№ა-151-შ-5-2014 26 თებერვალი, 2015 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
განცხადების ავტორი - ი. გ. ა. კ-ი
მოწინააღმდეგე მხარე - ა. ტ-ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ხაზარის რაიონის სასამართლოს 2012 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
აზერბაიჯანის რესპუბლიკის ხაზარის რაიონის სასამართლოს 2012 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილებით ი. გ. ა. კ-ის სასარჩელო მოთხოვნები ა. ტ-ის მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ა. ტ-ის ი. გ. ა. კ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 4000 აშშ დოლარის ეკვივალენტი მანათის გადახდა, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა ი. გ. ა. კ-იმ და მოითხოვა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ ის კანონიერ ძალაში შევიდა 2012 წლის 17 სექტემბერს, არ აღსრულებულა და მხარეები ინფორმირებული იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატა გაეცნო რა წარმოდგენილ შუამდგომლობას და თანდართულ მასალებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
აზერბაიჯანის რესპუბლიკის ხაზარის რაიონის სასამართლოს 2012 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილებით ი. გ. ა. კ-ის სასარჩელო მოთხოვნები ა. ტ-ის მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ა. ტ-ის ი. გ. ა. კ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 4000 აშშ დოლარის ეკვივალენტი მანათის გადახდა, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმავე მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილი გამონაკლისებისა.
იმავე კანონის 70-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით, სამოქალაქო და შრომის სამართლის საქმეებზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ექვემდებარება აღსრულებას. აღსრულებაზე გადაწყვეტილება მიიღება დაინტერესებული მხარის მიერ შესაბამისი შუამდგომლობის აღძვრის შემდეგ.
პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 ნაწილში ჩამოთვლილი გადაწყვეტილების ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებები, ამასთან აზერბაიჯანის რესპუბლიკის ხაზარის რაიონის სასამართლოს 2012 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება ექვემდებარება აღსრულებას და მხარეს აღძრული აქვს შესაბამისი შუამდგომლობა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ხაზარის რაიონის სასამართლოს 2012 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცეს აღსასრულებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 70-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი. გ. ა. კ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. აზერბაიჯანის რესპუბლიკის ხაზარის რაიონის სასამართლოს 2012 წლის 27 ივლისის N...... გადაწყვეტილება ცნობილ იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცეს აღსასრულებლად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე