გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ბს-770-357(კ-05) 28 თებერვალი, 2006 წ.‚ ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მ. ვაჩაძე,
ნ. ქადაგიძე
დავის საგანი: თანხის დაბრუნება.
აღწერილობითი ნაწილი:
ფოთის საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ...თა სამინისტრომ და მოითხოვა ქ. ფოთის ...ისათვის სახელმწიფოს ბიუჯეტის სასარგებლოდ 115 850 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის დაკისრება, გადახდის დღისათვის არსებული კურსის შესაბამისად.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ 1996წ. 12 თებერვალს ...თა სამინისტროსა და ქ. ფოთის ...ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება ¹..., რომელიც დაიდო მსოფლიო ბანკის საერთაშორისო განვითარების ასოციაციასა და ...თა სამინისტროს შორის 1994წ. 10 ნოემბრით დათარიღებული საბაზისო ხელშეკრულების, საქართველოს რესპუბლიკის ...თა სამინისტროსა და მუნიციპალური მომსახურების განვითარების დამოუკიდებელ სააგენტოს შორის 1994წ. 18 ნოემბერს დადებული «პროექტის განხორციელების» ხელშეკრულების და ქ. ფოთის ...სა და კომუნალური მომსახურების განვითარების დამოუკიდებელ სააგენტოს შორის 1994წ. 13 მარტს ხელმოწერილი «კომპონენტის განხორციელების» ხელშეკრულების საფუძველზე.
1994წ. 10 ნოემბრის საბაზისო ხელშეკრულების თანახმად მსოფლიო ბანკის საერთაშორისო განვითარების ასოციაციამ, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის აღდგენის მიზნით, საქართველოს რესპუბლიკას გამოუყო უპროცენტო სესხი _ 12,5 მლნ. შDღ -ის (18,1 მლნ. აშშ დოლარის) ოდენობით. აღნიშნული კრედიტიდან 1996წ. 12 თებერვლის ხელშეკრულების საფუძველზე ქ. ფოთის ...ს გამოეყო 1 095 000 აშშ დოლარი, ხოლო ცენტრალური ბიუჯეტიდან თანადა...ების თანხამ შეადგინა 83 000 აშშ დოლარი. აღნიშნული ხელშეკრულების «ზ» პუნქტის მიხედვით, ქ. ფოთის ...ს, ხელშეკრულების «ა» პუნქტიდან გამომდინარე, 1996 წლიდან 1997წ. ჩათვლით უნდა გადაეხადა 1 095 000 აშშ დოლარის 1.25% თანხის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში და ჩაერიცხა იგი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შესაბამის ანგარიშზე. ხელშეკრულების «თ» პუნქტის შესაბამისად, ქ. ფოთის მინიციპალიტეტს ...თა სამინისტროსათვის 1996 წლიდან 1997წ. ჩათვლით ყოველი წლის 10 დეკემბერს უნდა გადაეხადა 1 095 000 აშშ დოლარის სესხის მომსახურების წლიური 0,25%, ხოლო ამავე ხელშეკრულების «ი» პუნქტის თანახმად, ქ. ფოთის ...ი კისრულობდა ვალდებულებას თანადაფინასების თანხა (83 000,00 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი) დაებრუნებინა საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში 1996-1997 წლების განმავლობაში.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მიუხედავად ...თა სამინისტროს არაერთი წერილობითი შეხსენებისა (25.04.02წ., 12.06.02წ., 06.12.02წ.) ქ. ფოთის ...მა არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი არცერთი ...ური ვალდებულება და მისი დავალიანება საკრედიტო ხელშეკრულების პირობების შესაბამისად 2003წ. მდგომარეობით შეადგენდა სულ 115850 აშშ დოლარს, მათ შორის ძირითადი თანხა (საქართველოს წილიდან) – 83000 აშშ დოლარი, ...თა სამინისტროს მომსახურების საპროცენტო თანხა – 5480 აშშ დოლარი, დარიცხული პროცენტი სესხით სარგებლობისათვის 27380 აშშ დოლარი. მოსარჩელემ ასევე მიუთითა, რომ ქ. ფოთის ...ი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, არღვევს სკ-ის 361-ე და «სახელმწიფო ვალის შესახებ» კანონის 33-ე მუხლის მოთხოვნებს.
მოპასუხე ქალაქ ფოთის ...ამ შესაგებლით მიმართა ქ. ფოთის საქალაქო სასამართლოს და განმარტა, რომ მოსარჩელეს სკ-ის 129-ე მუხლის შესაბამისად გაშვებული აქვს სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა, ხოლო ...ი, როგორც ასეთი არ არსებობს და არც არსებობდა. ამდენად, ქალაქ ფოთის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები - საკრებულო და ...ა, სსკ-ის 85-ე მუხლის შესაბამისად წარმოადგენენ არასათანადო მოპასუხეს, ვინაიდან ხელშეკრულება არ არის დადებული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსა და ...თა სამინისტროს შორის.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 25 სექტემბრის და 17 ოტომბრის განჩინებებით ქ. ფოთის საქალაქო მეურნეობის სამსახური და მუნიციპალური მომსახურების განვითარების დამოუკიდებელი სააგენტო საქმეში ჩაბმულ იქნენ მესამე პირებად. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 14 ნოემბრის საოქმო განჩინებით, სააგენტოს ლიკვიდაციის გამო, მუნიციპალური მომსახურების განვითარების დამოუკიდებელი სააგეტო ამორიცხული იქნა საქმიდან.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 18 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა ხანდაზმულობის გამო. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ...თა სამინისტროს მიერ.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005წ. 12 აპრილის გადაწყვეტილებით ...თა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 18 მარტის გადაწყვეტილება, სარჩელი დაკმაყოფილდა, ქ. ფოთის ...ას ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 115850 აშშ დოლარის ექვივალენტის ლარებში გადახდა შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ...თა სამინისტროსა და ფოთის ...ს შორის 1996წ. 12 თებერვალს გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება. ...ის, როგორც ადგილობრივი ორგანოს სახელით ხელშეკრულებას ხელს აწერდა ფოთის მერი. ამდენად ფოთის ...ა საქმეში წარმოადგენს მოპასუხეს და მოთხოვნაც მის წინააღმდეგ არის მიმართული. სააპელაციო პალატამ ზემოხსენებული ხელშეკრულების «დ» პუნქტის საფუძველზე დადასტურებულად ცნო, რომ მსოფლიო ბანკის მიერ 1994წ. 17 ოქტომბრით დათარიღებული «მოხსენება პროექტის შესახებ» (შAღ)-დან გამომდინარე ქ. ფოთის ...ს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის აღდგენისათვის გამოეყო 1,095 მლნ. აშშ დოლარი, სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანადა...ებით 0,083 აშშ დოლარი. ხელშეკრულების «ზ» პუნქტის თანახმად‚ ფოთის ...ს ხელშეკრულების «ა» პუნქტიდან გამომდინარე‚ უნდა გადაეხადა 1,095 აშშ დოლარის 1,25% ექვივალენტი ლარი ხელშეკრულებით განსაზღვრულ ანგარიშზე, როგორც სესხის სარგებლობის პროცენტი. «თ» პუნქტის თანახმად კი ...ს ...თა სამინისტროსათვის 1996-97 წლებში 1,095 მლნ აშშ დოლარის წლიური 0,25% უნდა გადაეხადა გაწეული მომსახურებისათვის.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხე ფოთის ...ა თანხის ოდენობას სადავოდ არ ხდის, მაგრამ ...თა სამინისტროს მოთხოვნას ხანდაზმულად მიიჩნევს. ...თა სამინისტროს სარჩელის შესაბამისად ფოთის ...ის მიერ ვალდებულებათა შეუსრულებლობის გამო დავალიანებამ 2003წ. მდგომარეობით შეადგინა 115850 აშშ დოლარი, საიდანაც 83000 აშშ დოლარი არის ძირითადი თანხა, 5480 აშშ დოლარი ...თა სამინისტროს მომსახურების საპროცენტო თანხაა (წლიური 0,25%), 27380 აშშ დოლარი კი სესხის სარგებლობისათვის წლიური 1,25%-ია. სკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად‚ ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ხელშეკრულებით დათქმულ ვადაში ფოთის ...ს (ფოთის ...ას) ვალდებულება არ შეუსრულებია. ვალდებულების შესრულების ვადა დადგა 1997წ. 10 დეკემბერს, აღნიშნული ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად მოვალეს ვალდებულება არ შეუსრულებია.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილებაში მოყვანილი მოტივები სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე და განმარტა, რომ სკ-ის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებზე, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან – სამი წელია. 137-ე მუხლის თანახმად. ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას. საქმეში წარმოდგენილი ქ. ფოთის მერის 1998წ. 25 თებერვლის წერილობითი მიმართვით საქართველოს ...თა მინისტრისადმი აღიარებულია ¹... საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და მათი შეუსრულებლობა ქალაქის ბიუჯეტში თანხების უქონლობის გამო. აღნიშნული წერილი წარმოადგენს ხანდაზმულობის შეწყვეტის საფუძველს. სკ-ის 141-ე მუხლის თანახმად თუ შეწყდება ხანდაზმულობის ვადის დენა, მაშინ შეწყვეტამდე მომდევნო დრო მხედველობაში არ მიიღება და ვადის დენა დაიწყება თავიდან.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 12 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქ. ფოთის ...ის მიერ, რომელმაც მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება.
კასატორი აღნიშნავს, რომ ქ. ფოთის მერის 1998წ. 25 თებერვლის წერილი არ წარმოადგენს ვალდებულების აღიარებას, წერილის ვალდებულების აღიარებად მიჩნევის შემთხვევაშიც სკ-ის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად 1998წ. 25 თებერვლიდან, ე.ი. ზემოაღნიშნული წერილის გამოცემიდან, გასულია სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა. კასატორმა ასევე მიუთითა, რომ ...თა სამინისტროს არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია იმის შესახებ, რომ სადავო თანხა ჩაირიცხა ადგილობრივ ბიუჯეტში. ე.ი. ვერ მტკიცდება ის გარემოება, რომ ქ. ფოთის ადგილობრივ ბიუჯეტს გააჩნია ...თა სამინისტროს დავალიანება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, წარდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე განსახილველად უნდა გადაეცეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ ...თა სამინისტროსა და ფოთის ...ს შორის 12.02.96წ. გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება ¹..., რომლის მიხედვითაც ქ. ფოთის ...ს ინფრასტრუქტურის აღდგენისათვის გამოეყო კრედიტი. სესხის მიმღებს ხელშეკრულების «ა» და «ზ» პუნქტების შესაბამისად‚ 1997წ. ჩათვლით ყოველი წლის 15 ივნისსა და 15 დეკემბერს უნდა გადაეხადა სესხის მომსახურების თანხა ძირითადი თანხის 1,25%-ის ოდენობით. ფოთის ...ს 1996 -97 წ.წ. 10 დეკემბერს უნდა გადაეხადა 1.095 მლნ აშშ დოლარის სესხის წლიური 0,25%. საკრედიტო ხელშეკრულების «ე» პუნქტის თანახმად, თანადა...ების სახით ...თა სამინისტროს მიერ გამოყოფილი 0.083 მლნ აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში ფოთის ...ს 1996 წლიდან 1997წ. მეორე კვარტლის ჩათვლით უნდა დაებრუნებინა.
