკმაყოფილდა და ლ. ი-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 233 (რუსული) რუბლის ანაზღაურება. აღნიშნულ განჩინებაზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომელშიც მოვალედ მითითებულია ლ. ივ-ი ნაცვლად ლ. ი-ისა.
სამოქალაქო საქმეთა პალატა განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული გარემოება წარმოადგენს სააღსრულებო ფურცელში დაშვებულ უსწორობას, რომელიც გამოწვეულია მექანიკური ხასიათის ხარვეზით. დასახელებული უსწორობა სასამართლოს ინიციატივით ექვემდებარება გასწორებას.
ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილია სააღსრულებო ფურცლის დედანი, იგი უნდა დაერთოს საქმის მასალებს და მის ნაცვლად საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 26 იანვრის განჩინებაზე უნდა გაიცეს ახალი სააღსრულებო ფურცელი, რომელშიც მოვალედ მიეთითება ლ. ი-ი ნაცვლად ლ. ივ-ისა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, 2671, 284-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 26 იანვრის განჩინებაზე გაცემულ სააღსრულებო ფურცელში დაშვებული უსწორობა და აღნიშნულის გათვალისწინებით გაიცეს ახალი სააღსრულებო ფურცელი, სადაც მოვალედ მიეთითება ლ. ი-ი.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები ნ. ბაქაქური
თ. თოდრია