საკასაციო პალატა თვლის რომ სააპელაციო პალატის მიერ საკმარისად არ არის დასაბუთებული ...თა სამინისტროს მიერ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დაცვით სარჩელის სასამართლოში წარდგენა. სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად არის მიჩნეული, რომ ზემოაღნიშნული პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულების შესრულების ვადა 1997წ. 10 დეკემბერს დადგა და ფოთის ...ს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში ვალდებულებები არ შეუსრულებია. ...თა სამინისტრომ სასარჩელო განცხადებით სასამართლოს 01.09.03წ. მიმართა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სკ-ის 1507-ე მუხლის თანახმად, იმ ურთიერთობათა მიმართ, რომლებიც წარმოიშვა სკ-ის ძალაში შესვლამდე, ამ კოდექსის ნორმები გამოიყენება 1997წ. 25 ნოემბრიდან წარმოშობილი უფლებების და მოვალეობების მიმართ. ვინაიდან მხარეთა უფლება-მოვალეობები გრძელდებოდა სკ-ის ძალაში შესვლის შემდეგაც, საქმე განხილულ უნდა იქნეს ამჟამად მოქმედი სკ-ის ნორმების მიხედვით. სკ-ის 129-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებზე, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამ წელს შეადგენს. ქ. ფოთის მერის 1998წ. 25 თეებრვლის წერილობითი მიმართვა საქართველოს ...თა მინისტრისადმი სკ-ის 137-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო პალატის მიერ მიჩნეულია ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტის საფუძვლად. სკ-ის 137-ე მუხლის მიხედვით ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე აღიარებს მოთხოვნის არსებობას. ამავე კოდექსის 141-ე მუხლის თანახმად, თუ შეწყდება ხანდაზმულობის ვადის დენა, მაშინ შეწყვეტამდე არსებული დრო მხედველობაში არ მიიღება და ვადის ათვლა დაიწყება თავიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, სესხის მიმღების მიერ ვალის აღიარება ხანდაზმულობის შეწყვეტისა და ამავე დროს მისი თავიდან ათვლის საფუძველია. მიუხედავად აღნიშნულისა, ...თა სამინისტროს მიერ სარჩელის აღძვრის მომენტის გათვალისწინებით (01.09.03წ.) არ დასტურდება კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში სარჩელით სასამართლოსადმი მიმართვა. ამდენად, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მოყვანილი სკ-ის 137-ე და 141-ე მუხლებით არ დასტურდება სააპელაციო სასამართლოს დასკვნა სამინისტროს მიერ ხანდაზმულობის ვადის დაცვის შესახებ.
სააპელაციო პალატის დასკვნა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაში სარჩელის აღძვრის შესახებ არ დასტურდება აგრეთვე სააპელაციო პალატის მითითებით, რომ ვალდებულების ვადის დადგომიდან კრედიტორმა არაერთგზის გააფრთხილა მოვალე ვალდებულების შესრულების შესახებ. სკ-ის 138-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ორგანოსათვის მოთხოვნის არსებობის შესახებ განცხადებით მიმართვა ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენს. კანონის ამ მოთხოვნიდან გამომდინარე‚ საკასაციო პალატამ განმარტა‚ რომ ...თა სამინისტროს სიერ გაგზავნილ სამი წერილით ფოთის მერიის მიმართ არ დასტურდება ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტა, ვინაიდან ვალის აღიარებიდან წერილებით მიმართვამდე უკვე გასული იყო კანონმდებლობით განსაზღვრული ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. იმის გათვალისწინებით, რომ ...თა სამინისტროს მიერ სარჩელი იქნა წარდგენილი სასამართლოში, მოსარჩელის მიერ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დაცვა არ დასტურდება‚ აგრეთვე‚ ...თა სამინისტროს წერილებიდან ხანდაზმულობის ვადის ათვლის შემთხვევაშიც.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს განმარტებით‚ სააპელაციო სასამართლოს მითითება იმის თაობაზე, რომ ვალდებულების შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორმა არაერთგზის მიმართა მოვალეს ვალდებულების შესრულების თაობაზე, აგრეთვე‚ ქ. ფოთის მერის 25.02.98წ. წერილობითი მიმართვა საქართველოს ...თა მინისტრისადმი არ ადასტურებს მოსარჩელის მიერ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დაცვას‚ რაც სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ არის საკმარისად დასაბუთებული, რაც სსკ-ის 394-ე მუხლის «ე» ქვეპუნქტის მიხედვით საკასაციო საჩივრის აბსოლუტურ საფუძველს ქმნის. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის გადაეცეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს. საქმის განმხილველმა სასამართლომ სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს საქმის ყველა გარემოება, სათანადო შეფასება მისცეს შეკრებილ მტკიცებულებებს და გამოიტანოს კანონშესაბამისი გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I მუხლის მეორე ნაწილით, საპროცესო სკ-ის 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქ. ფოთის ...ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინიტსრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 12.04.05წ. გადაწყვეტილება და საქმე განსახილველად გადაეცეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.